LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ამომრჩევლის ბაზა ნეიტრალურ, ობიექტურ პლატფორმას უნდა გადაეცეს, სადაც თითოეულ ამომრჩეველს ინფორმაციის გადამოწმება შეეძლება, მიიღო თუ არა არჩევნებში მონაწილეობა და რომელ უბანზე მისცა ხმა – გიორგი გახარია

“ხელისუფლება თავად პროვოცირებს სამოქალაქო დაპირისპირებას და ჩვენ, ფაქტობრივად, ქაოსის საზღვარზე ვდგავართ”-გიორგი გახარია

დაპოსტა 2024/12/07-ში
A A
18
ნახვა
გაზიარება

ხელისუფლება თავად პროვოცირებს სამოქალაქო დაპირისპირებას და ჩვენ, ფაქტობრივად, ქაოსის საზღვარზე ვდგავართ, ფაქტია, რომ ივანიშვილს მძევლად ჰყავს აყვანილი სამართალდამცავი სისტემა და სამართალდამცავი სისტემაზე უკანონო დავალებებით – დღეს სამართალდამცავი სისტემა და პოლიცია არა მოქალაქესა და სახელმწიფოს, არამედ, ერთი არანორმალური ადამიანის ახირებებს ასრულებს,- ამის შესახებ „გახარია – საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, საერთაშორისო პარტნიორებმა სანქცირების პროცესი უნდა დაიწყონ იმ ადამიანების მისამართით, რომლებიც მოქალაქეებზე ძალადობენ.

„გუშინ საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ გადაკვეთა წითელი ხაზები და საქართველოს მოქალაქეებს მშვიდობიანი დემონსტრაციის დროს სასტიკად გაუსწორდა. ეს იყო შემთხვევა, როცა საქართველოს ხელისუფლებას ფორმალური მიზეზიც არ ჰქონდა, იმისთვის, რომ დაერბია და ეძალადა მოქალაქეებზე. უფრო მეტიც, ორგანიზებულად საპოლიციო ძალებმა და არაფორმალურმა დაჯგუფებებმა ალყაში მოაქციეს მშვიდობიანი დემონსტრანტები, იტაცებდნენ უმიზეზოდ მშვიდობიან მოქალაქეებს, მათ შორის, გამვლელებს, მათზე ძალადობდნენ. ეს იყო ყველა ნორმის, ადამიანის უფლებების, გამოხატვის თავისუფლების დარღვევა, ფაქტობრივად, ის, რაც დღეს ხდება ყველანაირ კანონს მიღმაა.

ხელისუფლება თავად პროვოცირებს სამოქალაქო დაპირისპირებას და ჩვენ ფაქტობრივად ქაოსის საზღვარზე ვდგავართ, ფაქტია, რომ ივანიშვილის მძევლად ჰყავს აყვანილი სამართალდამცავი სისტემა და სამართალდამცავი სისტემაზე უკანონო დავალებებით, ფაქტობრივად, მძევლად აიყვანა ის 500-ზე მეტი ახალგაზრდა, რომელიც დღეს დაკავებულია. უკანონოდ დაკავებული ადამიანები, რომლებიც ივანიშვილის მძევლები არიან. დღეს ჩვენ არ ვიცით ზუსტი ციფრი, არ ვიცით რამდენი დაშავებულია და სად მკურნალობენ, ფაქტობრივად დღეს დე-ფაქტო ხელისუფლება საქართველოს მშვიდობიან მოქალაქეებზე ძალადობს“, – განაცხადა გახარიამ.

მისივე თქმით, ჩვენ ძალიან სახიფათო საზღვართან მივედით.

„ამიტომ თითოეული საქართველოს მოქალაქის მოვალეობა და ვალდებულებაა, რომ ის რაც ჩვენ გაგვაჩნია – სამართლიანი მშვიდობიანი პროტესტის უფლება დე-ფაქტო ხელისუფლების წინააღმდეგ – ყველამ უნდა მიიღოს მონაწილეობა და ბევრად მეტნი უნდა ვიყოთ, ვიდრე გუშინ ვიყავით. ეს არ უნდა იყოს მხოლოდ თბილისში, ეს უნდა იყოს საქართველოს დიდ თუ პატარა ქალაქებში, ეს ერთადერთი გზაა დავიცვათ ჩვენი სამშობლო, სახელმწიფო და ახალგაზრდები, რომლებზეც დე-ფაქტო ხელისუფლება უკანონოდ ძალადობს.

