LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
კახეთში დასუფთავების სამსახურის თანამშრომელს მანქანა დაეჯახა

მესტიაში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებულები ბრალდებას არ აღიარებენ – რას ამბობს მათი ადვოკატი?

დაპოსტა 2025/01/09-ში
A A
428
ნახვა
გაზიარება

მესტიაში უცხო ქვეყნის მოქალაქის, ვიქტორ სოლოვიოვის მკვლელობისა და ყაჩაღობის საქმეზე დაკავებული – ბეჟან ჭკადუა და რევაზ პაკელიანი წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებენ. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დაკავებულების ადვოკატმა ლაშა ხოშტარიამ განუცხადა.

როგორც ადვოკატი განმარტავს, ბეჟან ჭკადუა დუმილის უფლებით სარგებლობს, რაც შეეხება რევაზ პაკელიანს, მას გამოძიებისთვის ჩვენება მიცემული აქვს, სადაც გარკვეულ გარემოებებზე საუბრობს, თუმცა, არც ერთი დაკავებული წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს.

ადვოკატის თქმით, საქმის გარშემო არაერთი კითხვაა. ხოშტარია და მისი დაცვის ქვეშ მყოფები უარყოფენ ბრალდების ფორმულირებას, რომლის მიხედვითაც, დაკავებულები დაზარალებულებს – ვიქტორ სოლოვიოვსა და მის მეგობარ ქალს თავს ყაჩაღობის, კერძოდ, კი, მობილური ტელეფონის წართმევის მიზნით დაესხნენ.

ადვოკატი ადასტურებს საქმეში ნარკოტიკებთან დაკავშირებით არსებულ ვერსიასაც. ხოშტარიას განმარტებით, ერთ-ერთი ბრალდებულის ჩვენების მიხედვით, დაზარალებულები სავარაუდოდ, ნარკორეალიზატორები იყვნენ.

„ბრალი წარდგენილი აქვთ, სასამართლო დღეს, 15:30 საათზე, ზუგდიდში გაიმართება. ბრალი მკვლელობის, ყაჩაღობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთის, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ ტარების მუხლებით წარუდგინეს, მოკლედ, მუხლები არ დარჩენილა, რაც არ წაუყენებიათ. ჭკადუა დუმილის უფლებით სარგებლობს, ბრალს არც მეორე ბრალდებული აღიარებს. [საქმესთან] კავშირი გამორიცხული არ არის, ეს დგინდება, მაგრამ ბევრი კითხვაა, მობილური ტელეფონის გამო, დღეს არავის აყაჩაღებენ, ბრალდებაშია მითითებული, თითქოს, მობილური ტელეფონის გამო მოხდა დაყაჩაღება, ბევრი მნიშვნელოვანი კითხვაა, ვფიქრობ, სასამართლოში ბევრი რამე შეიცვლება და აბსოლუტურად სხვა სურათი დადგება. რაც შეეხება ჭკადუას, დაზარალებულის – ქალბატონის ჩვენებითაც დგინდება, რომ იარაღის გასროლის მომენტში, ჭკადუა იმ ტერიტორიაზე არც იმყოფებოდა, სადაც სავარაუდოდ, მკვლელობა მოხდა.

როგორც ბრალდებულები განმარტავენ, მათ მობილურ ტელეფონებთან კავშირი საერთოდ არ ჰქონიათ, მობილური სავარაუდოდ, დაზარალებულმა, ვინც ცოცხალია, მან გააქრო და აბრალებს ბრალდებულებს, თითქოს, მათ წაართვეს, მობილურ ტელეფონში რა ინფორმაცია იმალება, ეს გაირკვევა“, – განაცხადა ხოშტარიამ.

რაც შეეხება გავრცელებულ ვერსიას, თითქოს, დაზარალებული და მოკლული ახალგაზრდა ნარკორეალიზატორები იყვნენ, შეესაბამება სიმართლეს თუ არა, ადვოკატი პასუხობს, რომ ეს „ვერსია საქმეში არის“.

„ჭკადუა საერთოდ არ საუბრობს, დუმილის უფლება იყენებს, მეორე ამ ვერსიაზე საუბრობს. სავარაუდოდ, ნარკოტიკების ქსელურ რეალიზაციას ეწეოდნენ“, – განაცხადა ხოშტარიამ.

