ვარკეთილში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს. შემთხვევა ცოტა ხნის წინ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა.
“პრაიმ ტაიმის”ინფორმაციით, მამაკაცი კლინიკიდან უკვე გაწერეს, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 120-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქად დაზიანებას გულისხმობს.










