იტალიელი ჟურნალისტი ხვიჩა კვარაცხელიაზე ემოციურ პოსტს აქვეყნებს :
“ძვირფასო ხვიჩა, 45 წლის კაცი ვარ, ჟურნალისტი, ამიტომ მიჩვეული ვარ ისტორიების მოყოლას ემოციებზე, ტკივილზე, დიდ წარმატებასა თუ ტანჯვაზე, მიჩვეული ვარ ფეხბურთელებზე და ფეხბურთზე საუბარს, გოლეადორებზე, ნამდვილ მონსტრებზე ლაპარაკს, მაგრამ ამ ვიდეოს ყურების დროს ვტიროდი და ჩემს ასაკში ტირილი, როცა ცხოვრებაში არაფერი გაკვირვებს, იშვიათია. მე არ ვარ ნეაპოლელი, არც “ნაპოლის” გულშემატკივარი, მაგრამ გავიზარდე 90-იან წლებში, როცა დიეგო არმანდო მარადონამ ფეხბურთის გულშემატკივრების გული გაანათა, შენ მისი პერანგი გეცვა, იმ მიუწვდომელი სილამაზის ღირსი იყავი. შენ ხარ ყველაზე ბრწყინვალე ფეხბურთელი, რომელიც ოდესმე მინახავს მოედანზე დიეგოს შემდეგ. არავინ დამიკავშირებია ფეხბურთთან ისე, როგორც შენ, შენ ეს გააკეთე იმ დროში, როცა შენხელა ბიჭებში ფეხბურთის ნიჭს თრგუნავს სტატისტიკა, ხელოვნური ინტელექტი და ა.შ. შენ ხარ იდეალური ისტორია ნეაპოლისთვის, იმ ღირებულებებისთვის, რომელიც ამ ქალაქს აქვს. ვინც გულწრფელია, მან იცის, რომ არ წასულხარ შენი ნებით. ჯეიმს ჯოისმა თქვა: “სიყვარულს უყვარს სიყვარულის სიყვარული”. და კი, ის სიყვარული, რომელიც შენ გამოიმუშავე ბურთთან პირველი შეხებით, “ნაპოლის” მაისურით” ყოველთვის შეძლებს რომ შენამდე მოვიდეს, ყოველთვის შეძლებს, რომ სიყვარულით გიპასუხოს. ახლა კი, იფრინე, ბიჭო, წადი და მოიგე ოქროს ბურთი. ყოველთვის შენ გვერდით ვარ, ჩემპიონო და მადლობა” – წერს იტალიელი ჟურნალისტი.










