LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება განცხადებას ავრცელებს

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება განცხადებას ავრცელებს

დაპოსტა 2024/12/11-ში
A A
49
ნახვა
გაზიარება

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება განცხადებას ავრცელებს და მიუღებლად მიიჩნევს საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონში დაგეგმილ ცვლილებებს.

ორგანიზაციის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, შემოთავაზებული პროექტი ეწინააღმდეგება ევროკავშირთან საქართველოს ასოცირების ხელშეკრულებას, რომელიც ავალებს საქართველოს დაიცვას შრომის ფუნდამენტური სტანდარტები.

„საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება შემაშფოთებლად და მიუღებლად მიიჩნევს საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონში დაგეგმილ ცვლილებებს, რომლის განხილვაც დაჩქარებული წესით მიმდინარეობს პარლამენტში. მიგვაჩნია, რომ პროექტი მნიშვნელოვნად აუარესებს საჯარო მოხელეთა დაცვის არსებულ გარანტიებს, ეწინააღმდეგება შრომის საერთაშორისო სტანდარტებს, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას, საქართველოს კონსტიტუციას, ეროვნულ კანონმდებლობას, საქართველოს საკონსტიტუციო და საერთო სასამართლოების დადგენილ პრაქტიკას.

კანონპროექტის მომზადების პროცესში უგულებელყოფილ იქნა ქვეყანაში მოქმედი ყველაზე წარმომადგენლობითი დასაქმებულთა ორგანიზაციის საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების ჩართულობა. საქართველო არის შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის წევრი სახელმწიფო და 2018 წლიდან რატიფიცირებული აქვს „შრომის საერთაშორისო სტანდარტების განხორციელების ხელშეწყობის მიზნით სამმხრივი კონსულტაციების შესახებ“ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის №144 კონვენცია, რომელიც ავალებს წევრ სახელმწიფოებს შრომის საკითხებზე უზრუნველყოს ეფექტიანი კონსულტაციების გამართვა დამსაქმებელთა გაერთიანებებთან და პროფესიულ კავშირებთან. შსო-ს სტანდარტების შესაბამისად, საქართველოს ორგანულ კანონში შრომის კოდექსში მოქმედებს ნორმები (82-84 მუხლები), რომლის მიხედვითაც სავალდებულოა შრომის საკითხების განხილვა სამმხრივი კომისიის ფორმატში, რაც არ მომხდარა.

ხაზი უნდა გაესვას, რომ შემოთავაზებული პროექტი ეწინააღმდეგება ევროკავშირთან საქართველოს ასოცირების ხელშეკრულებას, რომელიც ავალებს საქართველოს დაიცვას შრომის ფუნდამენტური სტანდარტები და უზრუნველყოს შრომითი უფლებების დაცვის გარანტიების მუდმივი გაუმჯობესება. სწორედ ევროინტეგრაციის პროცესის წყალობით, ასოცირების ხელშეკრულებით აღებული ვალდებულების შესაბამისად, 2015 წელს გატარდა საჯარო სამსახურის რეფორმა, რომლის ერთ-ერთი მიზანი სწორედ საჯარო მოხელეთათვის სტაბილური და ღირსეული სამუშაოს გარემოს შექმნა იყო. საერთაშორისო და ეროვნული სტანდარტების სრული იგნორირებით მომზადებული კანონპროექტის მიხედვით: რეორგანიზაციას მიეცემა ფართო ინტერპრეტაცია და რეორგანიზაციად ცხადდება ფაქტობრივად ყველაფერი, გარდა დაწესებულების დაქვემდებარების და სახელწოდების შეცვლისა. მათ შორის რეორგანიზაციის საფუძველი შესაძლებელია გახდეს სტრუქტურულ ერთეულში თითოეული დასაქმებულისათვის ახალი ფუნქციის დამატება ან არსებული ფუნქციების ცვლილება.

ამასთან, თუკი რეორგანიზაციის დროს დასაქმებულს ახალი ფუნქცია ემატება ან არსებული ფუნქციები ეცვლება, ან ხდება სტრუქტურული ერთეულების შერწყმა ან მცირდება შტატები, თითოეული მოხელე სამსახურიდან გათავისუფლდება და ცხადდება კონკურსი. ამასთან, კანონპროექტი საშუალებას იძლევა ამ პროცესში კონკურსის შედეგად ნებისმიერ პოზიციაზე დაასაქმოს საჯარო სისტემის გარეთ მყოფი პირი, რითაც ხდება რანგირების პრინციპის უგულებელყოფა. რეორგანიზაციის ვადა მცირდება 3 თვიდან 2 თვემდე და რეორგანიზაციის შედეგად გათავისუფლებული მოხელეები აღარ დაექვემდებარებიან მობილობას. სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილებების გასაჩივრება არ აჩერებს მიღებულ აქტებს. ხოლო სასამართლო გადაწყვეტილებით მოთხოვნის დაკმაყოფილება არ იწვევს უკანონოდ გათავისუფლებული პირის სამსახურში აღდგენას.

