ლას-ვეგასში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება. ალექსანდრე გოგიანი 41 წლის ასაკში გარდაიცვალა.
„ლას-ვეგასის ქართული სათვისტომო ემშვიდობება სტუმართმოყვარე, კეთილი გულის თბილისელ ადამიანს, რომელმაც თავისი 41 წელი ღირსეულად და საამაყოდ იცხოვრა და დატოვა შესანიშნავი ოჯახი, მეუღლე მარიამი და ლუკა. ღმერთმა გაანათლოს მისი კეთილი სული – ალექსანდრე გოგიანი“, – ნათქვამია სამძიმრის პოსტში.










