LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
არჩევნების შემდეგ, ადმინისტრაციული წესით 480-ზე მეტი, სისხლის სამართლით – 43 პირი დააკავეს – არასამთავრობოების ანგარიში

არჩევნების შემდეგ, ადმინისტრაციული წესით 480-ზე მეტი, სისხლის სამართლით – 43 პირი დააკავეს – არასამთავრობოების ანგარიში

დაპოსტა 2025/01/13-ში
A A
20
ნახვა
გაზიარება

სულ არჩევნების შემდგომ დღემდე სახელმწიფომ ადმინისტრაციული წესით 480-ზე მეტი, ხოლო სისხლის სამართლის წესით – 43  პირი დააკავა – აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციები.

მათივე ინფორმაციით, 12 იანვარს პოლიციის მხრიდან უკანონო დაკავებები ხდებოდა როგორც თბილისში, ასევე ბათუმში. სულ დღის მანძილზე დააკავეს 16 ადამიანი – 7 ბათუმში და 9 თბილისში. მათგან გამოუშვეს მხოლოდ ელენე ხოშტარია და გიორგი კირთაძე, რადგან მათ დეპუტატის სტატუსი აქვთ, დანარჩენები გადაყვანილები არიან დროებით მოთავსების იზოლატორებში.

11 იანვარს ბათუმში ადმინისტრაციული წესით 10-ზე მეტი პირი, ხოლო სისხლის სამართლის წესით 1 პირი დააკავეს, ხოლო თბილისში კი ადმინისტრაციული წესით დააკავეს 1 პირი.

10 და 11 იანვრის პროცესები თბილისში

10 და 11 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლოში ჯამში 19 ბრალდებულის წინასწარი პატიმრობის გადასინჯვის პროცესი ჩატარდა და მოსამართლეებმა ყველა მათგანი პატიმრობაში დატოვეს.

10 იანვარს მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძემ განიხილა:  ანდრო ჭიჭინაძის, ჯანო არჩანიას, გურამ მირცხულავას, ონისე ცხადაძის, რუსლან სივაკოვის, ლუკა ჯაბუას, სერგეი კუფაჩუკის, გიორგი ტერაშვილის, ირაკლი ქერაშვილის, რევაზ კიკნაძის, ვალერი თეთრაშვილის საქმეები.

11 იანვარს მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ განიხილა: ვეფხია კასრაძის, ზვიად ცეცხლაძის, ვასილ კაძელაშვილის, გიორგი გორგაძის, ირაკლი მიმინოშვილის, ინსაფ ალიევის, თორნიკე გოშაძის, ნიკოლოზ ჯავახიშვილის საქმეები.

ორივე სხდომაზე პროკურორები გიორგი მუკბანიანი და ვაჟა თოდუა იყვნენ. 

პროცესები მნიშვნელოვანი პროცესუალური დარღვევებით და სამართლიანი სასამართლოს პრინციპების დარღვევით ჩატარდა:

