LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
გუშინ, დაახლოებით, ასეთი ვითარება გვქონდა – რომი რომ იწვის და ხალხი ქეიფობს – დავით სიხარულიძე მოსამართლეთა შეკრებაზე

გუშინ, დაახლოებით, ასეთი ვითარება გვქონდა – რომი რომ იწვის და ხალხი ქეიფობს – დავით სიხარულიძე მოსამართლეთა შეკრებაზე

დაპოსტა 2025/01/13-ში
A A
23
ნახვა
გაზიარება

გუშინ, დაახლოებით, ასეთი ვითარება გვქონდა – რომი რომ იწვის და ხალხი ქეიფობს. შსს-ში კი ასეთი ვითარება გვაქვს – მართლწესრიგს კი არ იცავს, იცავს კონკრეტული კლანის ინტერესებს, რასაც არანაირი კავშირი არ აქვს საქართველოს ეროვნულ ინტერესებთან და მართლწესრიგთან, – ასე აფასებს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით სიხარულიძე მოსამართლეთა კორპუსის კორპორაციულ საღამოს, რომელმაც გუშინ, რესტორან „ბაბილოში“, პროტესტის ფონზე ჩაიარა.

როგორც „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ დავით სიხარულიძემ აღნიშნა, მოვლენები, რაც გუშინ საზოგადოებამ იხილა, უმძიმესი სანახავი იყო.

„ჩვენ ხომ ვართ უმძიმესი კრიზის ფაზაში, უმძიმესი პოლიტიკური კრიზისია და კლანი, რომელსაც ხელისუფლება აქვს მიტაცებული, არ იმჩნევს. ჰგონია, რომ თუ არ შეიმჩნევს, კრიზისი თავისით გაქრება და მიტაცებული არჩევნები, მიტაცებული სახელმწიფო შერჩებათ და შეძლებენ განაგრძონ ამ ქვეყნის ძარცვა. დაახლოებით იგივეს აკეთებენ ეს მოსამართლეები. საერთოდ, მოსამართლეების ერთად ქეიფის ფორმა, არსად გამიგონია ავტორიტარული ქვეყნების გარდა. მოსამართლე ერთი გუნდი არ არის, ეს არის ბევრი დამოუკიდებელი ადამიანი, რომელიც კანონს ემორჩილება. ეს გუნდური პრინციპი, მაგალითად, თავისუფალ ქვეყნებში მათ არ აქვთ, პირიქით, ისეთი მიდგომაა, რომ ყველა მოსამართლე არის ინდივიდუალური, გადაწყვეტილებებში დამოუკიდებელი. ამიტომ, ძალიან მძიმე სანახავი იყო“, – განაცხადა დავით სიხარულიძემ.

სიხარულიძის თქმით, მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, როცა ათობით უდანაშაულო ადამიანი ციხეში ზის, მოსამართლეების მიმართ გამოხატული პროტესტი აბსოლუტურად გასაგები და მკაფიოა.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვფოკუსირდეთ იმაზე, რა შეიძლება ამ ვითარებაში გაკეთდეს იმისთვის, რომ ქვეყანა გადარჩეს და ამ დროს, ასეთი მოსამართლეების [შეკრებით), გუშინ, დაახლოებით, ასეთი ვითარება გვქონდა – რომი რომ იწვის და ხალხი ქეიფობს.

