ნახახულევის საჯარო სკოლის პედაგოგები ,ტექნიკური პერსონალი და მოსწავლეები მწუხარებით ვიუწყებით სკოლის დირექტორის, ბატონი ბონდო ტვილდიანის გარდცვალებას და თანავუგრძნობთ გარდაცვლილის ოჯახს.ბონდო მასწავლებელო! ახლა უმძიმესი დღეები გვიდგას,მტკივნეული,სიტყვას რომ უცრემლოდ ვერ დაძრავ,გული ტკივილით რომ გვაქვს გასიებული და გონება მწარე რეალობით დამძიმებული. ყველაფერი რა კარგი იყო შვიდ დეკემბრამდე.თბილად და სიყვარულით ვცხოვრობით დიდი თუ პატარა, უფროსი თუ უმცროსი.ყველას სიხარული ერთი იყო და ტკივილსაც ერთად ვშველოდით.ჩვენი ცხოვრება შვიდმა დეკემბერმა დაამძიმა.გვიჭირს თქვენი გარდაცვალების დაჯერება,ვიცით, ცხოვრება გაგრძელდება,მაგრამ ყველაფერი ვერ იქნება ისე,როგორც თქვენი ხელმძღვანელობის დროს. ჩვენს სკოლას ვეღარ ეყოლება კეთილგულიანი და კეთილღიმილიანი დირექტორი. არ არის მარტივი რამდენიმე ათეული წელი ისე მართო სკოლა, ყველას ინტერესები გაითვალისწინო.თქვენ ეს ნამდვილად შეძელით. მრავალი თაობის ღირსეულად აღმზრდელო, გამორჩეულო ადამიანო,თქვენი განვლილი გზა სამაგალითოა,ყველა უპირობოდ გცემდათ პატივს. გვერწმუნე, მომავალშიც თქვენს ხსოვნას დავიწყება არ უწერია. თქვენი ქმდებებით,დამოკიდებულებებით,ცხოვრების წესით შეძელით გეცხოვრათ არა,,კარგად” ,არამედ ,,სწორად” და ახლა ამქვეყნიურ და იმქვეყნიური ცხოვრების გასაყართან, სწორედ თქვენი ცხოვრების წესით დაგროვილი საუკუნო საგზალი წარგიძღვებათ უფლის სამსჯავროზე მიმავალს. ჩვენ კი უფალს ვთხოვთ, რომ დაგივანოს ცათა სასუფეველი.თქვენი ამქვეყნად არყოფნის სევდას იმით დავიამებთ,რომ სიკვდილს იქითაც ხომ უფრო დიდი სიცოცხლეა.ახლა თვალზე ცრემლმომდგრებმა და ყელში ბურთგაჩხერილებმა, გვინდა გითხრათ, მადლობა, რომ იყავით ჩვენი მასწავლებელი,გამორჩეული დირექტორი.მადლობა,რომ ეს წლები საუკეთესო მოგონებად გვიქციე. – წერია პოსტში.
ქუთაისში ავარია მოხდა
მეგა ტვ -ის ინფორმაციით ქუთაისში რუსთაველის ხიდთან ავარია მოხდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, ერთ-ერთი მანქანა ტაქსია. შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა. ადგილზე პოლიცია და სასწრაფო დახმარებაა მობილიზებული.










