მეტროსადგურ „სახელმწიფო უნივერსიტეტში“ მომხდარი შემთხვევის შესახებ, 30 წლის ლაშა ამირეზაშვილს განზრახ მკვლელობის ბრალდებით 36 წლის ბექა მინდორაშვილია დაკავებული.
გავრცელებული ინფორმაციით, ის დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფება და ბრალის ოფიციალურ წარდგენას ელოდება.
დაკავებულის ადვოკატის განცხადებით, ჯერჯერობით დაკავებულის პოზიცია ცნობილი არ არის და, სავარაუდოდ, ბრალის წარდგენის პროცესში გახდება ეს ნათელი. ასევე, მოტივზე ადვოკატმა კომენტარი ვერ გააკეთა.