LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
სააკაშვილთან დაკავშირებით კატეგორიული აღარ არის, შეიძლება არ გამორიცხავს შეწყალებასაც – პაატა ზაქარეიშვილი სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე

“ქართულ ოცნებას“ ხალხის ეშინია, ეგონათ, ყინვები უშველიდა, მაგრამ აქციები ყინვაგამძლე აღმოჩნდა – პაატა ზაქარეიშვილი

დაპოსტა 2024/12/17-ში
A A
25
ნახვა
გაზიარება

ქართველმა ხალხმა ისეთი რამ უნდა გააკეთოს, რომ ევროპამ დაინახოს, ევროკავშირს დღევანდელ ხელისუფლებასთან ფლირტი კარგს არაფერს მოუტანს და კრიზისი უფრო გაღრმავდება – ის, რისიც “ქართულ ოცნებას” ეშინია, ქართველი ხალხია. ცდილობენ, თარიღიდან თარიღამდე გაწელონ დრო, ეგონათ, ყინვები უშველიდა, მაგრამ აქციები ყინვაგამძლე აღმოჩნდა, – ამის შესახებ კონფლიქტოლოგმა პაატა ზაქარეიშვილმა საქართველოში მიმდინარე პროტესტზე და ასევე, დიპლომატიური პასპორტის მფლობელთათვის მოსალოდნელ სავიზო შეზღუდვებთან დაკავშირებით ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

მისივე თქმით, სანქციები და მსგავსი მეთოდები კარგი და აუცილებელია, „მაგრამ არასაკმარისი“.

„ეს ნიშნავს იმას, რომ ევროკავშირი თავის პრინციპებზე დგას და მისთვის მნიშვნელოვანია, საქართველო დაუბრუნდეს ევროპულ, დემოკრატიის და კონსტრუქციულ გზას. ამიტომ, ამ სანქციებს, უპირველესად, უფრო მეტად სიმბოლური მნიშვნელობა აქვს, რომ ევროკავშირი არ აპირებს წაუყრუოს და ვერ დაინახოს, რა ხდება საქართველოში. ხედავს მიზეზს, იმ ხალხს, ვინც ამას ახორციელებს – ეს არ არის ქართველი ხალხი, ეს არის ხელისუფლება, რომელმაც მიიტაცა ძალაუფლება გაყალბებული არჩევნების გზით, ამიტომ ცდილობს მაქსიმალურად გამოყოს როგორმე საზოგადოებიდან ეს ხალხი და უშუალოდ ფოკუსირებულად მოხდეს მათი დასანქცირება, რაც ნამდვილად, იმსახურებს შექებას და ყურადღებას, რომ ნამდვილად სწორად იქცევიან, მაგრამ ეს საკმარისი არაა. „ქართულმა ოცნებამ“ იმიტომ კი არ აარიდა თავი ევროკავშირს, რომ შეეშალა, გზა აერია. არა – მათ ეს შეგნებულად გააკეთეს. ქართველი ხალხის პროტესტი არის მკაფიო, ცალსახა და სამართლიანი და მათი გზა არის მათ მიერ არჩეული, შეცდომა არაა. ამიტომ ისინი [“ქართული ოცნება”] არ აპირებენ თქვან: “უი, შეგვშლია რაღაც, დიდი ბოდიში, ახლავე გამოვასწორებთ”. გამორიცხულია. ისინი პრინციპულად განაგრძობენ თავის გზას რუსეთისკენ, გზას არა ევროპისკენ, რაც ავტომატურად გულისხმობს რუსეთს. შესაბამისად, ასეთი მეთოდები [სანქციები] კარგია, აუცილებელია, მაგრამ არასაკმარისია.

