LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
მადლობა ღმერთს,  არ გვქონია ომი და ვახერხებთ ამ ოკუპაციის პირობებში შევინარჩუნოთ მშვიდობა- ირაკლი ღარიბაშვილი

“აბსოლუტურად მიუღებელია ის ძალადობა, რომელიც მთელმა საზოგადოებამ იხილა”- ირაკლი ღარიბაშვილი

დაპოსტა 2024/12/12-ში
A A
645
ნახვა
გაზიარება

“ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ირაკლი ღარიბაშვილმა, ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით კომენტარი “კურიერთან” ექსკლუზიურად გააკეთა. ირაკლი ღარიბაშვილმა მადლობა გადაუხადა სამართალდამცველებს და დაგმო მათზე ძალადობის ფაქტები.

“ჩემთვის არის აბსოლუტურად მიუღებელი ის ძალადობა, რომელიც მთელმა საზოგადოებამ იხილა. ნახეთ, როგორ ესხმოდნენ თავს ჩვენს გმირ, საამაყო პოლიციელებს, ჩვენს სპეცრაზმელებს, პატრულის, კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებს, მეხანძრე-მაშველებს, როგორ უშენდნენ ცეცხლს საქართველოს პარლამენტის შენობას. მე მახსენდება ბავშვობის წლები, საშინელი პერიოდი, როცა პარლამენტს ესროდნენ ქვემეხებს და ესროდნენ ავტომატით. დღეს იგივეა, ფაქტობრივად, ჩემთვის იგივე ასოციაციები გამოიწვია ნანახმა მძიმე სცენებმა.

არავის არ მოეწონა ის, რაც ჩვენ ვიხილეთ – ეს არის ყოვლად მიუღებელი, – პოლიციელებზე თავდასხმა არის იგივე სახელმწიფოზე თავდასხმა. როგორც რიგითმა მოქალაქემ და როგორც პარტიის თავმჯდომარემ, მინდა, პირველ რიგში, გადავუხადო ძალიან დიდი მადლობა ბატონ ვახტანგ გომელაურს. თითოეულ პოლიციელსა და სპეცრაზმელს. მათ ძალიან მაგრად მართეს ეს პროცესები და უნდა ითქვას პირდაპირ, რომ სწორედ პოლიციამ, ისევე როგორც უსაფრთხოების სამსახურმა, თავიდან აარიდა ჩვენ ქვეყანას გადატრიალება და რევოლუცია.

ჩვენ კარგად ვიცით, რომ მათი მიზანი ის კი არ იყო, რომ ვიღაცას რაღაც განცხადება არ მოეწონა – რაზეც შემდეგ არაერთი განმარტება გაკეთდა მთავრობის მხრიდან – მათი მთავარი მიზანი იყო ის, რაც მთელი 12 წლის განმავლობაში მათ თავში აქვთ – ეს არის გადატრიალების გზით ხელისუფლებაში დაბრუნება, ამ მოძალადე ფაშისტური ძალების.

ასევე, საზოგადოებამ იხილა ძალიან მკრეხელური, პირდაპირ უნდა ითქვას – სატანისტური რიტუალები, ამ ანარქისტების მიერ ჩატარებული რიტუალები – კუბოს დაწვა და ა.,შ. მე მინდა ვთქვა, რომ ის ადამიანების, რომლებიც, შესაძლოა, გულწრფელად აპროტესტებენ, იქ დგომა და თანამონაწილეობა ავტომატურად იწვევს ძალიან დიდ კითხვის ნიშნებს.

