LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
მზია ამაღლობელს, რომელიც გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში დააკავეს ბრალს პოლიციელზე თავდასხმაში სდებენ

მზია ამაღლობელის მხარდასაჭერად პეტიცია შეიქმნა

დაპოსტა 2025/01/18-ში
A A
87
ნახვა
გაზიარება

მზია ამაღლობელის მხარდასაჭერად პეტიცია შეიქმნა

რომელიც სპეციალირ საგამოძიებო სამსახურისგან დროულ გამოძიებასა და  ბათუმის პოლიციის უფროსის ირაკლი დგებუაძის სამსახურეობრივი უფლებამოსილების დაუყოვნებლივ შეუჩერდეს მოითხოვს.

“სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები და აქტივისტები ვუერთდებით საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საიას) განცხადებას და მოვითხოვთ დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება ,,ბათუმელებისა” და ,,ნეთგაზეთის” დამფუძნებლის მზია ამაღლობელის მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტთან დაკავშირებით და დაუყოვნებლივ შეუჩერდეს სამსახურებრივი უფლებამოსილება ბათუმის პოლიციის უფროსს, ირაკლი დგებუაძეს.

 

საიას თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძე, რომელიც რუსთავის N5 დაწესებულებაში პირადად დაესწრო მზია ამაღლობელის გამოკითხვის პროცესს, აცხადებს რომ როგორც პოლიციის განყოფილების ეზოში, ასევე განყოფილების შენობაში, მზია ამაღლობელის დაკავების შემდგომ მის მიმართ ადგილი ჰქონდა სიტყვიერი შეურაცხყოფის არაერთ ფაქტს ბათუმის პოლიციის უფროსის ირაკლი დგებუაძის მხრიდან.

 

საიას ინფორმაციით, ირაკლი დგებუაძე განყოფილებაში რამდენჯერმე შეეცადა თავს დასხმოდა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიეყენებინა მზია ამაღლობელისთვის, თუმცა პოლიციის სხვა თანამშრომლებმა შეაკავეს და ოთახიდან გაიყვანეს. მიუხედავად ამისა, ირაკლი დგებუაძე რამდენჯერმე შევიდა ოთახში, სადაც მზია ამაღლობელი იმყოფებოდა და აგრძელებდა აგრესიულ მოპყრობას მის მიმართ. ერთ-ერთი ასეთი შესვლისას, მან მზია ამაღლობელს სახეში შეაფურთხა. ასევე, მისი ბრძანების შესაბამისად, მზია ამაღლობელს გარკვეული დროის განმავლობაში არ ეძლეოდა წყლის დალევის და საპირფარეშოთი სარგებლობის საშუალება.

 

აღნიშნული ფაქტების გათვალისწინებით, მოვუწოდებთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, მზია ამაღლობელის მიმართ განხორციელებული არასათანადო მოპყრობის თითოეულ ეპიზოდზე ჩაატაროს დროული და სათანადო გამოძიება და დაუყოვნებლივ შეუჩერდეს სამსახურეობრივი უფლებამოსილება ბათუმის პოლიციის უფროსს ირაკლი დგებუაძეს.” – ნათქვამია პეტიციაში, რომელსაც შესაძლებელია ნებისმიერი მოქალაქე შეუერთდეს.

 

ხელმომწერი ორგანიზაციები:

თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი

სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის ბათუმის ფილიალი

ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი

მხარდაჭერის და შესაძლებლობის განვითარების ცენტრი

აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის EECMD

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო

ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის

ა(ა)იპ ბათუმის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი

შშმ ქალთა ალიანსი

სოლიდარობის თემი

სოციალური სამართლიანობის ცენტრი

საორსა

გაზიარება35

დაკავშირებული -პოსტები

ქუთაისი-თბილისის მიმართულებით მგზავრობა გაძვირდა

by მეგა TV
ივნისი 12, 2026
0
“ნარკოტიკული თრობის ქვეშ მართავენ საქალაქთაშორისო ტრანსპორტს და გადაჰყავთ მოქალაქეები”
მთავარი

თბილისიდან რამდენიმე მიმართულებით მიკროავტობუსებით მგზავრობა გაძვირდა. მგზავრობის საფასური დასავლეთის მიმართულებით 5 ლარით არის გაზრდილი. ინფორმაციას BPN.GE ავრცელებს. მაგალითისთვის, მგზავრობის ღირებულება მაისის ბოლოდან გაიზარდა ქუთაისის, ოზურგეთის, ზუგდიდისა და მარტვილის მიმართულებებით. როგორც...

დაწვრილებითDetails

ქუთაისში რეკრეაციული სივრცეების მოწყობა მიმდინარეობს

by მეგა TV
ივნისი 12, 2026
0
ქუთაისში რეკრეაციული სივრცეების მოწყობა მიმდინარეობს
მთავარი

ქუთაისში მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკის რეაბილიტაცია და აბაშიძის ქუჩაზე ახალი ბულვარის მოწყობა მიმდინარეობს. ამასთან, პროექტირების ეტაპზეა ყოფილი პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, 70 ჰექტარზე, თანამედროვე მრავალფუნქციური პარკის მოწყობა. ადგილზე სამუშაოებს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური...

