LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
„ევროპის სახალხო პარტიამ” “გადაუდებელი რეზოლუცია: პოლიტიკური კრიზისი საქართველოში” მიიღო

„ევროპის სახალხო პარტიამ” “გადაუდებელი რეზოლუცია: პოლიტიკური კრიზისი საქართველოში” მიიღო

დაპოსტა 2025/01/14-ში
A A
51
ნახვა
გაზიარება

ევროკავშირსა და წევრ სახელმწიფოებს მოვუწოდებთ, დაუყოვნებლივ დაუწესონ სანქციები ბიძინა ივანიშვილს, ირაკლი კობახიძეს, კახა კალაძეს, ირაკლი ღარიბაშვილსა და შალვა პაპუაშვილს. ამის შესახებ “ევროპის სახალხო პარტიის” მიერ მიღებულ რეზოლუციაშია ნათქვამი სათაურით “გადაუდებელი რეზოლუცია: პოლიტიკური კრიზისი საქართველოში”.

რეზოლუცია “ევროპის სახალხო პარტიის” ყველა წევრს მოუწოდებს, თავი შეიკავონ “ქართული ოცნების” „თვითგამოცხადებული რეჟიმის საქართველოს ლეგიტიმურ მთავრობად აღიარებისგან“, ასევე გააუქმონ საერთაშორისო ფორმატში ყველა ოფიციალური ვიზიტისთვის მოწვევა და “ქართული ოცნების” ოფიციალური პირების მონაწილეობა.

 

რეზოლუცია ასევე მოუწოდებს არ იქნას აღიარებული “ქართული ოცნების” უფლებამოსილება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში (PACE), რათა ლეგიტიმაცია არ მიეცეთ.

“სალომე ზურაბიშვილი აღიარებულ იქნას საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად და საერთაშორისო ურთიერთობებში საქართველოს ერთადერთ ლეგიტიმურ წარმომადგენლად.

გამოვდივართ მოწოდებით, ჩატარდეს ახალი არჩევნები გაუმჯობესებულ საარჩევნო გარემოში, რომელსაც გამართავს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი საარჩევნო ადმინისტრაცია, გულმოდგინე საერთაშორისო დაკვირვებით, რათა უზრუნველყოფილი იქნას ნამდვილად სამართლიანი და გამჭვირვალე პროცესი.

[მოვუწოდებთ] გაგრძელდეს მიზნობრივი სანქციების დაწესება “ქართული ოცნების” წარმომადგენლებზე, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან დემოკრატიულ უკუსვლაზე, საარჩევნო თაღლითობაზე, სახელმწიფოს მიერ მართულ ტერორზე, ადამიანის უფლებების მასობრივ დარღვევებსა და პოლიტიკური ოპონენტებისა და აქტივისტების დევნაზე; კერძოდ [მოგიწოდებთ] დაარწმუნოთ ევროკავშირი და წევრი სახელმწიფოები დაუწესონ დაუყოვნებლივი და მიზნობრივი სანქციები ბიძინა ივანიშვილს, ირაკლი კობახიძეს, კახა კალაძეს, ირაკლი ღარიბაშვილსა და შალვა პაპუაშვილს.

[მოგიწოდებთ] გამოიყენოთ ადამიანის უფლებების ყველა საერთაშორისო მექანიზმი, მათ შორის ეუთოში, ევროპის საბჭოსა და გაეროში, რათა გამოძიებულ იქნას არჩევნებში თაღლითობა და მოქალაქეების წინააღმდეგ ძალადობა.

[მოგიწოდებთ] შეაჩეროთ ყველანაირი ფინანსური მხარდაჭერა და სტრატეგიული პარტნიორობები “ქართული ოცნების” რეჟიმთან, რათა თავიდან ავირიდოთ მისი ანტი-დემოკრატიული ქმედებებისთვის ხელშეწყობა და გავაძლიეროთ თანამშრომლობა საქართველოს კრიტიკულ მედიასთან, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან, რათა გავაძლიეროთ ავტორიტარიზმის წინააღმდეგ მედეგობა და ხელახლა გადავაფასოთ საქართველოს ოფიციალურ პირებთან ევროკავშირის ურთიერთობების ყველა ინსტრუმენტი.

[მოგიწოდებთ] მნიშვნელოვნად შეამციროთ ევროკავშირის დონეზე ფორმალური კონტაქტები საქართველოს ე.წ. მთავრობასთან და პარლამენტთან, მათ შორის საქართველოში ვიზიტები, რომლებიც არ ემსახურება ახალი არჩევნების ჩატარებისა და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების მიზანს.

[მოგიწოდებთ] ადვოკატირება გაუწიოთ ყველა პოლიტიკური პატიმრის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას, რომლებსაც ბრალი ედებათ ადმინისტრაციული ან სისხლის სამართლის “დანაშაულებში” და რომლებიც შესაძლო მრავალწლიანი განაჩენების წინაშე დგანან, ისევე როგორც [ადვოკატირება გაუწიოთ] საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, დაუყოვნებლივ გათავისუფლებას”,-ნათქვამია რეზოლუციაში.