●    პროკურატურის დაუსაბუთებელი პოზიციები: პროკურორებს პროცესებზე არ წარმოუდგენიათ მტკიცებულებები, რომლებიც ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას დაასაბუთებდა. პროკურატურის პოზიციები შაბლონური იყო.
●    მიკერძოებული მოსამართლეები: ორივე სხდომაზე დაცვის მხარის მხრიდან დადგა შუამდგომლობა მოსამართლეების აცილების თაობაზე. დაცვის მხარის ადვოკატები ორივე შემთხვევაში მიუთითებდნენ მოსამართლის მიკერძოებულობაზე.
●    საჯაროობის პრინციპის შეზღუდვა: მიუხედავად იმისა, რომ წინასწარ განჭვრეტადი იყო ამ პროცესების მიმართ საზოგადოების მაღალი ინტერესი, ასევე ის, რომ ერთ საქმედ 11 ბრალდებულის, ხოლო მეორე საქმეზე 8 ბრალდებულის საქმეები იყო გაერთიანებული, მოსამართლეებმა ორივე სხდომა პატარა დარბაზში ჩანიშნეს. მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძემ, ადვოკატების შუამდგომლობის შემდეგ დარბაზი შეცვალა. ირაკლი ხუსკივაძემ უარი თქვა დარბაზის ცვლილებაზე, რის შედეგადაც სხდომაზე, ვერ შემოვიდნენ ზოგი ბრალდებულის ოჯახის წევრიცა კი.
●    დაცვის უფლების შეზღუდვა: მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძის მიერ ჩატარებულ პროცესზე სხვა პროცესუალურ დარღვევებს დაემატა ასევე დაცვის უფლების შეზღუდვა. დარბაზის ცვლილებაზე მოსამართლის უარმა, გამოიწვია ის, რომ სიმჭიდროვის გამო ადვოკატებსა და ბრალდებულებს შორის სათანადო კომუნიკაცია ვერ ხერხდებოდა. ერთ-ერთი ბრალდებული – 19 წლის ირაკლი მიმინოშვილი უჟანგბადობის გამო ცუდად გახდა და პროცესზე სასწრაფოს გამოძახება გახდა საჭირო. მიუხედავად იმისა, რომ ადვოკატი სასწრაფოს გამოსაძახებლად იყო გასული, მოსამართლემ პროცესი არ შეაჩერა და მისი დასწრების გარეშე განაგრძო სხდომა. პროცესზე შესვენება მხოლოდ ადვოკატების დაჟინებული თხოვნით გამოცხადდა. საბოლოოდ, ადვოკატებმაც და ბრალდებულებმაც სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს, რადგან ბრალდებულების სათანადო დაცვა უჟანგბადობის გამო შეუძლებელი გახდა. ხუთ ბრალდებულს კანონით გათვალისწინებული სავალდებულო დაცვის ადვოკატები დაუნიშნეს. სავალდებულო დაცვის ადვოკატის შუამდგომლობის მიუხედავად, მას არ მიეცა შესაძლებლობა შეხვედროდა მისი დაცვის ქვეშ მყოფ პირებს და მოესმინა მათი პოზიციები კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით.

ბათუმის ინციდენტი

2024 წლის 11 იანვარს ბათუმში პოლიციამ 10-ზე მეტი მშვიდობიანი დემონსტრანტი დააკავა. მათი ნაწილი ამ დრომდე დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფება. დაკავებულები ადვოკატებთან კომუნიკაციისას უთითებენ პოლიციელთა მხრიდან ძალის მიზანმიმართულ უკანონო გამოყენებაზე.

საჯაროდ გავრცელებული კადრებისა და დაკავებულთა უფლებადამცველების განცხადებების შესაბამისად, ნათელია, რომ საპოლიციო ძალების მხრიდან გრძელდება მათი უფლებების შელახვისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტები. კერძოდ, საპოლიციო ძალების მხრიდან მიმდინარე დაკავებებს არ გააჩნდა რაიმე კანონიერი საფუძველი. პოლიციელები მოქალაქეებს  აკავებდნენ  მხოლოდ სტიკერების გაკვრისა და კითხვის დასმის გამო. ადვოკატებს არ მიეცათ საშუალება დროულად მოენახულებინათ მათი დაცვის ქვეშ მყოფი პირები. დაკავებულთა ნაწილი დაექვემდებარა პოლიციელთა მხრიდან არასათანადო მოპყრობას, რაც გამოიხატა ფიზიკური და ფსიქოლოგიურ ძალადობასა და სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებაში.

მზია ამაღლობელის მიმართ განხორციელებული რეპრესიული ზომები

11 იანვარს ბათუმში, სხვებთან ერთად, ადმინისტრაციული წესით დაკავებულ იქნა „ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი, მზია ამაღლობელი, რომელიც რამდენიმე საათში ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. თუმცა, გათავისუფლებიდან მალევე იგი ხელახლა დააკავეს. ამ დროისთვის იგი იმყოფება დროებითი მოთავსების იზოლატორში და გამომძიებელთა თქმით, მას შესაძლოა 48 საათში წარუდგინონ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 3531 მუხლით გათვალისწინებული პოლიციელზე თავდასხმისთვის. აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე. ჟურნალისტი საუბრობს პოლიციელთა მხრიდან არასათანადო მოპყრობაზე.