დაწვრილებითDetails

ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების 39 ფაქტი გამოვლინდა

by მეგა TV
ივნისი 12, 2026
0
ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების 39 ფაქტი გამოვლინდა
მთავარი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2026 წლის 1 იანვრიდან 31 მაისის ჩათვლით, ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების 39 ფაქტი გამოავლინეს. მათგან 9 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს...

დაწვრილებითDetails

მაგისტრალებსა და გზებზე სპეციალური სასწორები დამონტაჟდება

by მეგა TV
ივნისი 12, 2026
0
სად და რამდენი ხნით იზღუდება ხვალ გადაადგილება
მთავარი

ინფრასტრუქტურის მინისტრის რევაზ სოხაძის განცხადებით, ქვეყნის მაგისტრალებსა და გზებზე სპეციალური სასწორების დამონტაჟება იგეგმება. როგორც რევაზ სოხაძემ განმარტა, სპეციალური სასწორებით მძიმე სატვირთო მანქანების წონა დაფიქსირდება. „ვმუშაობთ, რომ ჩვენს მაგისტრალებზე დავამონტაჟოთ სპეციალური...

დაწვრილებითDetails

ვრცელდება სამწუხარო ინფორმაცია

by მეგა TV
ივნისი 12, 2026
0
ვრცელდება სამწუხარო ინფორმაცია
მთავარი

სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაცია ვრცელდება. კომპანია „ბელმორი“ თანაშრომელს, ოთარ ავალიანს ემშვიდობება. „ამბობენ, კომპანიას შენობები კი არა ადამიანები ქმნიან… დღეს ბელმორი და ფლექსვუდი ამ სიტყვების სიმძაფრეს ყველაზე მეტად გრძნობს. ვემშვიდობებით ჩვენი...

დაწვრილებითDetails

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 7 პირი დააკავეს

by მეგა TV
ივნისი 12, 2026
0
” ბლაგვი საგნის გამოყენებით სხვადასხვა სახის დაზიანება მიაყენა”- ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
მთავარი

 წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით 7 პირი სხვადასხვა დროს ბათუმში დააკავეს. დაკავებულებს შორის არიან, როგორც საქართველოს, ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეები....

დაწვრილებითDetails

12 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
ივნისი 12, 2026
0
როგორ მივიზიდოთ ბედნიერება და იღბალი, ისე რომ სულ თან გვახლდეს
მთავარი

ვერძი შესაძლოა, მიმდინარე მოვლენებმა მთლიანად მიიპყროს თქვენი ყურადღება და გაგაღიზიანოთ, რითაც საფრთხის ქვეშ დააყენებთ აღებული საქმის, თუ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას. იყავით წინდახედული და უფრო მეტად მოქნილი. კურო ნუ დაელოდებით ყველაფრის...

დაწვრილებითDetails

12 ივნისის ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
ივნისი 12, 2026
0
12 აგვისტოს ჩათვლით, საქართველოში მოსალოდნელი ცვალებადი ამინდი – სააგენტოს პროგნოზი
ამინდი

12 ივნისს ქუთაისში წვიმიანი დღე იქნება, დღისით +26 და ღამით +16 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმიანი დღე იქნება ოზურგეთში. დღისით +27 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +16 გრადუსი იქნება. ბათუმშიც წვიმაა მოსალოდნელი, დღისით...

დაწვრილებითDetails

მარნეულში 13 წლის ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს

by მეგა TV
ივნისი 12, 2026
0
“მეზობლებს ხშირად ესმოდათ კივილისა და ბავშვის ტირილის ხმა…” – დააკავეს ქალი, რომელმაც 6 წლის შვილს თავი მოკვეთა (უცხოეთი)
მთავარი

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ გუშჩუში 13 წლის ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს - ინფორმაციას ადგილობრივი მედიასაშუალებები ავრცელებენ და წერენ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს....

დაწვრილებითDetails

ევროკავშირის წარმომადგენლობა ევროკავშირისა და საქართველოს შორის სავიზო საკითხთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

by მეგა TV
ივნისი 11, 2026
0
ამ მორიგ გადაგდებას არ აიტანენ – პოლიტიკოსები ელჩების განცხადებაზე
მთავარი

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ევროკავშირისა და საქართველოს შორის სავიზო საკითხთან დაკავშირებით „სიღრმისეულ დიალოგზე“ ინფორმაციას ავრცელებს. კერძოდ, როგორც ევროკავშირის წარმომადგენლობა განმარტავს, დღეს ევროკავშირი და საქართველო ვიზების საკითხთან დაკავშირებით სიღრმისეული დიალოგის გასამართად ხვდებიან, რაც საქართველოს...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"