იმედი მაქვს, რომ ეს ყველაფერი გაივლის და ყველა კითხვას გაეცემა პასუხი. ჩვენ ქვეყანას დღეს სჭირდება მშვიდობა, ჩვენს ხალხს სჭირდება დამშვიდება, გაერთიანება საერთო მიზნების გარშემო. ამ არჩევნებზე ჩვენ მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ დაგვიჭირა მხარი – 1 მილიონ 120 ათასი ადამიანი გამივიდა და თქვა, რომ სურს, ხელისუფლებაში დარჩეს “ქართული ოცნება”. ვის აქვს უფლება, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს ასეთი მაღალი ლეგიტიმაცია?! მითუმეტეს, არცერთი გაყალბების ფაქტი მათ არ წარმოუდგენიათ საზოგადოებისთვის, ეს ყველაფერი იყო ტყუილი და ეს ტყუილი ძალიან მალე გაქარწყლდა,” – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

გაზიარება258

დაკავშირებული -პოსტები

სოფელ მლეთაში გურამ დადიანიძის სამძებრო სამუშაოები დასრულებულია

by მეგა TV
აგვისტო 13, 2026
0
კახა, არ მიმატოვო, გეხვეწები – რა ვიდეო ვრცელდება გურამ დადიანიძის საქმეზე
მთავარი

სოფელ მლეთაში ხუთდღიანი სამძებრო სამუშაოები დასრულებულია - 12 წლის წინ გაუჩინარებული გურამ დადიანიძის კვალის დასადგენად ყველა საეჭვო ტერიტორია სკანერებით და სპეც-ტექნიკით შეამოწმეს. ეს იყო მთავარი მოთხოვნა, რომელიც დაკარგული ბიჭის დედას ჰქონდა. როგორც...

დაწვრილებითDetails

“ტვ პირველი” მარეგულირებელმა კომისიამ ტერმინ “სქროლვა-სქრინვის” გამოყენების გამო 5000 ლარით დააჯარიმა

by მეგა TV
აგვისტო 13, 2026
0
“ტვ პირველი” მარეგულირებელმა კომისიამ ტერმინ “სქროლვა-სქრინვის” გამოყენების გამო 5000 ლარით დააჯარიმა
მთავარი

"ტვ პირველი" მარეგულირებელმა კომისიამ ტერმინი "სქროლვა-სქრინვის" გამოყენების გამო 5000 ლარით დააჯარიმა. გადაწყვეტილება დღეს, რამდენიმე საათს წინ გამოაცხადეს. სხდომა, რომელზეც საჩივარს განიხილავდნენ, მოპასუხე მხარის გარეშე ჩასტარეს. "ტვ პირველის" არც ერთი წარმომადგენელი სხდომას არ ესწრებოდა -...

დაწვრილებითDetails

ქუთაისში აგროქიმიკატების არარეგისტრირებული ობიექტი გამოავლინეს

by მეგა TV
აგვისტო 13, 2026
0
ქუთაისში აგროქიმიკატების არარეგისტრირებული ობიექტი გამოავლინეს
მთავარი

აგროქიმიკატების არარეგისტრირებულ სარეალიზაციო ობიექტს საქმიანობა შეუჩერდა სურსათის ეროვნული სააგენტო, ფერმერების ინტერესების დაცვისა და ბაზარზე ხარისხიანი პესტიციდების განთავსების მიზნით აქტიურ კონტროლს აგრძელებს. სააგენტოს იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა აგროქიმიკატების არარეგისტრირებული სარეალიზაციო ობიექტი გამოავლინეს....

დაწვრილებითDetails

ყაზბეგის” საბაჟოზე ყველა სახის საბაჟო კონტროლის პროცედურები შეჩერებულია

by მეგა TV
აგვისტო 13, 2026
0
საქართველოდან ივლის-სექტემბერში 14 ათასით მეტი რუსეთის მოქალაქე გავიდა, ვიდრე შემოვიდა
მთავარი

"ყაზბეგის" საბაჟოზე ყველა სახის საბაჟო კონტროლის პროცედურები შეჩერებულია და საბაჟოს ჩვეულ რეჟიმში, სრული დატვირთვით მუშაობას საფრთხის შემცველი ფაქტორების შემცირების შემთხვევაში გააგრძელებს - ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს. საქმე ის არის, რომ...