დავის მოგების შემთხვევაში, გათავისუფლებულ მოხელეს მიეცემა მხოლოდ 3 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით კომპენსაცია. აღნიშნული ეწინააღმდეგება საკონსტიტუციო სასამართლოს უკვე დადგენილ პრაქტიკას (31/07/2015წ. №2/3/630), რომლითაც არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საჯარო სამსახურის შესახებ კანონში იმ დროისთვის არსებული ანალოგიური შინაარსის ნორმა, რომლის მიხედვითაც უკანონოდ გათავისუფლებულ მოხელეს შეეძლო განაცდური პერიოდისთვის მიეღო კომპენსაცია არაუმეტეს 3 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით. გარდა ზემოაღნიშნულისა, კანონპროექტით, საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელს ენიჭება უფლებამოსილება შეცვალოს მოხელის უშუალო ხელმძღვანელის მიერ მომზადებული შეფასება ამ შეფასებიდან 3 თვის ვადაში. შეფასებაზე კი დამოკიდებულია, მათ შორის, მოხელის კლასი, საკლასო დანამატი. ამასთან, 2 ჯერ უარყოფითი შეფასების მიღების შედეგად შესაძლებელია პირის სამსახურიდან გათავისუფლება. მიგვაჩნია, რომ არ არსებობს არანაირი არგუმენტი, რითაც დასაბუთდება ასეთი გადაწყვეტილებების მიღება და მით უფრო დაჩქარებული წესით. ვთვლით, რომ მსგავსი ნაბიჯები კიდევ უფრო ამძიმებს ქვეყანაში არსებული ისედაც მძიმე ფონს და მისი მიღებით საფრთხე შეექმნება არა მხოლოდ შრომითი უფლებების, არამედ კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების ფართო სპექტრის რეალიზებას“, – ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გაზიარება20

დაკავშირებული -პოსტები

18 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
ივნისი 18, 2026
0
როგორ მივიზიდოთ ბედნიერება და იღბალი, ისე რომ სულ თან გვახლდეს
მთავარი

ვერძი დღე ენერგიულად დაიწყება. შესაძლოა, ახალი შესაძლებლობა გამოჩნდეს სამსახურთან ან ფინანსებთან დაკავშირებით. მოერიდეთ იმპულსურ გადაწყვეტილებებს და ყურადღება მიაქციეთ ახლობელი ადამიანის რჩევას.   კურო სასიამოვნო სიახლე ან მოულოდნელი შეხვედრა კარგ განწყობას...

დაწვრილებითDetails

ოქროს ფასი სტაბილურად მაღალია – რა ღირს გრამი საქართველოში

by მეგა TV
ივნისი 17, 2026
0
ოქროს ფასმა ისტორიული მაქსიმუმი კიდევ ერთხელ გადალახა
მთავარი

მსოფლიოში ოქროს ღირებულება სტაბილურ მაჩვენებელზეა. თბილისის დროით 12:30 საათისთვის 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულება 4 324 დოლარი ღირს. ეს კი დღიურ ჭრილში ძვირფასი ლითონის ფასზე 0.26%-იან კლებას წარმოადგენს. რაც შეეხება...

დაწვრილებითDetails

“მიხეილ სააკაშვილის პოსტი მოულოდნელი იყო” – თინა ბოკუჩავა

by მეგა TV
ივნისი 17, 2026
0
ერთადერთი რაციონალური მოთხოვნა არის ხელახალი არჩევნები, რომელსაც ჩაატარებს საერთაშორისო აქტორებით დაკომპლექტებული საარჩევნო ადმინისტრაცია – თინა ბოკუჩავა
მთავარი

სიმართლე გითხრათ, მიხეილ სააკაშვილის პოსტი მოულოდნელი იყო - ჩემთვის უკიდურესად სამწუხაროა და მიმაჩნია, რომ სწორედ ამგვარმა იმპულსურმა და არათანმიმდევრულმა გადაწყვეტილებებმა მიგვიყვანა იქამდე, სადაც ვართ, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ ბრიფინგზე განაცხადა....

დაწვრილებითDetails

დოლარის და ევროს ფასი შეიცვალა – განახლებული კურსი

by მეგა TV
ივნისი 17, 2026
0
რა ეღირება დოლარი და ევრო 9 აგვისტოს?
ეკონომიკა

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6543 ლარი გახდა ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6543 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6554 ლარი იყო....

