საქართველოს სახალხო დამცველი ბოლო პერიოდში ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გაეროს წარმომადგენლებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ომბუდსმენი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
„11 დეკემბერს საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი გაეროს მუდმივ კოორდინატორს დიდიე ტღებიუკს, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელს საქართველოში იესპერ მოლერს და გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის უფროს მრჩეველს სამხრეთ კავკასიაში ვლადიმერ შკოლნიკოვს შეხვდა.
შეხვედრაზე ბოლო პერიოდში ქვეყანაში განვითარებული მოვლენები განიხილეს, ისაუბრეს სახალხო დამცველის აპარატის როლზე აქციაზე დაკავებულთა და დაშავებულთა უფლებების დაცვის მიმართულებით.
ყურადღება გაამახვილეს სამართალდამცველთა მხრიდან ძალის გადამეტების, განსაკუთრებით ჟურნალისტებისთვის საქმიანობის ხელშეშლისა და მათზე განხორციელებული ძალადობის ფაქტებზე მიმდინარე გამოძიების საკითხებზე.
შეხვედრას ასევე ესწრებოდა სახალხო დამცველის პირველი მოადგილე თამარ გვარამაძე“, – ნათქვამია ინფორმაციაში