LIVE TV
კვირა, თებერვალი 15, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

როდესაც საქმე მიდგება ევროკავშირში გაწევრიანებაზე, იკითხავენ – გვაქვს თუ არა შესრულებული ასოცირების შეთანხმება, ასოცირების დღის წესრიგი და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებები, ის, რომ არ შეჩერებულა ევროინტეგრაციის პროცესი, სწორედ ამით დასტურდება- ირაკლი კობახიძე

დაპოსტა 2024/11/29-ში
8
ნახვა
გაზიარება

მოლაპარაკებების გახსნა და კანდიდატის სტატუსი არის ფორმალური მხარე, მას შემდეგ, რაც მოგვენიჭა კანდიდატის სტატუსი, ოპოზიციამაც აღიარა, რომ ეს არის მხოლოდ ფორმალობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ეს ფაქტებით დასტურდება, ვინაიდან 20 წელია, ზოგ ქვეყანას მინიჭებული აქვს კანდიდატის სტატუსი, მაგრამ არავითარი წინსვლა არ არის.

„იგივე ეხება მოლაპარაკებების გახსნას. 12 წლის წინ, 2012 წელს გაუხსნეს მონტენეგროს მოლაპარაკებები და დღემდე არავითარი დაჩქარებაც კი არ ყოფილა გაწევრიანების. მკაფიოდ ჩანს, რომ როგორც კანდიდატის სტატუსი, ისე მოლაპარაკებების გახსნა არის ფორმალური მხარე. პრაქტიკული მხარე არის ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება და მეორე – თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება. საბოლოო ჯამში, როდესაც საქმე მიდგება ქვეყნის გაწევრიანებაზე, იკითხავენ ზუსტად ამას – გვაქვს თუ არა შესრულებული ასოცირების შეთანხმება, ასოცირების დღის წესრიგი და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებები. ის, რომ არ შეჩერებულა ევროინტეგრაციის პროცესი, სწორედ ამით დასტურდება. ჩვენ, მთელი ამ წლების განმავლობაში, მიუხედავად ხელოვნური ბარიერებისა, ვაგრძელებდით ვალდებულებების შესრულებას და მიუხედავად ამ შანტაჟისა და უბედურებისა, რასაც ვხედავთ ევროპარლამენტიდან, მათ შორის აღმასრულებელი ბიუროკრატიიდან და ა.შ. ჩვენ ჯიუტად ვაგრძელებთ ამ ვალდებულებების შესრულებას. ზუსტად ეს ნიშნავს, რომ არ შეჩერებულა ჩვენი ევროინტეგრაციის პროცესი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერის თქმით, გარდა ამისა, ყველა საერთაშორისო ინდექსის და რეიტინგის მიხედვით, საქართველო აბსოლუტურად ყველა პარამეტრით წინ უსწრებს, როგორც მოლდოვას, ისე უკრაინას.

„ცოტა ხნის წინ თვითონ ევროკომისიის შეფასება გამოქვეყნდა. ქულებით აფასებენ ქვეყნებს. მოლდოვასაც ვუსწრებთ და ბოსნიასაც ვუსწრებთ წინ, მაშინ, როდესაც მათ გაუხსნეს მოლაპარაკებები და ჩვენ – არა. აქედან ხომ ჩანს, რომ არის სრული უსამართლობა. თქვენ ხომ იცით, მოლდოვაში რა ხდება, როგორ შეიძლება, მოლდოვას ჰქონდეს გახსნილი მოლაპარაკებები და ჩვენ არა. აქედან ხომ ჩანს, რომ ჩვენი ქვეყნის მიმართ არის სრულიად უხეშად უსამართლო დამოკიდებულება. ხომ უნდა გქონდეთ ახსნა, რატომ ხდება ეს, რა ინტერესებთან შეიძლება იყოს დაკავშირებული, უსამართლობას ხომ უნდა ჰქონდეს ახსნა. ჩვენ გვახსოვს სხვანაირი ევროპა თავის დროზე, 1949 წლიდან 2008 წლამდე, ვიდრე გარკვეული კრიზისული პროცესები დაიწყებოდა, ევროპა იყო სამართლიანობის სიმბოლო. სად გაქრა ეს სამართლიანობა? რატომ არ არის სამართლიანი დამოკიდებულება საქართველოს მიმართ. მემგონი ეს კითხვები ძლიან ხმამაღლა უნდა დაისვას ქართულ საზოგადოებაში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გაზიარება3

დაკავშირებული -პოსტები

“დამიკავშირდა არასრულწლოვანები (მშობლებიც), რომელთაც ფიზიკურად პირადად უსწორდებოდნენ გიგას საქმეზე ბრალდებულები” – ეკა კუპატაძე

თებერვალი 14, 2026
368
მთავარი

გიგა ავალიანის დედის, ეკა კუპატაძის თქმით, ის არასრულწლოვანები (მშობლებიც) დაუკავშირდნენ, ვისაც მისი შვილის საქმეზე დაკავებულები ფიზიკურად უსწორდებოდნენ . ეკა კუპატაძის თქმითვე, ექსპერტიზის პასუხების მიხედვით, გიგა ავალიანს, სასიკვდილო დაზიანება მიაყენეს მკვრივი, ბლაგვი...

