LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
საპატრიარქოს უწყებანი მეუფე შიოს მიმართვას ავრცელებს

საპატრიარქოს უწყებანი მეუფე შიოს მიმართვას ავრცელებს

დაპოსტა 2024/12/19-ში
A A
574
ნახვა
გაზიარება

სიყვარული ეს არის ადამიანის არსებობის საფუძველი, რომელშიც აისახება ღვთის ხატება. ზოგიერთი წმინდა მამა მას უწოდებს ღმერთის ანაბეჭდს ადამიანში, – განაცხადა თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში ნიკოლოზობის დღესასწაულზე ქადაგებისას საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, შიომ (მუჯირი).

მან მორწმუნეებს ნიკოლოზობის დღესასწაული მიულოცა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვა და კურთხევა გადასცა.

მისივე თქმით, სიყვარული საფუძვლად უნდა ედოს ჩვენს ყველა ურთიერთობას. ეს არ ეხება მხოლოდ პირად ურთიერთობებს, არამედ – საზოგადოებრივსაც.

„დღეს ჩვენ ვფიქრობთ წმინდა ნიკოლოზის ღვაწლზე და იმაზე, თუ რა გვიანდერძა მან ჩვენს სულიერ ცხოვრებაში. მისი ცხოვრებიდან, მისდამი დაწერილი ლოცვებიდან, დაუჯდომლიდან ჩვენ ვიგებთ, რომ იგი ქადაგებდა სიმდაბლეს და თვითონაც უაღრესად მდაბალი ადამიანი იყო. აი, მის ტროპარში ასეთი სიტყვებია: „ამისთვისცა მოიგე სიმდაბლითა სიმაღლე და სიგლახაკითა სიმდიდრე“; წმინდა ნიკოლოზი ჩვენც მოგვიწოდებს სიმდაბლისკენ, რადგან წმინდა წერილი ასე გვმოძღვრავს: „ღმერთი ამპარტავანთა შემუსრავს, ხოლო მდაბალთა მოსცის მადლი“. ამ მადლში იგულისხმება სულიწმიდის ძალა და მადლი, საღვთო ენერგია, რომლის მოხვეჭაც არის ჩვენი ქრისტიანული ცხოვრების მთავარი აზრი.

ამიტომ ჩვენ სიმდაბლის მცნებას უნდა ვასრულებდეთ ღვთისთვის, იმისთვის, რომ შევასრულოთ ჩვენი ქრისტიანული ცხოვრების მთავარი ამოცანა, მაგრამ არ გვეგონოს, რომ თავისთავად სიმდაბლე არის მაცხონებელი; ეს საშუალებაა სულის ცხონებისთვის, იმიტომ, რომ შეიძლება ადამიანი გარეგნულად იყოს თავმდაბალი ან იმდაბლებდეს თავს სხვადასხვა მიზეზით, მაგრამ ასეთ სიმდაბლეს არ ითხოვს ჩვენგან ღმერთი, არამედ ვინც თავს იმდაბლებს მართებულად, გონივრულად, ის ებრძვის თავის თავში ეგოიზმს, თავის მოყვარებას, პატივმოყვარეობას იმისთვის, რომ მოიპოვოს მადლი, რომელზეც იყო საუბარი და ამით გახსნას თავის თავში საუკეთესო, რაც კი მოცემული აქვს ადამიანს და ყველაზე ძვირფასი, ეს არის სიყვარული, იმიტომ, რომ სიყვარული ეს არის ადამიანის არსებობის საფუძველი, რომელშიც აისახება ღვთის ხატება. ზოგიერთი წმინდა მამა მას უწოდებს ასევე ღმერთის ანაბეჭდს ადამიანში.

სამწუხაროდ, ჩვენ ამ სიყვარულის ნიჭს ვამახინჯებთ, როდესაც მას მივმართავთ ჩვენი თავისკენ, როდესაც ვავლენთ ეგოიზმს, თავის მოყვარებას. ამ თავის მოყვარებაში ვგულისხმობ არა თავმოყვარეობას ამ სიტყვის კარგი გაგებით, არამედ საკუთარი თავის მაამებლობას, რაც არის საშინელი ცოდვა, რომელიც ღმერთს გვაშორებს და რომელმაც ღმერთს დააშორა პირველი ადამიანი. ადამში გამოვლინდა ეს – თავის მოყვარება, ეგოიზმი; და მას შემდეგ ამასთან დაკავშირებულია ის მოვლენები, რომლებიც აღწერილია წმინდა წერილში, ბიბლიაში.

