LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
სახალხო დამცველმა მზია ამაღლობელის საქმეზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიმართა

სახალხო დამცველმა მზია ამაღლობელის საქმეზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიმართა

დაპოსტა 2025/01/16-ში
A A
64
ნახვა
გაზიარება

სახალხო დამცველი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც ომბუდსმენის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, სახალხო დამცველმა მზია ამაღლობელის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საკითხზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით (Amicus Curiae) ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიმართა.

ლევან იოსელიანი იმედოვნებს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლო იმსჯელებს მზია ამაღლობელის მიმართ პროპორციული აღკვეთის ღონისძიების გამოყენებაზე, რომელიც იქნება კონკრეტული საფრთხეებით დასაბუთებული, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

“საქართველოს სახალხო დამცველმა 16 იანვარს მზია ამაღლობელის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საკითხზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით (Amicus Curiae) მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს. დოკუმენტში საუბარია აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული პატიმრობის დასაბუთების ხარვეზებზე და უფლებრივი სტანდარტების ანალიზის ფონზე, განხილულია, რომ დაუშვებელია მხოლოდ აბსტრაქტულ და პოტენციურ საფრთხეებზე დაყრდნობით პირისთვის თავისუფლების ამგვარი ინტენსიური შეზღუდვა.

სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობისა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სტანდარტების შესაბამისად, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებისათვის საჭიროა, სახეზე იყოს რელევანტური და საკმარისი მტკიცებულებები, რომლებიც ბრალდებულისათვის თავისუფლების ამ ხარისხით შეზღუდვას გაამართლებს.

აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შესახებ შუამდგომლობაში პროკურატურა როგორც მიმალვის, ასევე, მტკიცებულებების განადგურების/მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხეებზე მიუთითებდა.

ამგვარი რისკები პოტენციურად, შესაძლოა, ყველა სამართალწარმოების ფარგლებში არსებობდეს, სადაც სისხლისსამართლებრივი დევნა მიმდინარეობს. თუმცა საფრთხე, რომელიც გაამართლებს ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების შეფარდებას და თავისუფლების შეზღუდვას, უნდა იყოს კონკრეტული. წინააღმდეგ შემთხვევაში, აბსტრაქტული საფრთხის პირობებში, პატიმრობის გამოყენება, ფაქტობრივად, ყველა შემთხვევაში შესაძლებელი იქნება.

პროკურატურა, თავის შუამდგომლობაში აგრეთვე, მიუთითებდა ხელახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეზე, მთავარ არგუმენტად მოყვანილი ჰქონდა ის ფაქტი, რომ ბრალდებული რამდენიმე საათის გათავისუფლებული იყო ადმინისტრაციული დაკავებიდან, სასამართლომ კი ეს არგუმენტი გაიზიარა.

აღსანიშნავია, რომ ფაქტი, რის საფუძველზეც მზია ამაღლობელი ადმინისტრაციული წესით იყო დაკავებული, არ არის სასამართლოს მიერ შეფასებული. სასამართლოს არ განუხილავს მზია ამაღლობელის დაკავების კანონიერება ან მის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენა. ამ პირობებში, სახალხო დამცველმა მიიჩნია, რომ ხსენებული გარემოება არ წარმოადგენს იმგვარ არგუმენტს, რომელიც პატიმრობის გამოყენების წინააღმდეგ არსებულ ყველა სხვა არგუმენტს დაძლევდა.

ამასთან, აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შესახებ შუამდგომლობის წარდგენისას პროკურორი ვალდებულია დაასაბუთოს მის მიერ მოთხოვნილი აღკვეთის ღონისძიების მიზანშეწონილობა და სხვა, ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენების მიზანშეუწონლობა.

სახალხო დამცველის აპარატი გაეცნო წარმოდგენილ ბრალდების შესახებ დადგენილებას, პროკურორის შუამდგომლობას, სასამართლოს განჩინებას, დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარს და დაასკვნა, რომ პროკურორს სათანადოდ არ დაუსაბუთებია, თუ რატომ არ იყო სხვა, უფრო ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენება მიზანშეწონილი, მით უფრო, რომ სააპელაციო საჩივრის მიხედვით, დაცვის მხარე მზადყოფნას გამოთქვამდა, როგორც გირაოს საკმაოდ დიდი ოდენობით გადახდაზე, აგრეთვე, დამატებითი ვალდებულებების დაკისრებაზე.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს განჩინებით ცხადი გახდა, რომ სასამართლომ სათანადოდ არ უპასუხა დაცვის მხარის მიერ წარდგენილ შეთავაზებას და ჯეროვანი დასაბუთების მიღმა დატოვა ნაკლებ მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საკითხი.

სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლო მხედველობაში მიიღებს სასამართლოს მეგობრის მოსაზრებაში მოხმობილ სამართლებრივ არგუმენტებს და იმსჯელებს მზია ამაღლობელის მიმართ პროპორციული აღკვეთის ღონისძიების გამოყენებაზე, რომელიც იქნება კონკრეტული საფრთხეებით დასაბუთებული, ასეთის არსებობის შემთხვევაში.” – ნათქვამია განცხადებაში.

 

 

გაზიარება26

დაკავშირებული -პოსტები

საქართველოს საზღვართან ახლოს მიწისძვრა მოხდა

by მეგა TV
აპრილი 29, 2026
0
საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა
მთავარი

საქართველოს საზღვრიდან 27 კმ-ში, თურქეთში მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. მათივე ცნობით, მიწისძვრის სიმძლავრემ 4.1 მაგნიტუდა შეადგინა. დამატებითი ინფორმაცია არ ვრცელდება.

