საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის საავტომობილო გზაზე დროებით იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
წვიმა და ელჭექი – როგორი ამინდია მოსალოდნელი
საქართველოში უახლოეს დღეებში ამინდი ცვალებადი იქნება. სინოპტიკოსების პროგნოზის მიხედვით, ზოგიერთ რეგიონში ნალექია მოსალოდნელი, თუმცა ცალკეულ დღეებში გამოიდარებს და ტემპერატურაც შედარებით მოიმატებს. 13 ოქტომბერს ქვეყნის ცალკეულ რაიონებში ღრუბლიანი ამინდია მოსალოდნელი. დღის...