დაწვრილებითDetails

“ევროინტეგრაცია ჩვენი ქვეყნის ისტორიული და კონსტიტუციური არჩევანია”- “გახარია საქართველოსთვის“

თებერვალი 14, 2026
7
მთავარი

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ უარს აცხადებს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის შეთავაზებაზე, მონაწილეობა მიიღოს საქართველოს ევროინტეგრაციის შესახებ დებატებში. ამის შესახებ განცხადებას პარტია სოციალურ ქსელში ავრცელებს. მათი განმარტებით, ევროინტეგრაცია საქართველოს ისტორიული და კონსტიტუციური არჩევანია და...

დაწვრილებითDetails

დაკავებულია სამი არასრულწლოვანი, რომლებმაც ერთ-ერთი სუპერმარკეტიდან პროდუქცია და თანხა გაიტანეს

თებერვალი 14, 2026
318
მთავარი

სამართალდამცველებმა სამი არასრულწლოვანი დააკავეს,რომლებმაც „ნიკორა-ტრეიდის" ერთ-ერთი ფილიალიდან პროდუქცია და თანხა გაიტანეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამივე არასრუწლოვანი მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს...

დაწვრილებითDetails

აღმოაჩინეს ცილა, რომელმაც შეიძლება ტვინის დაბერება შეანელოს

თებერვალი 14, 2026
24
მთავარი

ჩვენი ტვინი დანარჩენ სხეულთან ერთად ბერდება და შედეგად, სულ უფრო ნაკლებ ტვინის ახალ უჯრედებს წარმოქმნის. ახლახან, მეცნიერებმა აღმოაჩინეს საკვანძო მექანიზმი, რომლის მეშვეობითაც შეიძლება შენელდეს ასაკთან დაკავშირებული ტიპური დაქვეითება ნეირონების წარმოებაში....

დაწვრილებითDetails

რა შემთხვევაში მოხდება სტუდენტთა გამონაკლისის სახით ჩარიცხვა უნივერსიტეტებში – მინისტრის განმარტება

თებერვალი 14, 2026
29
მთავარი

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ განმარტა, რა შემთხვევაში მოხდება უნივერსიტეტებში სტუდენტთა ჩარიცხვა გამონაკლისის სახით. მინისტრის თქმით, დადგენილ კვოტებზე დამატებით სტუდენტთა მიღება გამონაკლისის სახით შეიძლება მოხდეს იმ შემთხვევაში:...

დაწვრილებითDetails

17 თებერვალს მზის დაბნელებაა – რა უნდა იცოდეთ ზოდიაქოს ნიშნებმა

თებერვალი 14, 2026
26
მთავარი

2026 წლის 17 თებერვალს მზის დაბნელებაა. როგორც ასტროლოგები ამბობენ, აღნიშნულ დღეს იმდენად ძლიერი ენერგია აქვს, რომ თითოეულ ადამიანზე მნიშვნელოვან გავლებას მოახდენს. ტრანსფორმაციის ეტაპი იწყება, რომელიც გვაიძულებს, მოძველებულ ურთიერთობებსა და კავშირებს...

დაწვრილებითDetails

რეგულაცია, რომელიც მარტიდან ამოქმედდება – დეტალები

თებერვალი 14, 2026
25
მთავარი

2026 წლის 1-ელი მარტიდან საქართველოში უცხოელთა დასაქმების წესი იცვლება. შრომითი მიგრაციის შესახებ კანონში ცვლილებები მთავრობამ გასული წლის ივნისში მიიღო. ცვლილებების მიხედვით, უცხო ქვეყნის მოქალაქეს საქართველოში დასასაქმებლად დასჭირდება: გაფორმებული შრომითი ხელშეკრულება; D1-კატეგორიის...

დაწვრილებითDetails

„გააკეთეთ ეს, 17 თებერვლიდან, ყოველ დილით…“ – ეზოტერიკოსის რჩევა

თებერვალი 14, 2026
19
მთავარი

ეზოტერიკოსი და მინეროლოგი თამუნა იოსელიანი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და გვასწავლის რიტუალს, რომელიც 17 თებერვლიდან ყოველ დილით უნდა გავაკეთოთ. „გააკეთეთ ეს 17 თებერვლიდან ყოველ დილით... დილის მაგია: ვმუხტავთ ჩაის წარმატებაზე.⠀...

დაწვრილებითDetails

რა საფრთხე ინახება სანელებლებში – სურსათის უვნებლობის სპეციალისტის გაფრთხილება

თებერვალი 14, 2026
18
მთავარი

სურსათის უვნებლობის სპეციალისტი, ირაკლი არაბული, საკუთარ ტიკ-ტოკ გვერდზე საუბრობს, როგორ შევინახოთ სუნელები ისე, რომ ჩვენი ჯანმრთელობისათვის საზიანო არ აღმოჩნდეს: თუ ჩვენ ისეთი შეფუთვით გვაქვს სუნელები, რომელიც მის ხანგრძლივ შენახვას უზრუნველყოფს,...

დაწვრილებითDetails

საქართველოს საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის ფაქტზე უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე დააკავეს

თებერვალი 14, 2026
23
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ახალციხის სამმართველოს სასაზღვრო სექტორ „ჭარალის“ დასაცავ მონაკვეთზე უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე - 1981 წელს დაბადებული თ.ქ. და 1997 წელს დაბადებული ი.ჰ. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».