იმისთვის, რომ ჩვენს თავში აღვადგინოთ ეს დიდი სიწმინდე, ეს ღვთის ანაბეჭდი, აუცილებლად საჭიროა სიმდაბლე, რადგან, ვიმეორებ, მხოლოდ სიმდაბლესთან მოდის სულიწმიდის მადლი, რომელიც ხსნის ჩვენში ამ დიდ სიწმინდეს – სიყვარულს და გვაერთებს ღმერთთან. რა თქმა უნდა, სიყვარული არ არსებობს ერთგვაროვანი და ერთნაირი; ჩვენ, ყველას სხვადასხვაგვარად გვიყვარს, მაგრამ მთავარი ის არის, რომ ყველა ჩვენი ურთიერთობა უნდა ეფუძნებოდეს სიყვარულს. სიყვარული საფუძვლად უნდა ედოს ჩვენს ყველა ურთიერთობებს. ეს არ ეხება მხოლოდ პირად ურთიერთობებს, არამედ – საზოგადოებრივსაც, რადგან საზოგადოებრივ ურთიერთობებში, საზოგადოების აშენებისთვისაც მთავარი არის სიყვარული, როგორც საფუძველი.

კიდევ ერთხელ გილოცავთ, ძვირფასო ძმებო და დებო, ნიკოლოზობის დღესასწაულს, ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ და გაგაძლიეროთ.

წმინდა ნიკოლოზის ლოცვით, ღმერთმა დალოცოს, გაამთლიანოს და დაამშვიდოს საქართველო; წმინდა ნიკოლოზის შემწეობით სრულად გახსნილიყოს ჩვენში სიყვარულის ნიჭი, ღვთის სადიდებლად და ჩვენი სულების საცხონებლად“, – განაცხადა მეუფე შიომ.

გაზიარება230

დაკავშირებული -პოსტები

დღეს თავისუფალი პრესის დღეა

by მეგა TV
მაისი 3, 2026
0
დღეს თავისუფალი პრესის დღეა
მთავარი

3 მაისს თავისუფალი პრესის მსოფლიო დღე აღინიშნება. ეს დღე გაეროს გენერალური ასამბლეის 1993 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილებით დაწესდა. ამას წინ უძღოდა 1991 წლის 3 მაისს აფრიკელი ჟურნალისტების შეკრება ნამიბიის დედაქალაქ...

დაწვრილებითDetails

საბერძნეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს

by მეგა TV
მაისი 3, 2026
0
მტკვრიდან არასრულწლოვნის ცხედარი ამოიყვანეს
მთავარი

საბერძნეთში ჰაერში სროლის ფაქტზე საქართველოს მოქალაქე დააკავეს. შემთხვევა ადგილობრივი დროით დილის 06:30 საათზე მოხდა. როგორც ბერძნული მედია წერს, დაკავებული ალკოჰოლური თრობის ქვეშ იმყოფებოდა.   ის პოლიციამ ადგილზევე დააკავა.   დაკავებულის...

დაწვრილებითDetails

როგორი ამინდი იქნება 3 მაისს საქართველოში

by მეგა TV
მაისი 3, 2026
0
მოსალოდნელია სეტყვა და ხანმოკლე წვიმა – ამინდი საქართველოში
ამინდი

სინოპტიკოსების პროგნოზით, 3 მაისს საქართველოს თითქმის ყველა ქალაქში წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი.   ტემპერატურა ქალაქების მიხედვით:   გაგრა +16 - წვიმა   სოხუმი +16 - წვიმა   ზუგდიდი +17 - წვიმა...