დაკავება თბილისში

11 იანვარს თბილისში, რუსთაველის გამზირზე დააკავეს შშმ პირთა უფლებადამცველი გია ჯვარშეიშვილი. მას რამდენიმე პოლიციელი იმ დროს დაესხა თავს, როდესაც პარლამენტის მიმართულებით ფეხით მიდიოდა. პოლიციელებმა იგი მიწაზე დააგდეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ. თავის არეში მიღებული დაზიანებების გამო იგი სამედიცინო დაწესებულებაში მიიყვანეს. თუმცა, ამ დროისთვის იგი ჯერ კიდევ დაკავებულად მიიჩნევა. ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც გია ჯვარშეიშვილი პოლიციელთა მხრიდან ძალადობის მსხვერპლი გახდა. პირველად პოლიციელებმა იგი 2 დეკემბერს დააკავეს. ძალადობის შედეგად ჯვარშეიშვილმა ტვინის შერყევა და ჩამტვრეული ნეკნები მიიღო.

ინფორმაცია საერთაშორისო ორგანიზაციებს და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს

მზია ამაღლობელის დაკავების და მოსალოდნელი სისხლისსამართლებრივი დევნის შესახებ “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” დროულად მოახდინა ჩვენი უცხოელი პარტნიორების ინფორმირება. მოკლე შეტყობინებები დაეგზავნათ 20-მდე ორგანიზაციას და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს.

ჩვენ გავაგრძელებთ მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეების მიმართ განხორციელებული რეპრესიული ადმინისტრაციული და სისხლისსამართლებრივი ზომების მონიტორინგს და დროულად ჩააყენებს საზოგადოებას საქმის კურსში – ნათქვამია არასამთავრობოების ანგარიშში.

გაზიარება8

დაკავშირებული -პოსტები

,,105 წლის შემდეგ პირველად საქართველოს ეკლესიაში მრავალკანდიდატიანი საპატრიარქო არჩევნები გაიმართა-ლაშა დეისაძე

by მეგა TV
აპრილი 28, 2026
0
კეთილი ინებოს საქართველოს საპატრიარქომ-რას ითხოვენ საპატრიარქოსგან
ახალი ამბები

,,105 წლის შემდეგ პირველად საქართველოს ეკლესიაში მრავალკანდიდატიანი საპატრიარქო არჩევნები გაიმართა. უკანასკნელად ამგვარი საპატრიარქო არჩევნები შედგა 1921 წელს, როდესაც საპატრიარქო კანდიდატები იყვნენ: ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ამბროსი (ხელაია) და ქუთათელი მიტროპოლიტი ნაზარი (ლეჟავა)....

დაწვრილებითDetails

„ენერგო-პრო ჯორჯია“ აბონენტებს აფრთხილებს

by მეგა TV
აპრილი 28, 2026
0
„ენერგო-პრო ჯორჯია“ აბონენტებს აფრთხილებს
მთავარი

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. კომპანიის ცნობით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 29 აპრილს 09:40-იდან 19:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: წითელსოფელი, ბულაჩაური, ქუბრიაანთკარი, ნავაზი...

დაწვრილებითDetails

ვალუტის განახლებული კურსი 29 აპრილისთვის

by მეგა TV
აპრილი 28, 2026
0
რა ეღირება დოლარი და ევრო 9 აგვისტოს?
ეკონომიკა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6925 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6930 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0005...

დაწვრილებითDetails

4 მაისს არის ჩაწერილი ექიმთან-ანდრიას და საზოგადოებას თანადგომას თხოვს

by მეგა TV
აპრილი 28, 2026
0
4 მაისს არის ჩაწერილი ექიმთან-ანდრიას და საზოგადოებას თანადგომას თხოვს
მთავარი

,,როგორ მივიტანო თქვენ გულებამდე უკვე აღარ ვიცი რომ ჩემ ძმას ჭირდება თქვენი დახმარება 1 ლარიც კიმნიშვნელოვანია 4 მაისს არის ჩაწერილი ექიმთან  ანდრიას დაეწყო ქცევითი აშლილობა იზიანებს თავს  მჭირდება თქვენი გვერდით დგომა მესამე ფსიქიატრს...