დაწვრილებითDetails

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ მაღალი დონის კორუფციის სავარაუდო შემთხვევების განახლებულ სიას აქვეყნებს

by მეგა TV
აგვისტო 13, 2026
0
პრეზიდენტის იმპიჩმენტი ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესის საბოტაჟს ახდენს – „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“
მთავარი

“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ მაღალი დონის კორუფციის სავარაუდო შემთხვევების განახლებული სია გამოაქვეყნა. “საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ინფორმაციით, 2026 წლის 30 ივლისის მდგომარეობით აღრიცხულია ელიტური კორუფციის 340 სავარაუდო შემთხვევა, სადაც “ქართული ოცნების“ 283-ზე მეტი მოქმედი...

დაწვრილებითDetails

დარიალის სასაზღვრო გამშვები პუნქტიდან ხალხის ევაკუაცია მოხდა – შსს

by მეგა TV
აგვისტო 13, 2026
0
დარიალის სასაზღვრო გამშვები პუნქტიდან ხალხის ევაკუაცია მოხდა – შსს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დევდორაკში დამონტაჟებული ადრეული გაფრთხილების სისტემიდან, რომელიც კალაპოტში დინების მინიმალური აწევის შემთხვევაში ცვლილებას აფიქსირებს, შემოვიდა სასიგნალო შეტყობინება. ამ შინაარსის შეტყობინებები უწყებამ მოსახლეობას დაუგზავნა. მათი შეტყობინებებიდან ირკვევა, რომ პროტოკოლის...

დაწვრილებითDetails

მატარებელის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა „ბათუმელები“

by მეგა TV
აგვისტო 13, 2026
0
ლიანდაგებზე მძინარე მამაკაცს მატარებელი შეეჯახა და გადარჩა (უცხოეთი)
მთავარი

ბათუმის ბოტანიკური ბაღის შესასვლელთან თბილისი-ბათუმის მიმართულებით მოძრავი მატარებელი 16 წლის გოგოს დაეჯახა. შემთხვევა დღეს, 13 აგვისტოს მოხდა. შსს-ს ინფორმაციით, შეჯახების შედეგად ახალგაზრდა გოგო ადგილზე გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ...

დაწვრილებითDetails

რომელ დარღვევაზე რამდენი ქულა ჩამოგაკლდებათ

by მეგა TV
აგვისტო 13, 2026
0
რატომ შეიძლება დაჯარიმდეთ 3 000 ლარით
მთავარი

საქართველოში მძღოლს მართვის მოწმობაზე ყოველწლიურად 100 ქულა ენიჭება. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის შემთხვევაში ქულები აკლდება და კონკრეტულ დარღვევაზე დასაკლებ ქულათა რაოდენობა დარღვევის სიმძიმის მიხედვით განსხვავებულია. ამასთან, მას შემდეგ, რაც მართვის...

დაწვრილებითDetails

ამინდი უარესდება – სინოპტიკოსები მოსახლეობას აფრთხილებენ

by მეგა TV
აგვისტო 13, 2026
0
მოსალოდნელია სეტყვა და ხანმოკლე წვიმა – ამინდი საქართველოში
მთავარი

სინოპტიკოსები მოსახლეობას მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებენ. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა. 13-14 აგვისტოს აჭარა-გურიის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის, სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლის...

დაწვრილებითDetails

ბათუმის ბოტანიკური ბაღის შესასვლელთან მატარებელი ახალგაზრდა ქალს დაეჯახა

by მეგა TV
აგვისტო 13, 2026
0
საქართველოს რკინიგზამ ბოლო წლების განმავლობაში ასობით მილიონი ლარი იზარალა- აუდიტი
მთავარი

ბა­თუმ­ში, ბო­ტა­ნი­კურ ბაღ­თან სამ­გზავ­რო მა­ტა­რე­ბე­ლი ქალს შე­ე­ჯა­ხა. Ambebi.ge-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, შემ­თხვე­ვის შე­დე­გად შუა ხნის ქალი ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა. შემ­თხვე­ვა დღეს, 13 აგ­ვის­ტოს მოხ­და. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, შემ­თხვე­ვის გამო, ამ დრო­ის­თვის მა­ტა­რე­ბე­ლი ვე­ღარ გა­და­ად­გილ­დე­ბა,...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"