დაწვრილებითDetails

29 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
აპრილი 29, 2026
0
როგორ მივიზიდოთ ბედნიერება და იღბალი, ისე რომ სულ თან გვახლდეს
მთავარი

ვერძი   მშვიდად ადევნეთ თვალი მიმდინარე მოვლენებს და შეეცადეთ, შეუმჩნეველი დარჩეთ. ნუ იაქტიურებთ, ნუ დახარჯავთ ენერგიას წვრილმანებზე, პირიქით, მოიკრიბეთ ძალები და მოემზადეთ სიახლეებისთვის.     კურო   იყავით ფრთხილად, ნუ...

დაწვრილებითDetails

,,105 წლის შემდეგ პირველად საქართველოს ეკლესიაში მრავალკანდიდატიანი საპატრიარქო არჩევნები გაიმართა-ლაშა დეისაძე

by მეგა TV
აპრილი 28, 2026
0
კეთილი ინებოს საქართველოს საპატრიარქომ-რას ითხოვენ საპატრიარქოსგან
ახალი ამბები

,,105 წლის შემდეგ პირველად საქართველოს ეკლესიაში მრავალკანდიდატიანი საპატრიარქო არჩევნები გაიმართა. უკანასკნელად ამგვარი საპატრიარქო არჩევნები შედგა 1921 წელს, როდესაც საპატრიარქო კანდიდატები იყვნენ: ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ამბროსი (ხელაია) და ქუთათელი მიტროპოლიტი ნაზარი (ლეჟავა)....

დაწვრილებითDetails

„ენერგო-პრო ჯორჯია“ აბონენტებს აფრთხილებს

by მეგა TV
აპრილი 28, 2026
0
„ენერგო-პრო ჯორჯია“ აბონენტებს აფრთხილებს
მთავარი

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. კომპანიის ცნობით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 29 აპრილს 09:40-იდან 19:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: წითელსოფელი, ბულაჩაური, ქუბრიაანთკარი, ნავაზი...

დაწვრილებითDetails

ვალუტის განახლებული კურსი 29 აპრილისთვის

by მეგა TV
აპრილი 28, 2026
0
რა ეღირება დოლარი და ევრო 9 აგვისტოს?
ეკონომიკა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6925 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6930 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0005...

დაწვრილებითDetails

4 მაისს არის ჩაწერილი ექიმთან-ანდრიას და საზოგადოებას თანადგომას თხოვს

by მეგა TV
აპრილი 28, 2026
0
4 მაისს არის ჩაწერილი ექიმთან-ანდრიას და საზოგადოებას თანადგომას თხოვს
მთავარი

,,როგორ მივიტანო თქვენ გულებამდე უკვე აღარ ვიცი რომ ჩემ ძმას ჭირდება თქვენი დახმარება 1 ლარიც კიმნიშვნელოვანია 4 მაისს არის ჩაწერილი ექიმთან  ანდრიას დაეწყო ქცევითი აშლილობა იზიანებს თავს  მჭირდება თქვენი გვერდით დგომა მესამე ფსიქიატრს...

დაწვრილებითDetails

ელექტროიარაღით თევზჭერის ფაქტი გამოვლინდა

by მეგა TV
აპრილი 28, 2026
0
იმერეთსა და შიდა ქართლში უკანონო თევზჭერის ფაქტები გამოვლინდა გამოავლინეს
მთავარი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა მდინარე ხრამზე უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს. მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ქირაჩ-მუღანლოში მოქალაქეებმა ელექტროიარაღის გამოყენებით, უკანონოდ მოიპოვეს ხრამულის...

დაწვრილებითDetails

დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები საზმაუსთან მივლენ და ეთერის დათმობას მოითხოვენ

by მეგა TV
აპრილი 28, 2026
0
დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან  საპროტესტო აქციას მართავენ
მედიცინა

ოთხშაბათს 29 აპრილს, 17:00 ზე დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები საზოგადოებრივ მაუწყებელთან მივლენ და ეთერის დათმობას მოითხოვენ. როგორც მოგეხსენებათ დიუშენის კუნთოვანი დისტროფია ფატალური დაავადებაა რომელიც ადრეულ ასაკში იწვევს კუნთების განლევას და...

დაწვრილებითDetails

პატრიარქობის კანდიდატები მეუფე შიო, მეუფე იობი და მეუფე გრიგოლი იქნებიან

by მეგა TV
აპრილი 28, 2026
0
საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
მთავარი

წმინდა სინოდმა სამი საპატრიარქო კანდიდატი გამოარჩია. სინოდის გადაწყვეტილებით, პატრიარქობის კანდიდატები იქნებიან:საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), ურბნისისა და რუისის ეპარქიის მიტროპოლიტი იობი და ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი...

დაწვრილებითDetails

ზურაბ პატარაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარე გახდა

by მეგა TV
აპრილი 28, 2026
0
ზურაბ პატარაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარე გახდა
მთავარი

აჭარის მთავრობა დამტკიცებულია. აჭარის უმაღლესმა საბჭომ, მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე ზურაბ პატარაძე და მინისტრთა კაბინეტის წევრები კენჭისყრის შედეგად დაამტკიცა. აჭარის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე იქნება, აჭარის განათლებისა და სპორტის...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"