დაწვრილებითDetails

ელექტროიარაღით თევზჭერის ფაქტი გამოვლინდა

by მეგა TV
აპრილი 28, 2026
0
იმერეთსა და შიდა ქართლში უკანონო თევზჭერის ფაქტები გამოვლინდა გამოავლინეს
მთავარი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა მდინარე ხრამზე უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს. მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ქირაჩ-მუღანლოში მოქალაქეებმა ელექტროიარაღის გამოყენებით, უკანონოდ მოიპოვეს ხრამულის...

დაწვრილებითDetails

დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები საზმაუსთან მივლენ და ეთერის დათმობას მოითხოვენ

by მეგა TV
აპრილი 28, 2026
0
დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან  საპროტესტო აქციას მართავენ
მედიცინა

ოთხშაბათს 29 აპრილს, 17:00 ზე დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები საზოგადოებრივ მაუწყებელთან მივლენ და ეთერის დათმობას მოითხოვენ. როგორც მოგეხსენებათ დიუშენის კუნთოვანი დისტროფია ფატალური დაავადებაა რომელიც ადრეულ ასაკში იწვევს კუნთების განლევას და...

დაწვრილებითDetails

პატრიარქობის კანდიდატები მეუფე შიო, მეუფე იობი და მეუფე გრიგოლი იქნებიან

by მეგა TV
აპრილი 28, 2026
0
საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
მთავარი

წმინდა სინოდმა სამი საპატრიარქო კანდიდატი გამოარჩია. სინოდის გადაწყვეტილებით, პატრიარქობის კანდიდატები იქნებიან:საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), ურბნისისა და რუისის ეპარქიის მიტროპოლიტი იობი და ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი...

დაწვრილებითDetails

ზურაბ პატარაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარე გახდა

by მეგა TV
აპრილი 28, 2026
0
ზურაბ პატარაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარე გახდა
მთავარი

აჭარის მთავრობა დამტკიცებულია. აჭარის უმაღლესმა საბჭომ, მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე ზურაბ პატარაძე და მინისტრთა კაბინეტის წევრები კენჭისყრის შედეგად დაამტკიცა. აჭარის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე იქნება, აჭარის განათლებისა და სპორტის...

დაწვრილებითDetails

“ზოგიერთი ელჩი პოლიტიკურ მატრაკვეცობას მიმართავს “- ლევან მახაშვილი

by მეგა TV
აპრილი 28, 2026
0
სამწუხაროდ, ევროპარლამენტის დებატებზე წარმოსახვით საქართველოს ვხედავთ, რეალური საქართველო კი სხვაა – ლევან მახაშვილი
მთავარი

ზოგიერთი ელჩი რაღაც პოლიტიკურ მატრაკვეცობას მიმართავს და მათ შორის, სამწუხაროდ, როგორც ჩანს, ევროკავშირის ელჩმაც გადაწყვიტა, ამ მოდას აჰყვეს - ბევრი გვინახავს, რომ თავიდან ძმობას ეფიცება ხოლმე საქართველოს მოსახლეობას და ასრულებენ ისე,...

დაწვრილებითDetails

იტალიაში ქართველი ემიგრანტი გარდაცვლილი იპოვეს

by მეგა TV
აპრილი 28, 2026
0
იტალიაში ქართველი ემიგრანტი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

იტალიაში 65 წლის სამტრედიელი ემიგრანტი, იზო არველაძე, საწოლში გარდაცვლილი იპოვეს. გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია. იზო არველაძე წლების განმავლობაში ჯერ თურქეთში, შემდეგ კი იტალიაში მუშაობდა, რათა ოჯახსა და დაობლებულ...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"