მინდა მივმართო ჩვენი დე-ფაქტო ხელისუფლების პროპაგანდისტულ მთავარ ინსტრუმენტებს, „იმედს“ და „რუსთავი 2-ს“, თქვენ არაფრით არ განსხვავდებით, იმ ნიღბის უკან დამალული ადამიანებისგან, რომლებიც საქართველოს მოქალაქეებზე ძალადობენ, უფრო მეტიც თქვენი პასუხისმგებლობაა, როდესაც პარალელურ რეალობას ქმნით, როდესაც საქართველოს ქუჩებში რიგით მოქალაქეებს ფიზიკურად უპირისპირდებიან და თქვენს ეთერებში საერთოდ არაფერი არ ხდება, ეს არის ის საფუძველი და გამართლება დღეს, რასაც ხელისუფლება აკეთებს.

მინდა მივმართო სამართალდამცავ ორგანოებს, ძალიან კარგად მესმის თქვენი მდგომარეობა, ჩვენ ყოველთვის ვემსახურებოდით სამშობლოს და საქართველოს მოქალაქეების ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას. ჩემთვის წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება პოლიციელმა იძალადოს, ან გულგრილი იყოს მაშინ, როცა საქართველოს მოქალაქეებზე ძალადობდნენ და მას დახმარება არ გაუწიოს. დღეს სამართალდამცავი სისტემა და პოლიცია არა მოქალაქესა და სახელმწიფოს, არამედ ერთი არანორმალური ადამიანის ახირებებს. თქვენ დღეს მძევლად იმყოფებით ამ ადამიანის მიერ. თითოეული თქვენგანი, რომელიც ძალს მოიკრებს და უარი უთხრას მოძალადე დე-ფაქტო ხელისუფლებას მხოლოდ და მხოლოდ ისტორიის მადლობას დაიმსახურებს“, – განაცხადა გახარიამ.

ამასთან, მან საერთაშორისო პარტნიორებსაც მიმართა და აღნიშნა, რომ აღშფოთების დრო არ არის.

„მინდა მივმართო საერთაშორისო პარტნიორებს, დღეს აღშფოთებების დრო აღარ არის, დღეს საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც თავისუფლებისთვისა და დემოკრატიული ფასეულობებისთვის იბრძვიან, ქმედით ნაბიჯებს და მხარდაჭერას იმსახურებენ. ეს მხარდაჭერა უნდა გამოიხატებოდეს არა მხოლოდ განცხადებებში და აღშფოთებებში, არამედ იმ ადამიანების სანქცირებაში, რომლებიც დღეს საქართველოს მოქალაქეებზე ძალადობენ და არღვევენ ყველა ნორმასა და ადამიანის უფლებას.

სიმართლე ჩვენ მხარესაა და ბევრად უფრო მეტნი ვართ. მშვიდობიანი სამართლიანი პროტესტი ჩვენი ძალაა, რომელიც უნდა დავუპირისპიროთ მოძალადე ხელისუფლებას, დღეს კი ყველაზე ბევრნი უნდა ვიყოთ, არამარტო თბილისის არამედ საქართველოს დიდი თუ პატარა ქალაქების ქუჩებში“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

გაზიარება7

დაკავშირებული -პოსტები

დღეს დიდგორობაა – 905 წელი ისტორიული გამარჯვებიდან

by მეგა TV
აგვისტო 12, 2026
0
დღეს დიდგორობაა – 905 წელი ისტორიული გამარჯვებიდან
მთავარი

დღეს, 12 აგვისტოს, საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული თარიღი - დიდგორის ბრძოლიდან 905 წელი შესრულდა.   1121 წლის 12 აგვისტოს გამართულმა ბრძოლამ, რომელიც მეფე დავით აღმაშენებლის გონივრული სამხედრო სტრატეგიითა და...

დაწვრილებითDetails

12 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
აგვისტო 12, 2026
0
შემოდგომის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
მთავარი

ვერძი   ენერგიული დღე გელოდებათ. სამსახურში შეიძლება ახალი შესაძლებლობა გამოჩნდეს. ემოციების კონტროლი დაგეხმარებათ კონფლიქტის თავიდან აცილებაში.   კურო   ფინანსურ საკითხებში სიფრთხილე გამოიჩინეთ. სპონტანური შენაძენები გადადეთ. პირად ურთიერთობაში სასიამოვნო საუბარი...