კითხვაზე, ამის გამო დაიწყო თუ არა კონფლიქტი, ადვოკატი პასუხობს, რომ ბრალდებულებს კონფლიქტი არ დაუწყიათ.

„კონფლიქტი ჩვენ არ დაგვიწყიაო, თვითონ ვიქტორ სოლოვიოვმა დაიწყოო. დეტალებისგან საუბრისგან თავს შევიკავებ, პოზიციები შესათანხმებელი მაქვს. მითუმეტეს, ჭკადუა დუმილის უფლებას იყენებს“, – აცხადებს ხოშტარია.

გაზიარება171

დაკავშირებული -პოსტები

ევროკავშირი ჩვენგან ითხოვს, რომ ერთსექსიანმა წყვილმა შეიძლება შვილი აიყვანოს, შეიძლება წავიდეს კაცი და ჩაეწეროს ქალად, ქალი შეიძლება წავიდეს და ჩაეწეროს კაცად – ირაკლი კობახიძე

by მეგა TV
ოქტომბერი 12, 2026
0
,,გვჭირდება შესაბამისი დარგის სპეციალისტებთან, ექიმებთან და საავადმყოფოს კოლექტივთან აქტიური კონსულტაციები იმისთვის, რომ საბოლოო ჯამში, სათანადო გადაწყვეტილებები მივიღოთ“- განაცხადა კობახიძემ
მთავარი

საქართველოს სუვერენიტეტი დავთმოთ, მშვიდობა დავთმოთ, განვითარება დავთმოთ, თუ რა დავთმოთ? . ერთადერთი, რასაც ვერ დავთმობთ, არის ეს ღირებულებები. იდენტობასაც ვერ დავთმობთ. დანარჩენი, ყველა საკითხთან დაკავშირებით ღია ვართ დისკუსიისთვის. ნებისმიერი -...

დაწვრილებითDetails

ცხოვრობთ თუ არა ქართველებო, ძვირფასებო, მეგობრებო, დებო, შვილებო, იმაზე უკეთესად, ვიდრე 2012 წელს? არა, არ ვცხოვრობთ! – მიხეილ სააკაშვილი

by მეგა TV
ოქტომბერი 12, 2026
0
,,არ მოკლათ თქვე უღმერთოებო, არ მოკლათ!” -გიგა მაქარაშვილი
მთავარი

ცხოვრობთ თუ არა თქვენ, თითოეული თქვენგანი, ქართველებო, ძვირფასებო, მეგობრებო, დებო, შვილებო, იმაზე უკეთესად, ვიდრე 2012 წელს? - ასე მიმართა საზოგადოებას საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე სიტყვით გამოსვლისას. სააკაშვილის...

დაწვრილებითDetails

„რისი გაკეთება არ შეიძლება 12 ოქტომბერს” – ეზოტერიკოსის რჩევა

by მეგა TV
ოქტომბერი 12, 2026
0
როდის არის სავსემთვარეობა ოქტომბერში და როგორ იმოქმედებს ის ჩვენს ცხოვრებაზე
მთავარი

` 12 ოქტომბერი, 2026 გარდამავალი ეტაპის, შემოქმედებისა და მსახურების დღეა. ამ დღის ენერგია წვრილ, უხილავ ხიდს ჰგავს წარსულსა და მომავალს შორის. ეს ის დროა, როდესაც სული გვთავაზობს, შევჩერდეთ, საკუთარ შინაგან...

დაწვრილებითDetails

რუსეთის გადაწყვეტილება რამდენიმე კომპანიის მიმართაა და არა ზოგადად ღვინისა და სხვა სასმელის მიმართ, გასაკვირია! ხელისუფლება გაერკვევა და იმედია, შეიცვლება პოზიცია – შალვა პაპუაშვილი

by მეგა TV
ოქტომბერი 12, 2026
0
პაპუაშვილი კეკელიძის გათავისუფლებასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს
მთავარი

როგორც შევიტყვეთ, რამდენიმე კომპანიის მიმართ არის და არა ზოგადად ღვინისა და სხვა სასმლის მიმართ ეს გადაწყვეტილება მიღებული. გასაკვირია! საფუძველი ჩვენთვის გაურკვეველია, ამიტომ ხელისუფლება, რა თქმა უნდა, გაერკვევა ამ საკითხში, -...

