LIVE TV
ორშაბათი, იანვარი 26, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

“ჯერ კიდევ ორი ოკუპირებული რეგიონი გვაქვს რუსეთის მიერ, სამხედრო შენაერთებია განლაგებული და საფრთხე არ არის ვირტუალური”- მაკა ბოჭორიშვილი

დაპოსტა 2025/01/11-ში
42
ნახვა
გაზიარება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ბულგარეთის ეროვნულ ტელევიზიასთან ინტერვიუში ხელისუფლების საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებზე ისაუბრა. მინისტრმა ინტერვიუში აღნიშნა, რომ ევროკავშირთან ურთიერთობების მთავარი სამართლებრივი საყრდენის – ასოცირების შეთანხმების შესრულებით, ხელისუფლებამ ევროკავშირში ქვეყნის ინტეგრაციისთვის მყარი საფუძველი შექმნა.

„ჩვენი მთავრობის გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, არის ევროინტეგრაციისკენ სვლა და ამ მიმართულებით ბევრი ვიმუშავეთ, ევროკავშირთან ჩვენი ურთიერთობების მთავარი სამართლებრივი საყრდენის – ასოცირების შეთანხმების შესრულების კუთხით, რამაც შექმნა მყარი საფუძველი ჩვენი ევროკავშირში ინტეგრაციისთვის.

ჩვენი გადაწყვეტილება, ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი დროებით არ დადგეს დღის წესრიგში, არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ არ ვაგრძელებთ ევროინტეგრაციის პროცესს ან არ გვინდა ვიყოთ ევროკავშირის ნაწილი. ჩვენ მხოლოდ ის გვსურს, რომ არ დავუშვათ ამ თემის გამოყენება შიდა პოლარიზაციისთვის და იმ ჯგუფების პოლიტიკური მიზნებისთვის, რომელთა მოქმედებებიც საქართველოში სტაბილურობას საფრთხეს უქმნის.

საქართველოს აქვს ძალიან მნიშვნელოვანი გეოგრაფიული მდებარეობა, როგორც ევროპისთვის, ასევე ამ რეგიონის სხვა ქვეყნებისთვის. განსაკუთრებით უკრაინაში რუსული აგრესიისა და რეგიონში განვითარებული მოვლენების შემდეგ. საქართველო ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს ე.წ. „შუა დერეფანში“. მეორეს მხრივ, ჩვენ არაერთხელ დავამტკიცეთ, რომ ვართ ერთგული პარტნიორები, სანდო პარტნიორები და ვასრულებთ ყველა პირობას, რაზეც შეთანხმებულები ვართ”, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მან უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებზე და ქვეყნისთვის მშვიდობის მნიშვნელობაზეც ისაუბრა.

„ჩვენ არ ვართ მარტივ სიტუაციაში, როდესაც საქმე უსაფრთხოებას ეხება ჩვენს რეგიონში. ჩვენ ჯერ კიდევ ორი ოკუპირებული რეგიონი გვაქვს რუსეთის მიერ, ჯერ კიდევ სამხედრო შენაერთებია განლაგებული და საფრთხე არ არის ვირტუალური. ეს ძალიან რეალურია და ამიტომაც ძალიან ფრთხილად ვუდგებით ბევრ საკითხს, რათა არ შევიდეთ ისეთ სიტუაციაში, რამაც შეიძლება ეგზისტენციალური პრობლემები და გამოწვევები შექმნას.

მშვიდობა საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ბოლო 30 წლის განმავლობაში რამდენიმე ომი გამოვიარეთ და ჯერ კიდევ გვყავს თბილისში მცხოვრები დევნილები, რომლებიც საკუთარ სახლებში დაბრუნებას ელოდებიან. ეს არის ღია ჭრილობა ქართული საზოგადოებისთვის. მშვიდობა ძალიან მნიშვნელოვანია და ყველამ უნდა გაიგოს, რატომ გვამოძრავებს ქვეყნის მშვიდობიანი და სტაბილური განვითარების შენარჩუნების მტკიცე სურვილი. „ქართული ოცნების“ მთავრობა უკვე 12 წელია ხელისუფლებაშია, და რუსეთის სასარგებლოდ მიღებულ ვერცერთ გადაწყვეტილებას ვერ დაასახელებთ, წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოსთან მიმართებაში ორმაგ სტანდარტს აქვს ადგილი.