უნდა იგრძნონ, რომ საზოგადოებას ვეღარ მოატყუებენ იმით, რომ ეკონომიკური აღმავლობაა. საქართველოს ეკონომიკური წარმატება დამოკიდებულია ევროპასა და ამერიკაზე, მათ მხარდაჭერაზე და იმაზე, რომ რაღაცებზე თვალებს ხუჭავენ, საჭიროა შეირყეს მითი, რომ ისინი სუვერენულ სანქციებს ახორციელებენ. ყველაფერი, რაც საქართველოსთან მიმართებით დადებითი ხდება და დინამიკა, პროგრესი, რაც საქართველოში არსებობს, ევროკავშირთან და აშშ-სთან კარგი ურთიერთობის შედეგი იყო. მათ უნდათ, რომ ეს ყველაფერი შეინარჩუნონ. „ქართული ოცნება“ სპეკულირებს რაზე – „დემოკრატია, ჯანდაბას, არ გამოგვდის, არც ჩვენ გვჯერა ამის, მაგრამ სტაბილურობა ხომ არის?“ სტაბილურობა უნდა იყოს შერყეული. ქართველმა ხალხმა ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ ევროპას შეატყობინონ, რომ ესენი ვერ ფლობენ სიტუაციას. პარალიზებული უნდა იყოს მთლიანად საქართველო, რომ „ქართულმა ოცნებამ“ თავისი მეორე ლეგენდა ვერ გაყიდოს – “კარგი, ჯანდაბას დემოკრატიაში ყველაფერი კარგად არ გვაქვს, მაგრამ სტაბილურები ვართ”. აშკარად ჩანს, რომ ევროპა ცდილობს, საქართველოსთან შეინარჩუნოს ურთიერთობები სტაბილურობის გამო. აზერბაიჯანთან ურთიერთობები არ აქვს? ფონ დერ ლაიენი ჩასული იყო ბაქოში და შეაქო ხელისუფლება, რომელსაც ევროკავშირივე თვლის არადემოკრატიულად. რა, კონტაქტები არ აქვთ უზბეკეთთან, თურქმენეთთან, თუ რა?! საქართველო ხდება ბანალური, ტიპური პოსტსაბჭოთა სახელმწიფო. ჩამოგვართმევენ ხელს არა როგორც სახელმწიფოს, რომელიც ევროკავშირში მიდის (მორჩა, ეს კარი ჩვენ თვითონ ჩავკეტეთ) არამედ როგორც ერთ-ერთი ავტოკრატიულ სახელმწიფოს, რომელიც დედამიწაზე 80%-ზე მეტია. ერთადერთი, რაც მათ ასეთი სახელმწიფოებიდან სჭირდებათ, სტაბილურობაა. დღეს საქართველოში უნიკალური შანსია, რომ სტაბილურობას ეჭვი შეეპაროს. ეს ქართველ ხალხზეა დამოკიდებული. კარგია [სანქციები], მაგრამ ეს საკმარისი არაა, რადგან მგონია, რაღაც ფორმით გამოძვრებიან “,- განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

კითხვაზე, კიდევ რა უნდა გააკეთონ პროტესტში მონაწილე ადამიანებმა, ზაქარეიშვილი ამბობს, რომ თბილისის ბლოკირება უნდა მოხდეს.

„თბილისის ბლოკირება – წარმოდგენა არ მაქვს ვინ აორგანიზებს, მაგრამ აღტაცებული ვარ, ბრწყინვალედ აკეთებენ, მაგრამ რუსთაველის გამზირზე “რობოკოპები” რამდენია – 1000-2000? უნდა გაშალო მათი ენერგია, სხვადასხვა რეგიონში უნდა გადაიყვანო. თბილისი გრძელი ქალაქია და იოლია, 4-5 ადგილზე ადამიანები გამოიყვანო და ბლოკირება მოახდინო ქალაქის. ასევე, მუდმივად დაბლოკო ავტობანი, ჩართო ბათუმელები, ქუთაისელები, ფოთელები და ჩაკეტო სამტრედიის კვანძი, უნდა აჩვენო, რომ ეს ხელისუფლება სტაბილურობას ვერ მართავს. თორემ, ასე ნამდვილად მივდივართ რუსეთში და ევროკავშირი არ იქნება მზად, ჩვენი ბილეთის ფული გადაიხადოს რუსეთის გზაზე“,- განაცხადა ზაქარეიშვილმა.

რარც შეეხება „ქართული ოცნების“ განცხადებებს, რომ პარტნიორებთან ურთიერთობები დონალდ ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ გადაიტვირთება, ზაქარეიშვილი ამბობს, რომ მმართველ პარტიას ქუჩაში მყოფი ქართველი ხალხის ეშინია და ისინი „მუდმივად ხტუნაობენ თარიღიდან თარიღამდე“.