დაწვრილებითDetails

დევნილი ოჯახების ფულადი კომპენსაციით დაკმაყოფილების პროგრამა ამოქმედდება

by მეგა TV
ოქტომბერი 12, 2026
0
2024 წლის II კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი გაიზარდა და 2004 ლარი შეადგინა – საქსტატი
მთავარი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, დევნილთა უზრუნველყოფის დაჩქარების მიზნით, საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობის პარალელურად, ნაცვლად საცხოვრისისა, დევნილი ოჯახების ფულადი კომპენსაციით დაკმაყოფილების პროგრამა ამოქმედდება. პრემიერის განმარტებით, პროგრამაში ჩართვა ნებაყოფლობითი იქნება. რაც შეეხება...

დაწვრილებითDetails

70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია, 20 ლარის ნაცვლად, 45 ლარით გაიზრდება – ირაკლი კობახიძე

by მეგა TV
ოქტომბერი 12, 2026
0
საქართველოს საპენსიო ფონდი განცხადებას ავრცელებს
მთავარი

მივიღეთ გადაწყვეტილება, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის განკუთვნილი პენსია, ნაცვლად ინდექსაციის წესით გათვალისწინებული 20 ლარისა, გავზარდოთ 45 ლარით, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. კობახიძის...

დაწვრილებითDetails

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი, ლაშა ბროლაძე დაიღუპა

by მეგა TV
ოქტომბერი 12, 2026
0
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი, ლაშა ბროლაძე დაიღუპა
მთავარი

უკრაინაში, რუსეთის წინააღმდეგ ომში დაიღუპა კიდევ ერთი ქართველი, ლაშა ბროლაძე. ინფორმაციას მისი თანამებრძოლი გიორგი ფარცვანია ავრცელებს. „სამწუხაროდ დაიღუპა ჩვენი თანამებრძოლი ლაშა ბროლაძე. ვუსამძიმრებ გარდაცვლილის ოჯახს და თანამებრძოლებს. გამომშვიდობება ხვალ, 12...

დაწვრილებითDetails

სამტრედიის საჯარო სკოლაში მოსწავლე ხიდან ჩამოვარდა

by მეგა TV
ოქტომბერი 12, 2026
0
კახეთში დასუფთავების სამსახურის თანამშრომელს მანქანა დაეჯახა
მთავარი

სამტრედიის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში მოსწავლე ხიდან ჩამოვარდა და მძიმე დაზიანებები მიიღო. დაშავებულ ბავშვს ქუთაისში, ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში ოპერაცია ჩაუტარდა. არსებული ინფორმაციით, მომხდარის შესახებ პასუხისმგებელმა პირმა ინფორმაცია სკოლის დირექტორსა და საგანმანათლებლო...

დაწვრილებითDetails

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ინფორმაციას ავრცელებს

by მეგა TV
ოქტომბერი 12, 2026
0
ჯერ არ გამოსულა და მართლა წერს, გონია – ქუთაისის მარგალიტები ეროვნული გამოცდებიდან
მთავარი

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ინფორმაციას ავრცელებს მათთვის, ვინც პროფესიულ სასწავლებლებში ჩააბრა. „პროფესიული ტესტირება 24-25 ოქტომბერს ჩატარდება - საგამოცდო პროგრამები და ტესტურ დავალებათა ნიმუშები 2026 წელს უმაღლეს პროფესიულ საგანმანათლებლო და...

დაწვრილებითDetails

მეოთხე დღეა, გურჯაანის მუნიციპალიტეტში მამაკაცს ეძებენ

by მეგა TV
ოქტომბერი 12, 2026
0
მეოთხე დღეა, გურჯაანის მუნიციპალიტეტში მამაკაცს ეძებენ
მთავარი

სოფელ ჩუმლაყში მცხოვრები აკაკი დემუროვი სახლიდან 8 ოქტომბერს გავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა. დემუროვის შვილის ინფორმაციით, მამამისს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. ამიტომ მისი ვარაუდით, მამაკაცი შორს წასვლას ვერ შეძლებდა. აკაკი დემუროვი,...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"