საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ62 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე და საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის საავტომობილო გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.
გრძელდება გიორგი დავითაძეზე ზეწოლა, საკანში მყოფს, ორმა ბადრაგმა ფანჯრიდან აგინა – ადვოკატი
ადვოკატის, მარიკა არევაძის განცხადებით, რუსთავის მე-6 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, მსჯავრდებულ გიორგი დავითაძეზე ზეწოლა გრძელდება. როგორც უფლებადამცველი სოციალურ ქსელში წერს, გიორგი არევაძემ მასთან საუბრისას განაცხადა, რომ ფანჯრიდან, ორმა ბადრაგმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა,...