გაზიარება20

დაკავშირებული -პოსტები

ოზურგეთის მერის შემდეგ, თანამდებობები მისმა 2-მა მოადგილემ, ადმინისტრაციის უფროსმა, პროტოკოლმა და ბაღების გაერთიანების უფროსმაც დატოვეს

by მეგა TV
აგვისტო 15, 2026
0
ოზურგეთის მერის შემდეგ, თანამდებობები მისმა 2-მა მოადგილემ, ადმინისტრაციის უფროსმა, პროტოკოლმა და ბაღების გაერთიანების უფროსმაც დატოვეს
მთავარი

ოზურგეთის მერის შემდეგ, თანამდებობები მისმა 2-მა მოადგილემ, ადმინისტრაციის უფროსმა, პროტოკოლმა და ბაღების გაერთიანების უფროსმაც დატოვეს. პაატა კუნჭულიამ თანამდებობა გუშინ დატოვა, ამის შესახებ ოზურგეთის ყოფილმა მერმა Facebook სტატუსით განაცხადა - „ძალიან...

დაწვრილებითDetails

უკანონოდ მოიპოვა პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ფოტოსურათები და გაუგზავნა რამდენიმე პირს – დაკავებულია 1 პირი

by მეგა TV
აგვისტო 15, 2026
0
ვიდეოზარით საუბრისას უკანონოდ მოიპოვა ფოტოსურათი, რასაც  დაზარალებულზე ფსიქოლოგიური ზეწოლის მოსახდენად იყენებდა – დაკავებულია 1 პირი
მთავარი

საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებმა პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროლურატურა ავრცელებს.უწყების ცნობით, ბრალდებული დაზარალებულის უკანონოდ მოპოვებულ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველ ფოტოსურათებს მობილურ ტელეფონში ინახავდა...

დაწვრილებითDetails

ამოღებულია იარაღი და საბრძოლო მასალა

by მეგა TV
აგვისტო 15, 2026
0
უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს – დაკავებულია 37 პირი
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 3 პირი დააკავეს. სამართალდამცველებმა დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი...

დაწვრილებითDetails

დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით 2 პირი დააკავეს

by მეგა TV
აგვისტო 15, 2026
0
” ბლაგვი საგნის გამოყენებით სხვადასხვა სახის დაზიანება მიაყენა”- ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოსა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით,...

დაწვრილებითDetails

სუს-მა თაღლითობის ბრალდებით საქართველოს 5 და თურქეთის 1 მოქალაქე დააკავა

by მეგა TV
აგვისტო 15, 2026
0
სუს-მა საბოტაჟის და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
მთავარი

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, სისხლის სამართლის ორ სხვადასხვა საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, დიდი ოდენობით თაღლითობისა და თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, მოსამართლის განჩინებების საფუძველზე, საქართველოს ხუთი...

დაწვრილებითDetails

არასრულწლოვანებმა სააფთიაქო და მაღაზიათა ქსელებიდან პროდუქცია გაიტაცეს – დაკავებულია 5 პირი

by მეგა TV
აგვისტო 15, 2026
0
არასრულწლოვანებმა სააფთიაქო და მაღაზიათა ქსელებიდან პროდუქცია გაიტაცეს – დაკავებულია 5 პირი
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს, ჯგუფურად ჩადენილი ქურდობისა და ძარცვის ბრალდებით, 5 არასრულწლოვანი დააკავეს, მათ შორის 2 წარსულში ნასამართლევია და ამჟამად პირობითი...

დაწვრილებითDetails

15 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
აგვისტო 15, 2026
0
როგორ უნდა მომართოთ მარტის თვის დადებითი ენერგიები თქვენს სასიკეთოდ
მთავარი

ვერძი   აქტიური დღეა. შესაძლოა, მოულოდნელად საინტერესო შესაძლებლობა გამოჩნდეს. პირად ურთიერთობებში გულწრფელობა ბევრ გაუგებრობას აგარიდებს.   კურო   ფინანსურ საკითხებში სიფრთხილე გამოიჩინეთ. დღეს ჯობს გადაწყვეტილებები ემოციების ნაცვლად კარგად გააზრებულ გეგმას...

დაწვრილებითDetails

15 აგვისტოს ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
აგვისტო 15, 2026
0
სამი დღის განმავლობაში ტემპერატურა 16 გრადუსამდე მოიმატებს
მთავარი

დასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით ზოგიერთ, დღის მეორე ნახევრიდან უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ღამით აღმოსავლეთის, დღის მეორე ნახევრიდან დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +17, +22°, დღისით...

დაწვრილებითDetails

გვიან ღამიდან დილამდე წვიმა და ქარია მოსალოდნელი – სინოპტიკოსები მოსახლეობას აფრთხილებენ

by მეგა TV
აგვისტო 15, 2026
0
მოსალოდნელია სეტყვა და ხანმოკლე წვიმა – ამინდი საქართველოში
მთავარი

14 აგვისტოს გვიან საღამოდან 15 აგვისტოს დილამდე კახეთის და ქვემო ქართლის რეგიონებში, მათ შორის დედაქალაქში და შემოგარენ ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით ძლიერი ინტენსივობის ნალექი. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს....

დაწვრილებითDetails

დატბორილია ქუჩები, ჩამოიშალა მიწა – რა ხდება თბილისში

by მეგა TV
აგვისტო 15, 2026
0
დატბორილია ქუჩები, ჩამოიშალა მიწა – რა ხდება თბილისში
მთავარი

თბილისში უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა.   გართულებულია საავტომობილო მოძრაობა გმირთა მოედანზე, სადაც ძლიერი წვიმის ფონზე გზაზე წყალი მოედინება.   ასევე, საავტომობილო საცობია მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე.   სოციალურ ქსელებში ვრცელდება კადრები...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"