დაწვრილებითDetails

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ ანგარიში მიიღო

by მეგა TV
ივნისი 17, 2026
0
“ყველა დაფიქსირებული დარღვევის გამოძიება და განხილვა დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს – ეს საქართველოსთვის გარდამტეხი მომენტია”-ევროპარლამენტარები არჩევნებზე
მთავარი

ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზის მიტოვების შემდეგ, „ქართული ოცნება“ ჩინეთთან, რუსეთთან და ირანთან თანამშრომლობისკენ სტრატეგიულ კურსს იღებს, - ამის შესახებ ევროპარლამენტის მიერ საქართველოს შესახებ მიღებულ ანგარიშშია ნათქვამი. „ევროპარლამენტი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ეს რეორიენტაცია ევროატლანტიკური...

დაწვრილებითDetails

ბანგვეთსა და მაჭაკეთში ბეტონის გზის მოწყობა მიმდინარეობს

by მეგა TV
ივნისი 17, 2026
0
ბანგვეთსა და მაჭაკეთში ბეტონის გზის მოწყობა მიმდინარეობს
მთავარი

გორდის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში ბანგვეთსა და მაჭაკეთში ბეტონის გზის მოწყობა აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტი მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს სოფელებში მცხოვრები 600-მდე ბენეფიციარის საცხოვრებელ და სოციალურ პირობებს. გზის აღნიშნულ მონაკვეთს რეაბილიტაცია...

დაწვრილებითDetails

შპს „სანდოს“ დირექტორი და „სასამართლო ექსპერტიზის, არქიტექტურისა და მშენებლობის ეროვნული ცენტრის” ინსპექტორი დააკავა

by მეგა TV
ივნისი 17, 2026
0
დიდ დიღომში, განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებულებს ბრალი წაუყენეს
მთავარი

საქართველოს პროკურატურამ სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულების ფაქტზე, შპს „სანდოს“ დირექტორი და შპს „სასამართლო ექსპერტიზის, არქიტექტურისა და მშენებლობის ეროვნული ცენტრის” ინსპექტორი დააკავა, ხოლო ერთ პირს ბრალდება გამოსაკითხ პირზე ზემოქმედების განხორციელების ფაქტზე წარედგინა....

დაწვრილებითDetails

ეჭვიანობის გამო არასრულწლოვანი ბიჭი თანატოლს ფიზიკურად გაუსწორდა და ვიდეო გადაუღო

by მეგა TV
ივნისი 17, 2026
0
ჭიათურაში შენობის ნგრევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა
მთავარი

Tik-Tok ლაივში გოგოს გამო დაწყებული ეჭვიანობის გამო არასრულწლოვანი ბიჭი თანატოლს ფიზიკურად გაუსწორდა და ვიდეო გადაუღო - ინფორმაციას გამოცემა "მთავარი ამბები კახეთიდან" ავრცელებს. მათი ცნობით, ფაქტი თბილისში, ისანი-სამგორის რაიონში მოხდა. Tik-Tok...

დაწვრილებითDetails

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის ჩემი კანდიდატი არის ნანუკა ჟორჟოლიანი – მიხეილ სააკაშვილი

by მეგა TV
ივნისი 17, 2026
0
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის ჩემი კანდიდატი არის ნანუკა ჟორჟოლიანი – მიხეილ სააკაშვილი
მთავარი

ჩემი თავმჯდომარეობის კანდიდატი არის ნანუკა ჟორჟოლიანი - ნანუკა, გამარჯვების შემთხვევაში რეფორმებს გაატარებს პარტიის ბირთვთან, როგორც ვეტერანებთან და ასევე ახლებთან ერთად, - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წერს. როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, ივლისში ყველა...

დაწვრილებითDetails

საქართველო ვერ მიაღწევს რაიმე პროგრესს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში, სანამ ის არ დაუბრუნდება დემოკრატიული რეფორმების გზას – ევროპარლამენტი

by მეგა TV
ივნისი 17, 2026
0
იმპიჩმენტის პროცესით ხელისუფლებამ აჩვენა, რომ მხარს არ უჭერს საქართველოს EU-ში გაწევრიანების მისწრაფებებს – ევროპარლამენტარები
მთავარი

ევროპარლამენტმა 436 ხმით 145-ის წინააღმდეგ საქართველოს შესახებ ანგარიში დაამტკიცა. ანგარიში მომზადებული საქართველოს შესახებ ევროკომისიის 2025 წლის ანგარიშის გათვალისწინებით.   დოკუმენტის თანახმად, ევროპარლამენტი გამოხატავს სრულ სოლიდარობას ქართველი ხალხის მიმართ, რომელიც აგრძელებს...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"