უკრაინას თუ მიატოვებ, შეთანხმებას ვერ მიაღწევ, – ამის შესახებ აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა „თაიმთან“ ინტერვიუში განაცხადა.
როგორც ტრამპმა აღნიშნა, ის რომ პრეზიდენტი ყოფილიყო, პუტინი უკრაინაში არ შეიჭრებოდა.
„უკრაინას თუ მიატოვებ, შეთანხმებას ვერ მიაღწევ და მე მთელ ამ ამბავს არ ვეთანხმები, რადგან ეს არასდროს უნდა მომხდარიყო. პუტინი უკრაინაში არ შეიჭრებოდა, მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი და ამას სხვადასხვა მიზეზი აქვს“, – განაცხადა ტრამპმა.