LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
იმპიჩმენტთან დაკავშირებით არც ერთ პარტიასთან კონსულტაციები არ გვექნება – ანრი ოხანაშვილი

“სტრასბურგმა დაადასტურა კეზერაშვილის მიერ განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენა და აღიარა საქართველოს უზენაესი სასამართლოს განაჩენის კანონიერება” – ანრი ოხანაშვილი

დაპოსტა 2024/12/05-ში
A A
11
ნახვა
გაზიარება

სტრასბურგის სასამართლომ დაადასტურა, რომ დავით კეზერაშვილმა ქართული ჯარისთვის განკუთვნილი 5 მლნ 60 ათასი ევრო გაფლანგა და დაადგინა, რომ კეზერაშვილის მიმართ პოლიტიკური ნიშნით დევნას ადგილი არ ჰქონია – დაველოდებით როგორი რეაგირება ექნება მასთან დაკავშირებით ევროპელ კოლეგებს, რომელთაც კეზერაშვილი მედია მენეჯერად წარმოაჩინეს, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა ანრი ოხანაშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ევროპულმა სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს განაჩენი კეზერაშვილის დამნაშავედ ცნობის შესახებ დასაბუთებული იყო და მის მიმართ უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევას ადგილი არ ჰქონია.

„სტრასბურგის სასამართლომ დაადასტურა, რომ დავით კეზერაშვილმა თავდაცვის მინისტრობის დროს, 2008 წლის აგვისტოს ომამდე მცირე ხნით ადრე, გაფლანგა ქართული ჯარისთვის განკუთვნილი დიდი ოდენობის თანხა, კერძოდ, 5 მლნ 60 ათასი ევრო, რაც დღევანდელი კურსით შეადგენს დაახლოებით 15 მლნ ლარს. სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ დავით კეზერაშვილის მიმართ პოლიტიკური ნიშნით დევნას ადგილი არ ჰქონია, ასევე ის საქართველოს უზენაესი სასამართლოს განაჩენი კეზერაშვილის დამნაშავედ ცნობის შესახებ იყო დასაბუთებული და მის მიმართ უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევას ადგილი არ ჰქონია.

მსურს საზოგადოებას შევახსენო კეზერაშვილის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი სქემის შესახებ. კეზერაშვილმა თავდაცვის მინისტრობის დროს 2008 წლის აგვისტოს ომამდე მცირე ხნით ადრე კანონმდებლობის დარღვევით, ერთ დღეში გააფორმა ფიქციური ხელშეკრულება „ოფშორში“ დარეგისტრირებულ კომპანიასთან, ქართული ჯარის საბრძოლო წვრთნის თაობაზე. მეტიც, აღნიშნული ხელშეკრულება გაფორმდა თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის გვერდის ავლით. სინამდვილეში ქართული ჯარის არავითარი წვრთნა არ ჩატარებულა და შედეგად, მიზანმიმართულად გაიფლანგა ქართული ჯარისთვის კუთვნილი თანხა. 5 მლნ 60 ათასი ევროს ოდენობით. ქართული ჯარის გაძარცვით გამდიდრებული კეზერაშვილი სტრასბურგის სასამართლოში დამატებით ითხოვდა სახელმწიფოსგან 15 ათასი ევროს ოდენობით მორალური ზიანის ანაზღაურებას, რაზეც სტრასბურგის სასამართლომ უარი უთხრა. სტრასბურგის სასამართლომ ყველაფრის გათვალისწინებით დაადასტურა კეზერაშვილის მიერ განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენა და ამით აღიარა საქართველოს უზენაესი სასამართლოს განაჩენის კანონიერება. ვულოცავ ჩვენს სახელმწიფოს, ქართულ ჯარს და ჩვენს საზოგადოებას ევროპულ სასამართლოში ამ ღირსეულ გამარჯვებას. ასევე, დაველოდებით ევროპელ კოლეგებს, იმ რეზოლუციის ავტორებს, რომლებმაც კეზერაშვილი წარმოაჩინეს მედია მენეჯერად, მედიაზე მზრუნველად, როგორი რეაგირება ექნებათ სტრასბურგის სასამართლოს მიერ დამნაშავედ გამოცხადებულ ამ პირთან დაკავშირებით“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

გაზიარება4

დაკავშირებული -პოსტები

ტრაგედია ბათუმში – დაღუპულია ახალგაზრდა გოგო

by მეგა TV
აგვისტო 11, 2026
0
ტრაგედია ბათუმში – დაღუპულია ახალგაზრდა გოგო
მთავარი

ტრაგედია ბათუმში - ახალგაზრდა ქალი სიმაღლიდან ვარდნის შედეგად დაიღუპა.   გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა გრიბოედოვისა და პუშკინის ქუჩების გზაჯვარედინთან მოხდა. ქალმა, ვარდნის შედეგად, სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები მიიღო და ადგილზე გარდაიცვალა.  ...

