ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკო ადასტურებს, რომ ბელარუსს ბირთვული იარაღი აქვს, – ინფორმაციას ბელარუსული სააგენტო „ბელტა“ ავრცელებს.
„მე აქ ატომური ქობინები შემოვიტანე, ათობით. ბევრი წერს: „ოჰ, ხუმრობაა, არავის არაფერი შემოუტანია“. შემოიტანეს და ის ფაქტი, რომ ისინი ამბობენ, რომ ეს ხუმრობაა, ნიშნავს, რომ მათ ეს გამოეპარათ“, – აღნიშნა ლუკაშენკომ.
ბელარუსის პრეზიდენტის თქმით, ყველა მისი მტერი, „მეგობარი“ და მეტოქე გააფრთხილა, რომ თუ სახელმწიფო საზღვარზე ფეხსაც კი დაადგამენ, პასუხი მყისიერი იქნება.
„მე არ განვიხილავ ბირთვულ იარაღს ან სხვა რამეს. ამაზე რუსებთან ჯერ კიდევ მანამდე შევთანხმდით, სანამ ბირთვულ იარაღს დაგვიბრუნებდნენ. ჯერ კიდევ არა ის იარაღი, რაც მათ მივეცით. იქ იყო სტრატეგიული იარაღი და ეს არის ტაქტიკური ბირთვული იარაღი. თუმცა, ალბათ ხუთჯერ უფრო ძლიერი ვიდრე ეს „ორეშნიკი“, – აღნიშნა ლუკაშენკომ.