ქუთაისში აქციის 45-ე დღეს მერიის წინ პიროტექნიკითა და ე.წ “ბალაკლავას” ნიღბებით “ქართული ოცნების” მიერ აქციის ჩასახშობად მიღებული კანონები გააპროტესტეს.
არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა – სკანდირებდნენ აქციის მონაწილეები და ხელხან არჩევნებსა და აქციებზე უკანონოდ დაკავებულთა გათავისუფლებას მოითხოვენ.
ადგილობრივებმა გზის გადაკეტვის ნაცვლად, ზებრა გადასასვლელის ორივე მხარეს განლაგდნენ და მოქალაქეებს საკუთარ მოთხოვნებს ასე აცნობენ.
როგორც პროტესტის მონაწილეები აცხადებენ, მოსამართლეები, რომლებმაც აქციების დროს დაკავებულები პატიმრობაში დატოვა, “ქართული ოცნების” დაკვეთებს ასრულებენ და უკანონო გადაწყვეტილებების გამო პასუხი უნდა აგონ.
თბილისის საქალაქო სასამართლომ 10 და 11 იანვარს აქციების დროს უკანონოდ დაკავებული 19 პირი პატიმრობაში დატოვა.