შსს-ში კი ისეთი ვითარება გვაქვს, მართლწესრიგს კი არ იცავს, იცავს კონკრეტული კლანის ინტერესებს, რასაც არანაირი კავშირი არ აქვს საქართველოს ეროვნულ ინტერესებთან და მართლწესრიგთან. ამიტომ, ძალიან რთულია ამას სამართალდამცავი სისტემა ვუწოდოთ. სამართალდამცავი სისტემა ისევე, როგორც სხვა ინსტიტუტები, მიტაცებულია. დღეს ჩვენ ვხედავთ ვითარებას, რომ სახელმწიფოს ყველა ინსტიტუტი მიტაცებული და დაკნინებულია, მათ შორის პოლიცია და რასაც ჩვენ ვხედავდით პროტესტების განმავლობაში, როდესაც ადამიანებს დევნიდნენ, სცემდნენ, დაპატიმრებულებს აწამებდნენ, ძარცვავდნენ, ჯიბიდან რაღაცებს აცლიდნენ, თქვენმა კოლეგებმა გამოძიებები ჩაატარეს და ეს ამოცლილი პირადი ნივთები სადღაც აღმოჩნდა, ეს პოლიციის საქციელია? ეს უკვე აღარ არის ინსტიტუცია, რომელიც მართლწესრიგის დაცვისკენა არის მოწოდებული. წარმოუდგენელი რაღაც არის, ეს არის ავაზაკური სახელმწიფოს სისტემის მსახური კომპონენტი. მე ვერ წარმომიდგენია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ დიდი ხნის განმავლობაში შეინარჩუნოს ძალაუფლება, წარმოუდგენელია. არანაირი მორალური, სამართლებრივი და პოლიტიკური საფუძველი ამას უკვე აღარ გააჩნია. 10-15-20 წელი გაივლის და ეს დღეები ყველას ემახსოვრება საქართველოში“, – განაცხადა დავით სიხარულიძემ და აღნიშნა, რომ „კლანმა თუ შეინარჩუნა ძალაუფლება, ეს კიდევ უფრო უარესი გახდება, ვიდრე დღეს არის“.

მისი თქმით, „ქვეყანაში უმძიმესი პოლიტიკური კრიზისის ფონზე, როგორც ჩანს, მოდის ეკონომიკური კრიზისი“. სიხარულიძის შეფასებით, ნორმალურ ქვეყანაში არ არსებობს პოლიტიკური კრიზისი, რომელიც ვადამდელი არჩევნების გარეშე მოგვარდება.

შეგახსენებთ, 12 იანვარს, რესტორან „ბაბილოში“, მოსამართლეთა კორპუსი კორპორაციულ საღამოზე შეიკრიბა. მოსამართლეების რესტორანში შეკრებას საზოგადოების მხრიდან პროტესტი მოჰყვა, მათ შორის აქციაზე დაკავებული მშობლებისა და ახლობლების მხრიდან. მოსამართლეებს რესტორანში შეძახილების „მონებო“, „ცეცხლი ჭამეთ“ ფონზე მოუწიათ შესვლა, რესტორნიდან გამოსვლა კი საპოლიციო ძალების დახმარებით შეძლეს. შსს-მ ადგილზე პოლიციის სხვადასხვა დანაყოფის მობილიზება მოახდინა, რომელთაც მოსამართლეების რესტორნიდან გაყვანის მიზნით, სპეციალური კორდონი გააკეთეს.

პროტესტი რამდენიმე საათის განმავლობაში გრძელდებოდა. პერიოდულად ადგილი ჰქონდა მომიტინგეებსა და მოსამართლეებს, ასევე მომიტინგეებსა და პოლიციას შორის სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებას, რა დროსაც პროტესტის 9 მონაწილე დააკავეს.

გაზიარება9

დაკავშირებული -პოსტები

ქართველ ემიგრანტებს ბანკმა 12 000 ევ­როს ნაც­ვლად 120 000 ევრო შეც­დო­მით გა­დას­ცა

by მეგა TV
ოქტომბერი 10, 2026
0
ქართველ ემიგრანტებს ბანკმა 12 000 ევ­როს ნაც­ვლად 120 000 ევრო შეც­დო­მით გა­დას­ცა
მთავარი

ავ­სტრი­ა­ში, ქა­ლაქ ზალცბურ­გში ქარ­თველ ემიგ­რან­ტებს ბან­კმა 12 000 ევ­როს ნაც­ვლად 120 000 ევრო შეც­დო­მით გა­დას­ცა - მათ ფული უკან და­აბ­რუ­ნეს: "12 000 ევრო მო­ვი­თხო­ვეთ, რომ ბან­კში მო­ე­ცათ. დაგ­ვით­ვა­ლეს და გა­მოგ­ვა­ტა­ნეს.მთე­ლი...