დაწვრილებითDetails

12 აგვისტოს ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
აგვისტო 12, 2026
0
სამი დღის განმავლობაში ტემპერატურა 16 გრადუსამდე მოიმატებს
მთავარი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დასავლეთ საქართველოში - ღამით უმეტეს, დღის მეორე ნახევრიდან ზოგიერთ რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, მთიან რაიონებში ზოგან შესაძლებელია ძლიერი. ცვალებადი მიმართულების ქარი...

დაწვრილებითDetails

ტრაგედია ბათუმში – დაღუპულია ახალგაზრდა გოგო

by მეგა TV
აგვისტო 11, 2026
0
ტრაგედია ბათუმში – დაღუპულია ახალგაზრდა გოგო
მთავარი

ტრაგედია ბათუმში - ახალგაზრდა ქალი სიმაღლიდან ვარდნის შედეგად დაიღუპა.   გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა გრიბოედოვისა და პუშკინის ქუჩების გზაჯვარედინთან მოხდა. ქალმა, ვარდნის შედეგად, სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები მიიღო და ადგილზე გარდაიცვალა.  ...

დაწვრილებითDetails

თავისუფალი მედიის განადგურებით ვერ შექმნით თავისუფალ სახელმწიფოს – ტელეკომპანია ,,თრიალეთი” მიმართვას ავრცელებს

by მეგა TV
აგვისტო 11, 2026
0
თავისუფალი მედიის განადგურებით ვერ შექმნით თავისუფალ სახელმწიფოს – ტელეკომპანია ,,თრიალეთი” მიმართვას ავრცელებს
მთავარი

ტელეკომპანია ,,თრიელთი" მიმართვას ავრცელებს ,,მიმართვა თავისუფალი მედიის წინააღმდეგ მებრძოლ ხელისუფლებას! საქართველოს მთავრობა თქვენ შეგიძლიათ დაბლოკოთ საბანკო ანგარიშები! შეგიძლიათ დაგვადოთ ინკასო! შეგიძლიათ უარი გვითხრათ რესტრუქტურიზაციაზე! შეგიძლიათ გააჭიანუროთ სასამართლოები, დამალოთ გადაწყვეტილებები, არ...

დაწვრილებითDetails

იმერეთში ე.წ. ,,ქურდულ სამყაროსთან” კავშორში მყოფი 4 პირი დააკავეს

by მეგა TV
აგვისტო 11, 2026
0
მთვრალმა პოლიციელმა 13 პატიმარი გაათავისუფლა, რათა ახალი წელი აღენიშნათ (უცხოეთი)
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, პროკურატურასთან ერთად, კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 4 პირი დააკავეს, ხოლო 2 პირს...

დაწვრილებითDetails

დააკავეს წითელი ცირკულარით ძებნილი პირი

by მეგა TV
აგვისტო 11, 2026
0
ბათუმში, ავტომობილი ქვეითს დაეჯახა
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს. დაკავებული, თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე, თურქეთში ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის,...

დაწვრილებითDetails

საქართველოდან უცხო ქვეყნის 113 მოქალაქე გააძევეს

by მეგა TV
აგვისტო 11, 2026
0
საქართველოდან უცხო ქვეყნის 34 მოქალაქე გააძევეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის 113 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს.   მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების...

დაწვრილებითDetails

დაკავებულია პირი, ვინც მეტეოროლოგ კობა ფარტენაძეს დანის დარტყმით დაემუქრა

by მეგა TV
აგვისტო 11, 2026
0
ჟურნალისტ კობა ფარტენაძეს დანის დარტყმით დაემუქრნენ – ვრცელდება ვიდეოკადრები
მთავარი

დაკავებულია პირი, ვინც ბათუმში მეტეოროლოგ და და "აჭარის ტელევიზიის" თანამშრომელ კობა ფარტენაძეს დანის დარტყმით დაემუქრა - ხელბორკილები დაადეს კიდევ ერთ პირს.   ბათუმში მომხდარი ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე 2 პირის...

დაწვრილებითDetails

ქუთაისსა და წყალტუბოში ნარკოტიკების რეალიზაციის ბრალდებით 3 პირი დააკავეს

by მეგა TV
აგვისტო 11, 2026
0
ქუთაისსა და წყალტუბოში ნარკოტიკების რეალიზაციის ბრალდებით 3 პირი დააკავეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, სხვადასხვა დროს, უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე დააკავეს.  ...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"