დაწვრილებითDetails

3 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
მაისი 3, 2026
0
როგორ მივიზიდოთ ბედნიერება და იღბალი, ისე რომ სულ თან გვახლდეს
მთავარი

ვერძი დღე ენერგიულად დაიწყება, მაგრამ მნიშვნელოვანია არ იჩქარო გადაწყვეტილებებში. სამსახურში შეიძლება ახალი იდეა გაგიჩნდეს — ჩაინიშნე, მოგვიანებით ძალიან გამოგადგება.   კურო ფინანსურ თემებზე ფოკუსი იზრდება. კარგი დღეა ბიუჯეტის გადახედვისთვის ან...

დაწვრილებითDetails

მსახიობი ნუგზარ ყურაშვილი გარდაიცვალა

by მეგა TV
მაისი 2, 2026
0
მსახიობი ნუგზარ ყურაშვილი გარდაიცვალა
მთავარი

მსახიობი ნუგზარ ყურაშვილი გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას „ახმეტელის თეატრი ავრცელებს. „ჩვენი თეატრისთვის უმძიმესი დღეა…. ახმეტელის თეატრი ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალა თეატრისა და კინოს გამოჩენილი მსახიობი, ჩვენი თეატრის ლეგენდა— ნუგზარ ყურაშვილი....

დაწვრილებითDetails

2025 წელს მსოფლიოს მასშტაბით 300-ზე მეტი ჟურნალისტი დააკავეს, მათშორისაა მზია ამაღლობელი

by მეგა TV
მაისი 2, 2026
0
პრესის თავისუფლების 2023-ის ინდექსში საქართველოს მდგომარეობა 26 პოზიციით გაუარესდა
მთავარი

,, პრესის დაცვის შესახებ  რეზოლუცია აღიარებს პრესისა და სიტყვის თავისუფლებისადმი საფრთხეების ესკალაციას მთელ მსოფლიოში, მათ შორის კონფლიქტის ზონებსა და რეპრესიული რეჟიმების ქვეშ მომუშავე ჟურნალისტებისთვის ზიანის ზრდას, კიდევ ერთხელ ადასტურებს თავისუფალი და...

დაწვრილებითDetails

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

by მეგა TV
მაისი 2, 2026
0
საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა
მთავარი

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. მიწისძვრის ეპიცენტრი იყო ქალაქი ნინოწმინდა - აღმოსავლეთი - 22კმ. სოფელი საღამო - 9კმ. მიწისძვრის სიმძლავრე...

დაწვრილებითDetails

ჯარიმა 300 ლარი და მინუს 30 ქულაა – მნიშვნელოვანი ინფორმაცია მძღოლებისთვის

by მეგა TV
მაისი 2, 2026
0
„ჯარიმა 120 ლარიდან 3 000 ლარამდე“ – საყურადღებო ინფორმაცია მოქალაქეებისთვის
მთავარი

შემუშავებული საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის მთავარ მიზანს საგზაო მოძრაობის წესების მაქსიმალურად უზრუნველყოფა და საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენცია წარმოადგენს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. ბოლო წლების განმავლობაში, მნიშვნელოვნად გაზრდილი სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობისა და მზარდი მობილობის...

დაწვრილებითDetails

უახლესი დღეების ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
მაისი 2, 2026
0
მოსალოდნელია სეტყვა და ხანმოკლე წვიმა – ამინდი საქართველოში
ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტო 2-4 მაისს საქართველოში მოსალოდნელ ამინდთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. როგორც სინოპტიკოსები აღნიშნავენ,  უახლოეს დღეებში ქვეყანაში დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი იქნება. „თბილისში ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20, +22...

დაწვრილებითDetails

2 მაისის ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით

by მეგა TV
მაისი 2, 2026
0
12 აგვისტოს ჩათვლით, საქართველოში მოსალოდნელი ცვალებადი ამინდი – სააგენტოს პროგნოზი
ამინდი

2 მაისს ქუთაისში წვიმიანი დღე იქნება, დღისით +18 და ღამით +8 გრადუსი დაფიქსირდება. ნალექიან ამინდს ელოდებიან ოზურგეთშიც. დღისით +17 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +7 გრადუსი იქნება. ბათუმშიც წვიმაა მოსალოდნელი, დღისით...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"