„მე ვიტყოდი, რომ, საქმე გვაქვს ორმაგ სტანდარტებთან, როდესაც საკითხი ეხება საქართველოში მომხდარი მოვლენების შეფასებას ან საქართველოსა და სხვა ქვეყნების პოლიტიკის შედარებას. შედეგი ძალიან ნათელია – არჩევნებში ორ მილიონზე მეტმა ქართველმა მიიღო მონაწილეობა და დაახლოებით 1,2 მილიონმა „ქართულ ოცნებას“ მისცა ხმა. ამ ხელისუფლებას აქვს ძალიან ძლიერი მხარდაჭერა ქართული საზოგადოების მხრიდან. ბოლო არჩევნების შედეგის ეჭვქვეშ დაყენების რეალური მიზეზი არ არსებობს. არავის სურს დაინახოს როგორ ხდება სიტუაციის ესკალაცია და ვინ უწყობს ამას ხელს. ხშირად ვხედავთ ცალმხრივ შეფასებებს მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, რაც ქმნის არასწორ წარმოდგენას საქართველოსა და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე.

ჩვენ ჯერ კიდევ გვჯერა, რომ ყველა ქვეყანა, ვისთანაც წლების მეგობრობა გვაკავშირებს, საბოლოოდ, დაუბრუნდება მეგობრულ ურთიერთობას და დაველოდებით ამ მომენტს. სტრატეგიული მოთმინება არის ჩვენი მთავარი პოლიტიკა, როდესაც საქმე ეხება ჩვენს მრავალწლიან პარტნიორებთან ურთიერთობას”, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

გაზიარება17

დაკავშირებული -პოსტები

ირაკლი კობახიძე პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით ქართველ მწარმოებლებს შეხვდა

იანვარი 26, 2026
2
ეკონომიკა

ბიზნესი ჩვენს ქვეყანაში თავისუფლების მაღალი ხარისხით სარგებლობს, აქედან გამომდინარე, ფასწარმოქმნა ხორციელდება თავისუფალი საბაზრო პრინციპების საფუძველზე, თუმცა, აქ შემოდის ჩვენი სოციალური პასუხისმგებლობა ჩვენი მოსახლეობის წინაშე და ვფიქრობთ, ამ პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, შეგვიძლია, გარკვეული...

დაწვრილებითDetails

რას ამბობს ირაკლი კობახიძე „ხუდონჰესის“ პროექტთან დაკავშირებით

იანვარი 26, 2026
3
ეკონომიკა

დღეს არ არის გამოკვეთილი არც ერთი კონკრეტული ინვესტორი, რომელზეც შეიძლება ითქვას, რომ ის იქნება დაკავებული „ხუდონჰესის“ პროექტით. დღეს ეკონომიკის სამინისტრო უშუალოდ ამუშავებს ამ პროექტს, მათ შორის იმისთვის, რომ გაამზადოს წინადადებები ინვესტორებისთვის,...

დაწვრილებითDetails

ფასების საკითხზე სამუშაო პროცესი აპრილის ბოლომდე დასრულდება – ირაკლი კობახიძე

იანვარი 26, 2026
2
მთავარი

არსებობს შესაბამისი უწყებები, რომლებიც სწავლობენ კარტელურ გარიგებებს და სათანადო საჭიროების შემთხვევაში იღებენ შესაბამის ზომებს - მაქსიმალურად უნდა გამოვძებნოთ გზები ფასების შემცირებისთვის, ეს არის ჩვენი ამოცანა , - ამის შესახებ საქართველოს...