„შეიძლება მათთვის რამე კარგი მოხდეს, მაგრამ 20 იანვარი რატომ აიჩემეს? 20 იანვარი არის ინაუგურაციის დღე. მათ რა ჰგონიათ, რომ ინაუგურაციის ტექსტში საქართველო წერია? საქართველო კი არა შტატი Georgia-ც კი არ წერია. აჩემებული 20 იანვარი ნიშნავს იმას, რომ მათ ეშინიათ ქართველი ხალხის ქუჩში, რადგან ისინი მუდმივად ხტუნაობენ თარიღიდან თარიღამდე. ევროკავშირში არშესვლაზე გამოაქვეყნეს, მიიღეს ცხვირ-პირში. შემდეგ დე-ფაქტო პრეზიდენტის არჩევა იყო, შემდეგ მისი ინაუგურაცია, ახალი წელი, შობა, ძველით ახალი წელი, შემდეგ იქნება ნათლისღება, შემდეგ მოვა ინაუგურაცია და ასე – ცდილობენ, თარიღიდან თარიღამდე გაწელონ დრო. ეგონათ, ყინვები უშველოდა, მაგრამ ეს აქციები ყინვაგამძლე აღმოჩნდა. ის, რისიც “ქართულ ოცნებას” ეშინია, ქართველი ხალხია. არ ყოფნით “რობოკოპები”. არ შეუძლიათ, როგორც ლუკაშენკოს, შემოიყვანოს რუსულენოვანი პოლიცია, გადააცვას ბელორუსული ფორმა, აცემინოს და მოაკვლევინოს ბელორუსი ხალხი. თუ არაქართულად საუბრობს პოლიციელი, ადგილზე დაიმარხება ასფალტში. ცოტა ჰყავთ, ცოტა ადამიანი იყიდება ათას თუ 2 ათას ლარზე. რესურსები არ გააჩნიათ, რესურსი გვაქვს ხალხს და ეს რესურსები ეფექტიანად უნდა იყოს გამოყენებული“,- განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

გაზიარება10

დაკავშირებული -პოსტები

გვიან ღამიდან დილამდე წვიმა და ქარია მოსალოდნელი – სინოპტიკოსები მოსახლეობას აფრთხილებენ

by მეგა TV
აგვისტო 15, 2026
0
მოსალოდნელია სეტყვა და ხანმოკლე წვიმა – ამინდი საქართველოში
მთავარი

14 აგვისტოს გვიან საღამოდან 15 აგვისტოს დილამდე კახეთის და ქვემო ქართლის რეგიონებში, მათ შორის დედაქალაქში და შემოგარენ ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით ძლიერი ინტენსივობის ნალექი. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს....

დაწვრილებითDetails

დატბორილია ქუჩები, ჩამოიშალა მიწა – რა ხდება თბილისში

by მეგა TV
აგვისტო 15, 2026
0
დატბორილია ქუჩები, ჩამოიშალა მიწა – რა ხდება თბილისში
მთავარი

თბილისში უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა.   გართულებულია საავტომობილო მოძრაობა გმირთა მოედანზე, სადაც ძლიერი წვიმის ფონზე გზაზე წყალი მოედინება.   ასევე, საავტომობილო საცობია მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე.   სოციალურ ქსელებში ვრცელდება კადრები...

დაწვრილებითDetails

მძღოლს, რომელიც გომის მთაზე ხრამში გადავარდა შესაბამისი მართვის მოწმობის კატეგორია არ ჰქონდა

by მეგა TV
აგვისტო 14, 2026
0
ხრამში გადავარდა მიკროავტობუსი და ხემ შეაჩერაო – ტრაგიკული ავარიის ახალი დეტალები
მთავარი

პრო­კუ­რა­ტუ­რამ ოზურ­გე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის დაბა გო­მის მთის სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზა­ზე მომ­ხდა­რი ტრან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის წე­სე­ბის დარ­ღვე­ვის ფაქ­ტზე, რა­მაც ოთხი ადა­მი­ა­ნის გარ­დაც­ვა­ლე­ბა გა­მო­იწ­ვია, ერთ პირს ბრალ­დე­ბა წა­რუდ­გი­ნა.   პრო­კუ­რა­ტუ­რის თა­ნახ­მად, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს...

დაწვრილებითDetails

გარდაიცვალა ცნობილი ფოტოგრაფი ბადრი ვადაჭოკია

by მეგა TV
აგვისტო 14, 2026
0
გარდაიცვალა ცნობილი ფოტოგრაფი ბადრი ვადაჭოკია
მთავარი

79 წლის ასაკში გარდაიცვალა ცნობილი ქართველი ფოტოხელოვანი ბადრი ვადაჭკორია. ბადრი ვადაჭკორია დაიბადა 1947 წლის 29 მაისს ლანჩხუთში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის ჟურნალისტიკის განყოფილება. 1971 წლიდან მუშაობდა საქტელერადიოკომიტეტში სპეციალურ...

