LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
კახა კალაძე

აბა, გაბედეთ ევროპაში ან ამერიკაში პოლიციელს ვინმე დაელაპარაკოს ისე, როგორც აქციის ზოგიერთი მონაწილე, ნახეთ, რას უზამენ, ძვლებში დაამტვრევენ – არ იფიქროთ, რომ დღეს შევარდნაძის დროინდელი ხელისუფლებაა – კახა კალაძე

დაპოსტა 2024/11/29-ში
A A
13
ნახვა
გაზიარება

აბა, გაბედეთ ევროპის ნებისმიერ ქვეყანაში ან ამერიკაში პოლიციელს ვინმე დაელაპარაკოს ისე, როგორც გუშინ ზოგიერთი აქციის მონაწილე, ნახეთ, რას უზამენ, ძვლებში დაამტვრევენ – არ იფიქროთ, რომ დღეს არის, ბოდიში და შევარდნაძის დროინდელი ხელისუფლება. დღეს, საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელიც იცავს კანონს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც ისაუბრა 28 ნოემბრის აქციის დაშლაზე.

კალაძის აზრით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები იცავენ წესრიგს და უზრუნველყოფენ ადამიანების უსაფრთხოებას.

„არავის არ აქვს უფლება, რომ პოლიციელს, რომელიც საზოგადოებრივ წესრიგს იცავს, მივიდეს, შეაგინოს, შეაფურთხოს, ბოთლები და ქვები ესროლოს, არავის არ აქვს ამის უფლება. ამას ყოველთვის შესაბამისი რეაგირება მოჰყვება. აბა, გაბედეთ ევროპის ნებისმიერ ქვეყანაში, ან ამერიკაში პოლიციელს ვინმე დაელაპარაკოს ისე, როგორც გუშინ ზოგიერთი აქციის მონაწილე, ნახეთ რას უზამენ, ძვლებში დაამტვრევენ“,- განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან პოლიციის მიერ ნაცემი ჟურნალისტების შესახებ დასმულ შეკითხვას, კალაძემ ასე უპასუხა: „ჟურნალისტი არ ნიშნავს იმას, რომ ყველაფერი იკადრო და ვიღაცებს მიაყენოთ შეურაცხყოფა“.

ამასთან, თბილისის მერმა „სისულელე“ უწოდა გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, წყლის ჭავლში, რომელიც შსს-მ მომიტინგეთა დასარბევად გამოიყენა, სავარაუდოდ გარეული იყო ქიმიური საშუალებები.

„რეებს იგონებთ, რა ქიმიური, რაღაც სისულელეებს ნუ ლაპარაკობთ ხოლმე, ერთი წუთი, რა. აქციის ჩატარება, სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება ამ ქვეყანაში დაცულია. ყველას აქვს იმის უფლება, რომ მისი პროტესტი სხვადასხვა ფორმით გამოხატოს, მაგრამ ეს უნდა იყოს კანონის ფარგლებში. ვინც არ უნდა იყოს, ჟურნალისტი იქნება, ბიზნესმენი იქნება, თუნდაც პოლიტიკოსი გასცდება კანონის ჩარჩოებს ამას ყოველთვის მოჰყვება შესაბამისი რეაგირება. მშვიდობიან პროტესტს არ აქვს არანაირი პრობლემა, მაგრამ როგორც კი ჩნდებიან ადამიანები, ვინც შეურაცხყოფას აყენებენ პოლიციას, აგინებენ, ესვრიან ბოთლს, ქვებს. თქვენ როგორ ფიქრობთ?ეს დარჩება რეაგირების გარეშე? ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება არის დაცული და ასევე, რა თქმა უნდა, ამას აქვს თავის ჩარჩოები, არსებობს კანონი, როგორც კი გავცდებით ამას ყველაფერს მოჰყვება შესაბამისი რეაგირება“, – განაცხადა კალაძემ.

რეპლიკაზე, რომ სპეცრაზმელები აქციაზე ჟურნალისტების სახელებსა დაგვარებს პირდაპირ ასახელებდნენ, კალაძემ სარკაზმით იკითხა: „რუსულად, თუ ქართულად?“ კიდევ კარგი, კიდევ კარგი [ქართულად] ისე მაგარია, რუსულიც თუ იცით? შეიძლება ინგლისურადაც“, – უპასუხა კალაძემ ჟურნალისტს.

ამასთან, მისი თქმით, არსებობს კადრები, სადაც ასახულია,რომ პოლიციას შეურაცხყოფას აყენებენ.

