ხმაური და დაპირისპირება იყო ქუთაისში. გუშინ საპროტესტო აქციაზე, მერიის წინ სამართალდამცველებმა მოზარდი დააკავეს.
არასრულწლოვანის დაკავებას მომიტინგეები ეწინააღმდეგებოდნენ, თუმცა ძალის გამოყენებით ის პერიმეტრიდან გაიყვანეს და დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს.
დაკავების სავარაუდო მიზეზი არასრულწლოვანის მიერ პოლიციელების მისამართით საახალწლო პიროტექნიკის სროლა იყოს.
აქციაზე ასევე დაშავდა ერთი მოზარდი, რომელსაც დაპირისპირების დროს თვალის არეში ხელი მოხვდა, მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.










