უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ზაპოროჟიეს ფრონტზე რუს ოკუპანტებთან ბრძოლაში საქართველოს დიდი პატრიოტი და თავდადებული მებრძოლი, კახა თილიძე დაიღუპა.”
“ბოლოდ არჩევნებზე ვნახე, შვებულებით იყო ჩამოსული უკრაინიდან. მე და დედამ ვეფერეთ ბევრი. სულ ლოყები დავუკოცნე, ვერ ვშორდებოდი, იმდენს ვკოცნიდი. მერე შემრცხვა, შევაწუხე ადამიანითქო. ამდენი არც სიყვარული არ შეიძლებათქო.
სანამ გყავს გულში ჩაიკრა უნდა,დაკარგულს ვეღარ მოეფერებიშენ მოგიკვდი , თუში, კახა თილიძეეს რა დილა გამითენე, შვილო, ძმაო, მეგობარო, უკვე ანგელოზად გაფრენილო ჩემო ტკბილო ადამიანო”
“წამლები დავლიე,იქნება გავითიშოთქო…ქრისტინამ მომწერა, ერთი პროცენტი შანსია, რომ ცოცხალი იყოსო…მუხლებზე დამხობილი ვხაოდი მთელი დღე…ორი საათი თუ გავითიშე ალბათ და იმედით შემოვედი ისევ: დაწერეთ ვინმემ, რომ ეს ტყუილია და თუში ცოცხალია…ღმერთო, რატომ გვიმეტებ ამ ტანჯვისთვის?!სადაა შენი სამართალი, ღმერთო?!საკუთარ დაბადების დღეზე ასე როგორ გაგვიმეტე?!თუშიიიი…”“თუში, რამდენ ადამიანს მოუკლა გულითუ ეს გტკივა, ვეღარ იქნები რუსის “გამპრავებელი”ვინც რუსულ საქმეს აკეთებს, ყველას, უკლებლივ დდშ…”
“ზაპოროჟიეს ფრონტზე ერთერთი საუკეთესო ქართველი მებრძოლი, კახა თილიძე დაეცა რუსებთან ომში…
ძალიან მძიმეა, ალბათ ყველაზე მძიმე პოსტია ამ ჯგუფში რაც ოდესმე დამიწერიამაგრამ ვწერ იმიტომ რომ ყველამ იცოდეს..
კახა იყო ადამიანი რომელმაც, თავისი სამშობლოს გულისთვის და ის ასე თვლიდა, რომ უკრაინაში საქართველოსთვის იბრძოდა, მიატოვა საუკეთესო სამსახური, საუკეთესო ანაზღაურებით ამერიკაში და წავიდა რუსებთან საბრძოლველად!დიდება გმირებს!
მშვიდობით მეგობარო შეხვედრამდე” – წერენ სოციალურ ქსელში










