ოკუპირებული სოხუმის ცენტრში რამდენიმე საათის წინ სროლა იყო. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაპირისპირება კაფე “ბისკვიტში” მოხდა. სამი პირი ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობებით საავადმყოფოში გადაიყვანეს, ერთი მსროლელი კი ადგილიდან მიიმალა, თუმცა მოგვიანებით ის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ პოლიციამ დააკავა. წინასწარი ინფორმაციით, ის სოხუმის ე.წ საქალაქო ადმინისტრაციის თანამშრომელია.
“დასრულდა კიდევ ერთი ემიგრანტის სიცოცხლე”
ემიგრაციიდან დაბრუნებული ქალი სამშობლოში გარდაიცვალა. შორენა ტურაბელიძე წლების მანძილზე ემიგრაციაში იმყოფებოდა. ბოლო პერიოდში ქალი სიმსივნეს ებრძოდა. 1 თვის წინ ის ქუთაისში დააბრუნეს, სადაც 19 იანვარს გარდაიცვალა. "დასრულდა კიდევ ერთი ემიგრანტის...