დაწვრილებითDetails

ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი და წერილი – პროკურატურამ სუს-ის თანამშრომლის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

იანვარი 26, 2026
56
მთავარი

პროკურატურა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყების განმარტებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლის გარდაცვალების ფაქტზე, თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო....

დაწვრილებითDetails

“მოვიდა დილით, აიღო იარაღი, გავიდა სამსახურის ტერიტორიიდან და თავის ავტომანქანაში იპოვეს გარდაცვლილი, სავარძელზე დატოვა წერილი” – რა ხდება სუს-თან

იანვარი 26, 2026
665
მთავარი

"ეს ადამიანი იყო ანტიკორუფციული სააგენტოს ძალიან გამოცდილი და ღირსეული თანამშრომელი, რომელიც ყველას ძალიან უყვარდა. პირველადი, რაც შეგვიძლია გითხრათ, არის ის რომ, რამდენიმე თვის წინ საზღვარგარეთ გაიკეთა ბარიატრიული ოპერაცია, დაიკლო ათეულობით...

დაწვრილებითDetails

არსებული ინფორმაციით, სუს-თან, მანქანაში ცხედარი იპოვეს

იანვარი 26, 2026
235
მთავარი

  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთ ავტომობილში სუს-ის თანამშრომლის ცხედარი იპოვეს და საგამოძიებო მოქმედებები სწორედ ამ ფაქტს უკავშირდება. ადგილზე მობილიზებული არიან ექსპერტ-კლიმინალისტები.

დაწვრილებითDetails

გივი თარგამაძე პატიმრობიდან გათავისუფლდა

იანვარი 26, 2026
34
მთავარი

პოლიტიკოსი გივი თარგამაძე პატიმრობიდან გათავისუფლდა. მან რუსთავის მე-12 პენიტენციური სასჯელაღსრულების დაწესებულება 7-თვიანი პატიმრობის შემდეგ დატოვა. შეგახსენებთ, გივი თარგამაძე 2025 წლის 27 ივნისს დააკავეს. ოპოზიციონერი ვაკე-საბურთალოს პოლიციის განყოფილებაში საკუთარი ფეხით მას შემდეგ...

დაწვრილებითDetails

“მიუღწეველი არაფერი არ არის… უნდა დაწესდეს ყველა მედიკამენტზე არა უმეტეს საშუალო ევროპული ფასი”-ზაზა ლომინაძე

იანვარი 26, 2026
55
მთავარი

მსხვილი ქსელური მარკეტებისა და სადისტრიბუციო კომპანიების შემდეგ, მწარმოებლები და ფარმაცევტული ფირმები - პროდუქტებზე ფასების შესამცირებლად მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვედრები დღეიდან განახლდება. პრემიერ-მინისტრის ინიციატივაზე მომუშავე საკოორდინაციო კომისია რამდენიმე საათში შეიკრიბება. საპარლამენტო უმრავლესობაში...

დაწვრილებითDetails

26 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

იანვარი 26, 2026
465
მთავარი

ვერძი დღე ენერგიული და აქტიურია. კარგი დროა ახალი იდეების დასაწყებად, თუმცა მოერიდეთ ზედმეტ იმპულსურობას.   კურო ფინანსურ საკითხებში სიფრთხილე გმართებთ. ემოციურად კი სტაბილურობას იგრძნობთ და ახლობლებთან ურთიერთობა გაგიხალისებთ.   ტყუპები...

დაწვრილებითDetails

ამინდის პროგნოზი

იანვარი 26, 2026
570
ამინდი

26 იანვარს ქუთაისში უნალექო ამინდს ელოდებიან, დღისით +17 და ღამით +7 გრადუსია მოსალოდნელი. ნალექს არც ოზურგეთში ელოდებიან, დღისით +16 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +8 გრადუსი იქნება. ბათუმში დღისით ჰაერი +16...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».