სანქციები შეიძლება პასუხი იყოს, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა სერგეი ლაგოდინსკიმ (გერმანია) საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
„ჩვენ, როგორც ევროკავშირმა, მკაფიოდ უნდა განვაცხადოთ, ვის მხარეს ვართ და აქ ჩვენ ვართ ქართველი ხალხის მხარეს, ხალხის, ვინც ქუჩებში გამოდის და ჩვენ აქ ამიტომ ვართ. თუ არის საჭიროება და ჩვენ ვფიქრობთ, რომ არსებობს გარკვეული მიზნობრივი სანქციების აუცილებლობა, მაშინ ევროკავშირმა ან ცალკეულმა ქვეყნებმა სანქციები უნდა დააწესონ. მაგალითად, მათ წინააღმდეგ, ვინც ქართველი ხალხის თავისუფალი ხმისა და დემოკრატიული ხმის ჩახშობაში მონაწილეობს. მკითხეთ, შეიძლება თუ არა სანქციები პასუხი იყოს? შეიძლება იყოს. ჩვენ ამას ვხედავთ ბევრ სხვა ქვეყანაში, ადამიანის უფლებების დამრღვევთა წინააღმდეგ სანქციების მთელი რეჟიმი გვაქვს და თუ ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ საქართველოშიც ამ ეტაპზე ვართ, მაშინ მსგავსი რეჟიმის ამოქმედება შეიძლება“, – განაცხადა სერგეი ლაგოდინსკიმ.