LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე ირინა იმერლიშვილი კრიტიკას პასუხობს

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე ირინა იმერლიშვილი კრიტიკას პასუხობს

დაპოსტა 2024/12/03-ში
A A
129
ნახვა
გაზიარება

ქართველები ემოციურები ვართ, „ცხელ გულზე“ გვჩვევია დასკვნების გამოტანა, რაც მოსამართლეობისას არაერთხელ მაქვს პირადად გამოცდილი – როდესაც არჩევნების მომწესრიგებელი ნორმების წარმოებაში მიღების კანონისმიერი საფუძვლის არარსებობაში დავეთანხმე მოსამართლეთა უმრავლესობის სამართლებრივ არგუმენტებს, მხოლოდ კანონმდებლობის შესაბამისად ვიხელმძღვანელე,- ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე ირინა იმერლიშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა იმ ფაქტს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს რამდენიმე მოსამართლის მსგავსად, თავადაც დაეთანხმა არჩევნების არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ სარჩელების არსებით განსახილველად არმიღების გადაწყვეტილებას.

მისი თქმით, მოსამართლე, ნებისმიერ დროსა და შემთხვევაში მიუკერძოებელი უნდა იყოს და თავად, საკონსტიტუციო სასამართლოში ყოფნისას გადაწყვეტილება პირადი ან პარტიული სიმპათიებით არასდროს მიუღია.

„საქართველო ევროპაა! ევროპული ღირებულებები, უპირველესად, განსხვავებული აზრის პატივისცემაა. ქართველები ემოციურები ვართ, „ცხელ გულზე“ გვჩვევია დასკვნების გამოტანა, რაც მოსამართლეობისას არაერთხელ მაქვს პირადად გამოცდილი.

როდესაც პრეზიდენტის იმპიჩმენტს არ დავეთანხმე, მაშინ მომნათლეს „ნაციონალების“ მომხრე მოსამართლედ; როდესაც უგულავას სარჩელი არ დავაკმაყოფილეთ, მაშინ „ოცნების“ მომხრედ გამომაცხადეს; მელიას ან/და “რუსთავი 2”-ის სარჩელზე განსხვავებულ აზრზე დარჩენის შემდგომაც „ნაციონალი“ ვიყავი. უსასრულოდ შეიძლება საქმეების ჩამოთვლა… ახლა, როდესაც არჩევნების მომწესრიგებელი ნორმების წარმოებაში მიღების კანონისმიერი საფუძვლის არარსებობაში დავეთანხმე მოსამართლეთა უმრავლესობის სამართლებრივ არგუმენტებს, ვიხელმძღვანელე მხოლოდ კანონმდებლობის შესაბამისად. მოსამართლე, ნებისმიერ დროსა და შემთხვევაში, ყოველთვის უნდა დარჩეს მიუკერძოებელი. საკონსტიტუციო სასამართლოში ყოფნისას არასდროს მიმიღია გადაწყვეტილება პირადი ან პარტიული სიმპათიებით, რისი დასტურიცაა ჩემ მიერ მიღებული უამრავი გადაწყვეტილება. ვერთგულობ მხოლოდ მოსამართლის ფიცს.

მჯერა, საქართველო აუცილებლად გახდება ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი! ჩვენ კი, საქართველოს თითოეული მოქალაქე, პასუხისმგებლობით მოვეკიდებით ჩვენთვის დაკისრებულ მოვალეობებს და ჩვენი უფლებამოსილების ფარგლებში ვიმოქმედებთ ევროპის კავშირსა და ჩრდილო ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად“,- წერს იმერლიშვილი.

საკონსტიტუციო სასამართლომ 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ პრეზიდენტის და 30 პოლიტიკოსის კონსტიტუციური სარჩელები არსებით განსახილველად არ მიიღო. განჩინება, რომელიც სასამართლოს ვებ გვერდზე ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა, საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.

აღსანიშნავია, რომ განსხვავებული პოზიცია, მხოლოდ მოსამართლეებმა – გიორგი კვერენჩხილაძემ და თეიმურაზ ტუღუშმა დააფიქსირეს, შესაბამისად, განჩინებას სხვა რამდენიმე მოსამართლესთან ერთად, ირინა იმერლიშვილის მხარდაჭერა აქვს. აღნიშნულის გამო ირინა იმერლიშვილი კრიტიკის ობიექტია.

გაზიარება52

დაკავშირებული -პოსტები

ტრაგედია ბათუმში – დაღუპულია ახალგაზრდა გოგო

by მეგა TV
აგვისტო 11, 2026
0
ტრაგედია ბათუმში – დაღუპულია ახალგაზრდა გოგო
მთავარი

ტრაგედია ბათუმში - ახალგაზრდა ქალი სიმაღლიდან ვარდნის შედეგად დაიღუპა.   გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა გრიბოედოვისა და პუშკინის ქუჩების გზაჯვარედინთან მოხდა. ქალმა, ვარდნის შედეგად, სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები მიიღო და ადგილზე გარდაიცვალა.  ...