დაწვრილებითDetails

თავისუფალი მედიის განადგურებით ვერ შექმნით თავისუფალ სახელმწიფოს – ტელეკომპანია ,,თრიალეთი” მიმართვას ავრცელებს

by მეგა TV
აგვისტო 11, 2026
0
თავისუფალი მედიის განადგურებით ვერ შექმნით თავისუფალ სახელმწიფოს – ტელეკომპანია ,,თრიალეთი” მიმართვას ავრცელებს
მთავარი

ტელეკომპანია ,,თრიელთი" მიმართვას ავრცელებს ,,მიმართვა თავისუფალი მედიის წინააღმდეგ მებრძოლ ხელისუფლებას! საქართველოს მთავრობა თქვენ შეგიძლიათ დაბლოკოთ საბანკო ანგარიშები! შეგიძლიათ დაგვადოთ ინკასო! შეგიძლიათ უარი გვითხრათ რესტრუქტურიზაციაზე! შეგიძლიათ გააჭიანუროთ სასამართლოები, დამალოთ გადაწყვეტილებები, არ...

დაწვრილებითDetails

იმერეთში ე.წ. ,,ქურდულ სამყაროსთან” კავშორში მყოფი 4 პირი დააკავეს

by მეგა TV
აგვისტო 11, 2026
0
მთვრალმა პოლიციელმა 13 პატიმარი გაათავისუფლა, რათა ახალი წელი აღენიშნათ (უცხოეთი)
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, პროკურატურასთან ერთად, კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 4 პირი დააკავეს, ხოლო 2 პირს...

დაწვრილებითDetails

დააკავეს წითელი ცირკულარით ძებნილი პირი

by მეგა TV
აგვისტო 11, 2026
0
ბათუმში, ავტომობილი ქვეითს დაეჯახა
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს. დაკავებული, თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე, თურქეთში ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის,...

დაწვრილებითDetails

საქართველოდან უცხო ქვეყნის 113 მოქალაქე გააძევეს

by მეგა TV
აგვისტო 11, 2026
0
საქართველოდან უცხო ქვეყნის 34 მოქალაქე გააძევეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის 113 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს.   მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების...

დაწვრილებითDetails

დაკავებულია პირი, ვინც მეტეოროლოგ კობა ფარტენაძეს დანის დარტყმით დაემუქრა

by მეგა TV
აგვისტო 11, 2026
0
ჟურნალისტ კობა ფარტენაძეს დანის დარტყმით დაემუქრნენ – ვრცელდება ვიდეოკადრები
მთავარი

დაკავებულია პირი, ვინც ბათუმში მეტეოროლოგ და და "აჭარის ტელევიზიის" თანამშრომელ კობა ფარტენაძეს დანის დარტყმით დაემუქრა - ხელბორკილები დაადეს კიდევ ერთ პირს.   ბათუმში მომხდარი ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე 2 პირის...

დაწვრილებითDetails

ქუთაისსა და წყალტუბოში ნარკოტიკების რეალიზაციის ბრალდებით 3 პირი დააკავეს

by მეგა TV
აგვისტო 11, 2026
0
ქუთაისსა და წყალტუბოში ნარკოტიკების რეალიზაციის ბრალდებით 3 პირი დააკავეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, სხვადასხვა დროს, უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე დააკავეს.  ...

დაწვრილებითDetails

რა ხდებოდა წუხელ მლეთაში, სადაც 12 წლის წინ გაუჩინარებული ბიჭის ძებნა დაიწყეს

by მეგა TV
აგვისტო 11, 2026
0
კახა, არ მიმატოვო, გეხვეწები – რა ვიდეო ვრცელდება გურამ დადიანიძის საქმეზე
მთავარი

გუ­რამ და­დი­ა­ნი­ძის გა­უ­ჩი­ნა­რე­ბის საქ­მე - გუშინ გვიან ღამით შსს-მ მლეთაში, იმ ტე­რი­ტო­რი­ის ხე­ლა­ხა­ლი შე­მოწ­მე­ბა და­ი­წყო, სა­ი­და­ნაც 2014 წელს და­კარ­გუ­ლი ბიჭის კვა­ლი გაქ­რა. საგამოძიებო მოქმედებების ადგილას იმყოფებოდა გურამ დადიანიძის დედა სოფო...

დაწვრილებითDetails

11 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
აგვისტო 11, 2026
0
შემოდგომის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
მთავარი

ვერძი   აქტიური დღე გელით. შესაძლოა მოულოდნელი საქმე ან ახალი შესაძლებლობა გამოჩნდეს. ემოციურ გადაწყვეტილებებს მოერიდეთ. სიყვარულში გულწრფელი საუბარი ბევრ რამეს გაარკვევს.   კურო   ფინანსურ საკითხებში სიფრთხილე გამოიჩინეთ. დაუგეგმავი ხარჯი...

დაწვრილებითDetails

11 აგვისტოს ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
აგვისტო 11, 2026
0
სამი დღის განმავლობაში ტემპერატურა 16 გრადუსამდე მოიმატებს
მთავარი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს საქართველოში ამინდი განპირობებული იქნება ამიერ კავკასიის ჩრდილოეთიდან მოქმედი შედარებით ცივი და სამხრეთით მდგარი ცხელი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით. საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტეს რაიონში ხანმოკლე...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"