დაწვრილებითDetails

ზუგდიდში, ერთ-ერთ სასტუმროში კაცის ცხედარი იპოვეს

by მეგა TV
აგვისტო 14, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

ზუგდიდში, სასტუმრო "მარსში" 50 წლამდე კაცის ცხედარი იპოვეს - ადგილზე ამ წუთებში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. წინასწარი ინფორმაციით, კაცს ძალადობის კვალი არ აღენიშნება. როგორც "პირველებს" ეუბნებიან, კაცი სავარაუდოდ, აფხაზეთიდან გუშინ გადმოვიდა...

დაწვრილებითDetails

ქუთაისის მერია კვლავ აცხადებს პოეზიის საერთაშორისო კონკურსს

by მეგა TV
აგვისტო 14, 2026
0
ქუთაისის მერია ორ ახალ ა(ა)იპს ქმნის
მთავარი

ქუთაისის მერია კვლავ აცხადებს პოეზიის საერთაშორისო კონკურსს. თავდაპირველად კონკურსი 10 ივლისს გამოცხადდა და მისი შედეგები 20 აგვისტოს უნდა ყოფილიყო ცნობილი. თუმცა, როგორც ქუთაისის მერიის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული კონკურსში ლექსები...

დაწვრილებითDetails

ქუთაისში დღეს საზაფხულო კინოჩვენებები იწყება

by მეგა TV
აგვისტო 14, 2026
0
ქუთაისში დღეს საზაფხულო კინოჩვენებები იწყება
მთავარი

ქუთაისში დღეს საზაფხულო კინოჩვენებები იწყება. ,,ქართული კინო თაობებისთვის,, - ამ სახელწოდებით კინოჩვენების სამი დღის განმავლობაში მეფეთუბანში გაიამრთება. ჩვენები 14,15 და 16 აგვისტოს 20:00 საათზე დაიწყება.

დაწვრილებითDetails

ცნობილია, ავტობანზე ტრაგიკულად დაღუპული ბიჭის ვინაობა

by მეგა TV
აგვისტო 14, 2026
0
ცნობილია, ავტობანზე ტრაგიკულად დაღუპული ბიჭის ვინაობა
მთავარი

ავარიის შედეგად დაღუპული პირი, რომელიც ხაშურში, სოფელ გომის მიმდებარედ ავტომაგისტრალზე მოხდა, მარტვილის მკვიდრი ახალგაზრდა მამაკაცია. გლოვობს მისი სოფელი ნახურცილავო დედისერთა ბიჭს, დავით კაკულიას. „ნათელი მის სულს, რატომ გაიმეტე უფალო სიკვდილისთვის,...

დაწვრილებითDetails

2025 წლის 4 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისის და ახმეტის მუნიციპალიტეტებში საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება

by მეგა TV
აგვისტო 14, 2026
0
რატომ არ იქნება ვალიდური პარალელური დათვლის მონაცემები -„სამართლიანი არჩევნები“
მთავარი

2025 წლის 4 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისის და ახმეტის მუნიციპალიტეტებში საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება. აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში შუალედური არჩევნების დანიშვნაზე გადაწყვეტილება ცესკომ დღეს გამართო სხდომაზე მიიღო. შუალედური არჩევნების დანიშვნის მიზეზი საკრებულოების...

დაწვრილებითDetails

დაღუპული ლიზი მოისწრაფიშვილის დედა ემოციურ პოსტს აქვეყნებს

by მეგა TV
აგვისტო 14, 2026
0
ტრაგედია ბათუმში – დაღუპულია ახალგაზრდა გოგო
მთავარი

დაღუპული ლიზი მოისწრაფიშვილის დედა, ცნობილი რეჟისორი, ნანა ახვლედიანი ემოციურ პოსტს აქვეყნებს. „ჩემი მოუშუშებელი ტკივილი დედიკუნა...“, - წერს ნანა ახვლედიანი. შეგახსენებთ, რომ 11 აგვისტოს, ბათუმში ტრაგედია დატრიალდა. ულამაზესი ლიზი მოისწრაფიშვილი კორპუსიდან გადმოვარდა...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"