დაწვრილებითDetails

თავისუფალი მედიის განადგურებით ვერ შექმნით თავისუფალ სახელმწიფოს – ტელეკომპანია ,,თრიალეთი” მიმართვას ავრცელებს

by მეგა TV
აგვისტო 11, 2026
0
თავისუფალი მედიის განადგურებით ვერ შექმნით თავისუფალ სახელმწიფოს – ტელეკომპანია ,,თრიალეთი” მიმართვას ავრცელებს
მთავარი

ტელეკომპანია ,,თრიელთი" მიმართვას ავრცელებს ,,მიმართვა თავისუფალი მედიის წინააღმდეგ მებრძოლ ხელისუფლებას! საქართველოს მთავრობა თქვენ შეგიძლიათ დაბლოკოთ საბანკო ანგარიშები! შეგიძლიათ დაგვადოთ ინკასო! შეგიძლიათ უარი გვითხრათ რესტრუქტურიზაციაზე! შეგიძლიათ გააჭიანუროთ სასამართლოები, დამალოთ გადაწყვეტილებები, არ...

დაწვრილებითDetails

იმერეთში ე.წ. ,,ქურდულ სამყაროსთან” კავშორში მყოფი 4 პირი დააკავეს

by მეგა TV
აგვისტო 11, 2026
0
მთვრალმა პოლიციელმა 13 პატიმარი გაათავისუფლა, რათა ახალი წელი აღენიშნათ (უცხოეთი)
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, პროკურატურასთან ერთად, კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 4 პირი დააკავეს, ხოლო 2 პირს...

დაწვრილებითDetails

დააკავეს წითელი ცირკულარით ძებნილი პირი

by მეგა TV
აგვისტო 11, 2026
0
ბათუმში, ავტომობილი ქვეითს დაეჯახა
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს. დაკავებული, თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე, თურქეთში ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის,...

დაწვრილებითDetails

საქართველოდან უცხო ქვეყნის 113 მოქალაქე გააძევეს

by მეგა TV
აგვისტო 11, 2026
0
საქართველოდან უცხო ქვეყნის 34 მოქალაქე გააძევეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის 113 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს.   მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების...

დაწვრილებითDetails

დაკავებულია პირი, ვინც მეტეოროლოგ კობა ფარტენაძეს დანის დარტყმით დაემუქრა

by მეგა TV
აგვისტო 11, 2026
0
ჟურნალისტ კობა ფარტენაძეს დანის დარტყმით დაემუქრნენ – ვრცელდება ვიდეოკადრები
მთავარი

დაკავებულია პირი, ვინც ბათუმში მეტეოროლოგ და და "აჭარის ტელევიზიის" თანამშრომელ კობა ფარტენაძეს დანის დარტყმით დაემუქრა - ხელბორკილები დაადეს კიდევ ერთ პირს.   ბათუმში მომხდარი ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე 2 პირის...

დაწვრილებითDetails

ქუთაისსა და წყალტუბოში ნარკოტიკების რეალიზაციის ბრალდებით 3 პირი დააკავეს

by მეგა TV
აგვისტო 11, 2026
0
ქუთაისსა და წყალტუბოში ნარკოტიკების რეალიზაციის ბრალდებით 3 პირი დააკავეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, სხვადასხვა დროს, უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე დააკავეს.  ...

დაწვრილებითDetails

რა ხდებოდა წუხელ მლეთაში, სადაც 12 წლის წინ გაუჩინარებული ბიჭის ძებნა დაიწყეს

by მეგა TV
აგვისტო 11, 2026
0
კახა, არ მიმატოვო, გეხვეწები – რა ვიდეო ვრცელდება გურამ დადიანიძის საქმეზე
მთავარი

გუ­რამ და­დი­ა­ნი­ძის გა­უ­ჩი­ნა­რე­ბის საქ­მე - გუშინ გვიან ღამით შსს-მ მლეთაში, იმ ტე­რი­ტო­რი­ის ხე­ლა­ხა­ლი შე­მოწ­მე­ბა და­ი­წყო, სა­ი­და­ნაც 2014 წელს და­კარ­გუ­ლი ბიჭის კვა­ლი გაქ­რა. საგამოძიებო მოქმედებების ადგილას იმყოფებოდა გურამ დადიანიძის დედა სოფო...

დაწვრილებითDetails

11 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
აგვისტო 11, 2026
0
შემოდგომის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
მთავარი

ვერძი   აქტიური დღე გელით. შესაძლოა მოულოდნელი საქმე ან ახალი შესაძლებლობა გამოჩნდეს. ემოციურ გადაწყვეტილებებს მოერიდეთ. სიყვარულში გულწრფელი საუბარი ბევრ რამეს გაარკვევს.   კურო   ფინანსურ საკითხებში სიფრთხილე გამოიჩინეთ. დაუგეგმავი ხარჯი...

დაწვრილებითDetails

11 აგვისტოს ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
აგვისტო 11, 2026
0
სამი დღის განმავლობაში ტემპერატურა 16 გრადუსამდე მოიმატებს
მთავარი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს საქართველოში ამინდი განპირობებული იქნება ამიერ კავკასიის ჩრდილოეთიდან მოქმედი შედარებით ცივი და სამხრეთით მდგარი ცხელი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით. საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტეს რაიონში ხანმოკლე...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"