დაწვრილებითDetails

„რატომ ქრება აფთიაქებიდან ბიუჯეტური წამლები?“

by მეგა TV
ოქტომბერი 10, 2026
0
“მედიკამენტების ფასები რიგ შემთხვევაში 10-ჯერ გაიაფდა” – ჯანდაცვის სამინისტრო
მთავარი

"ვფიქრობ ამ თემას თქვენი დახმარება ესაჭიროება, რათა მედიის ავტორიტეტით გახმაურდეს პრობლემა, რომელსაც საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი პერიოდულად განიცდის. ეს გახლავთ წამლების დეფიციტი, რომელიც განსაკუთრებით რთულ მდგომარეობაში გვაგდებს მედიკამენტებზე დამოკიდებულებს, პრობლემა ახალი...

დაწვრილებითDetails

ეკა კუპატაძე მიმართვას ავრცელებს

by მეგა TV
ოქტომბერი 10, 2026
0
ნია იმნაძის სახლში ფარული მოსასმენი იყო დამონტაჟებული, „მეტასთანაც“ თანამშრომლობდა პროკურატურა და მისი ტელეფონიდან მასალები აღდგა, ანასტასია ბერუაშვილი კი ჩვენებაში ამბობს, რომ თავდასხმის შესახებ იცოდა – გიგა ავალიანის დედა
მთავარი

"სულ მეფიქრება, ამათგან ვინ უფრო საშიშია საზოგადოებისთვის? ყოველთვის ცალსახად მივდივარ ერთ დასკვნამდე: მერაბ მალანია და მისი ცოლ-შვილი", - ამის შესახებ სოციალურ ქსელში მოკლული მასწავლებლის დედა, ეკა კუპატაძე წერს. "დღევანდელ პოსტს...

დაწვრილებითDetails

რუსეთმა ქართული ღვინისა და მინერალური წყლის იმპორტი დროებით აკრძალა

by მეგა TV
ოქტომბერი 10, 2026
0
ღვინის 58 ნიმუშში დარღვევა გამოვლინდა
ეკონომიკა

რუსეთმა ქართული ღვინისა და მინერალური წყლის იმპორტი დროებით აკრძალა - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ფედერალური ზედამხედველობის სამსახურის წერილზე დაყრდნობით აქვეყნებს. bpn-ის ცნობით, აკრძალვა შეეხებათ შემდეგ კომპანიებს:  „თელიანი ველი“; „თბილღვინო“;...

დაწვრილებითDetails

ქუთაისის ციხეში “ტვ პირველი” ერთ კვირაზე მეტია გათიშულია – ზურაბ ცეცხლაძე

by მეგა TV
ოქტომბერი 10, 2026
0
მოედება მთელს ციხეს – გეგუთის ციხეში 90 პატიმარი ინფიცირებულია
მთავარი

პატიმარ ზვიად ცეცხლაძის მამა, ადვოკატი ზურაბ ცეცხლაძე ამბობს, რომ ქუთაისის ციხეში ერთი კვირაა, რაც "ტვ პირველი" გათიშულია - ცეცხლაძის თქმით, ამის შესახებ პატიმრებმა მაშინ უთხრეს, როცა ქუთაისის ციხეში გიორგი კვიცარიძის...

დაწვრილებითDetails

“შპს „ბიტექსჩეინჯი“ ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის წესისა და სხვა არაერთი დარღვევისთვის დაჯარიმდა”- ეროვნული ბანკი

by მეგა TV
ოქტომბერი 10, 2026
0
ეროვნული ბანკი ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსმაც დატოვა
მთავარი

საქართველოს ეროვნული ბანკი შპს „ბიტექსჩეინჯის“ დაჯარიმებასთან დაკავშირებით კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, შპს „ბიტექსჩეინჯი“ ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის წესისა და სხვა არაერთი დარღვევისთვის დაჯარიმდა. „ეროვნული ბანკი...

