საქართველოს ასობით კომპანია მუშაობას 3 საათით აჩერებს. 15:00 -დან 18:00 საათამდე იხურება სხვადასხვა მაღაზიები, კვების ობიექტები, ოფისები და საწარმოები.
დილიდან თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქების სხვადასხვა შენობებზე საპროტესტო ბანერები გამოჩნდა.
მთავარი მოთხოვნები რეჟიმის პატიმრების გათავისუფლება და ახალი არჩევნების დანიშვნაა.










