აქციების მეთორმეტე დღეს, აქტუალურია კითხვაა, თუ რა დღის წესრიგი აქვს ოპოზიციას. სამოქმედო გეგმაზე საუბრისას ხელისუფლების ოპონენტი პარტიები აცხადებენ, რომ მიზანი არის ხელახალი არჩევნების ჩატარება – საშუალება კი ხანგრძლივი პროტესტი და საერთაშორისო ზეწოლაა.
“დიდი ეროვნული ერთობა შედგება ამ ქვეყანაში, მოვიშორებთ ივანიშვილს და ქაოსი დამთავრდება. ჩვენ პროტესტი უნდა გავაგრძელოთ, მნიშვნელოვანია, რომ პროტესტი იყოს განგრძობადი, რომ საბოლოოდ ჩავშალოთ სისტემა. დარწმუნებული ვარ, მალე იქნება პერსონალური სანქციები,” – აცხადებს “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ვაშაძე.
“ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის”, ანა ნაცვლიშვილი ხელახალი არჩევნებში აუცილებლობაზე საუბრობს.
“ახალი არჩევნები არის გამოსავალი, რომ ძალაუფლება დაუბრუნდეს ხალხს. როცა ვსაუბრობთ ახალ არჩევნებზე, არ ვგულისხმობთ მოძალადე, თვითმარქვია ხალხით დაკომპლექტებული ორგანოების მიერ ჩატარებულ არჩევნებს,” – აცხადებს ანა ნაცვლიშვილი.