დაწვრილებითDetails

ქუთაისში ავარიის შედეგად დაშავებული მამაკაცი კლინიკაში გარდაიცვალა, ნერვიულობისგან დაიღუპა მძღოლიც

by მეგა TV
ოქტომბერი 10, 2026
0
კახეთში დასუფთავების სამსახურის თანამშრომელს მანქანა დაეჯახა
მთავარი

ქუთაისში, ავანგარდის დასახლებაში, ავარიის შედეგად დაშავებული ქვეითი კლინიკაში გარდაიცვალა, ამის გაგების შემდეგ ნერვიულობისგან დაიღუპა ავტომობილის მძღოლიც. ავარია 30 სექტემბერს მოხდა. ავტომობილის დაჯახების შედეგად მძიმედ დაშავებული მამაკაცი რამდენიმე დღე საავადმყოფოში იმყოფებოდა,...

დაწვრილებითDetails

“სამწუხაროდ, საქართველოს მთავრობა არ უსმენს იმას, რასაც ევროკავშირი ამბობს ” – პაველ ჰერჩინსკი

by მეგა TV
ოქტომბერი 10, 2026
0
8 ნოემბერს ვნახავთ გაფართოების პირველ ანგარიშს, რომელიც აჩვენებს, თუ სად მიაღწია საქართველომ პროგრესს და სად არის საჭირო შემდგომი მუშაობა – ევროკავშირის ელჩი
მთავარი

უკვე ორ წელიწად-ნახევარია, რაც საქართველოს ხელისუფლებას მოვუწოდებთ, ტრაექტორია შეცვალონ თუ სერიოზულად დაინტერესებული არიან ოდესმე ევროკავშირში გაწევრიანებით, ყველა ჩვენი მოწოდება უგულებელყოფილია და უპრეცედენტო თავდასხმაა ევროკავშირზე, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა,...

დაწვრილებითDetails

“საფრანგეთში აქციებზე პოლიციელების მხრიდან ძალადობის არნახულ მასშტაბებს ვხედავთ…კომენტარიც არ გაუკეთებიათ ევრობიუროკრატებს, რომლებიც ჩვენთან პოლიციელის დაწვის მცდელობას მშვიდობიან აქციას უწოდებენ’- ლევან მაჭავარიანი

by მეგა TV
ოქტომბერი 10, 2026
0
“ეს არის ფიზიკური და სულიერი გადარჩენის არჩევნები… შემაჯამებელ ღონისძიებაზე ველოდებით ასობით ათას ჩვენს თანამოქალაქეს“ – ლევან მაჭავარიანი
მთავარი

როდესაც ჩვენი გუნდი ევრობიუროკრატებს ორმაგ სტანდარტში, სიცრუისა და დეზინფორმაციის გავრცელებაში ამხელს, ეს ყოველთვის კონკრეტულ ფაქტებსა და არგუმენტებს ეფუძნება, - წერს საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლევან მაჭავარიანი, სოციალურ...

დაწვრილებითDetails

“რაც მარტა კოსმა თქვა, გულდასაწყვეტია და პერსონალურად ძალიან მამწუხრებს, მაგრამ ეს ამჟამინდელი მთავრობის თანმიმდევრული ქმედებების, კანონმდებლობების და ანტი-ევროპული რიტორიკის შედეგია” – პაველ ჰერჩინსკი

by მეგა TV
ოქტომბერი 10, 2026
0
8 ნოემბერს ვნახავთ გაფართოების პირველ ანგარიშს, რომელიც აჩვენებს, თუ სად მიაღწია საქართველომ პროგრესს და სად არის საჭირო შემდგომი მუშაობა – ევროკავშირის ელჩი
მთავარი

ევროკომისიის გაფართოების ანგარიში სამ კვირაში იქნება გამოქვეყნებული, წინა ანგარიში გამანადგურებელი იყო საქართველოსთვის და მას შემდეგ ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა , - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ მედიასთან საუბარში...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"