„გამოხატვის თავისუფლება არ ნიშნავს იმას, რომ პოლიციელს მიაყენო შეურაცხყოფა. ამის უამრავი კადრი არსებობს. რა თქმა უნდა, ამას რეაგირება ყოველთვის მოჰყვება და პასუხის გაუცემელი არცერთი გადაცდომა არ დარჩება. თქვენ არ იფიქროთ, რომ დღეს არის, ბოდიში და შევარდნაძის დროინდელი ხელისუფლება. დღეს, საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელიც იცავს კანონს, ადამიანის უფლებებს, სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებას, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ პოლიციელს გადაუარო, შეურაცხყოფა მიაყენო აგინო, ბოთლები, ქვები ესროლო. არ გამოვა ასე, მეგობრებო. ყველაფერს აქვს საზღვარი“, – აცხადებს კალაძე.

გაზიარება5

დაკავშირებული -პოსტები

ტრაგედია ბათუმში – დაღუპულია ახალგაზრდა გოგო

by მეგა TV
აგვისტო 11, 2026
0
ტრაგედია ბათუმში – დაღუპულია ახალგაზრდა გოგო
მთავარი

ტრაგედია ბათუმში - ახალგაზრდა ქალი სიმაღლიდან ვარდნის შედეგად დაიღუპა.   გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა გრიბოედოვისა და პუშკინის ქუჩების გზაჯვარედინთან მოხდა. ქალმა, ვარდნის შედეგად, სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები მიიღო და ადგილზე გარდაიცვალა.  ...

დაწვრილებითDetails

თავისუფალი მედიის განადგურებით ვერ შექმნით თავისუფალ სახელმწიფოს – ტელეკომპანია ,,თრიალეთი” მიმართვას ავრცელებს

by მეგა TV
აგვისტო 11, 2026
0
თავისუფალი მედიის განადგურებით ვერ შექმნით თავისუფალ სახელმწიფოს – ტელეკომპანია ,,თრიალეთი” მიმართვას ავრცელებს
მთავარი

ტელეკომპანია ,,თრიელთი" მიმართვას ავრცელებს ,,მიმართვა თავისუფალი მედიის წინააღმდეგ მებრძოლ ხელისუფლებას! საქართველოს მთავრობა თქვენ შეგიძლიათ დაბლოკოთ საბანკო ანგარიშები! შეგიძლიათ დაგვადოთ ინკასო! შეგიძლიათ უარი გვითხრათ რესტრუქტურიზაციაზე! შეგიძლიათ გააჭიანუროთ სასამართლოები, დამალოთ გადაწყვეტილებები, არ...

დაწვრილებითDetails

იმერეთში ე.წ. ,,ქურდულ სამყაროსთან” კავშორში მყოფი 4 პირი დააკავეს

by მეგა TV
აგვისტო 11, 2026
0
მთვრალმა პოლიციელმა 13 პატიმარი გაათავისუფლა, რათა ახალი წელი აღენიშნათ (უცხოეთი)
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, პროკურატურასთან ერთად, კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 4 პირი დააკავეს, ხოლო 2 პირს...

დაწვრილებითDetails

დააკავეს წითელი ცირკულარით ძებნილი პირი

by მეგა TV
აგვისტო 11, 2026
0
ბათუმში, ავტომობილი ქვეითს დაეჯახა
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს. დაკავებული, თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე, თურქეთში ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის,...

დაწვრილებითDetails

საქართველოდან უცხო ქვეყნის 113 მოქალაქე გააძევეს

by მეგა TV
აგვისტო 11, 2026
0
საქართველოდან უცხო ქვეყნის 34 მოქალაქე გააძევეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის 113 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს.   მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების...

დაწვრილებითDetails

დაკავებულია პირი, ვინც მეტეოროლოგ კობა ფარტენაძეს დანის დარტყმით დაემუქრა

by მეგა TV
აგვისტო 11, 2026
0
ჟურნალისტ კობა ფარტენაძეს დანის დარტყმით დაემუქრნენ – ვრცელდება ვიდეოკადრები
მთავარი

დაკავებულია პირი, ვინც ბათუმში მეტეოროლოგ და და "აჭარის ტელევიზიის" თანამშრომელ კობა ფარტენაძეს დანის დარტყმით დაემუქრა - ხელბორკილები დაადეს კიდევ ერთ პირს.   ბათუმში მომხდარი ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე 2 პირის...

დაწვრილებითDetails

ქუთაისსა და წყალტუბოში ნარკოტიკების რეალიზაციის ბრალდებით 3 პირი დააკავეს

by მეგა TV
აგვისტო 11, 2026
0
ქუთაისსა და წყალტუბოში ნარკოტიკების რეალიზაციის ბრალდებით 3 პირი დააკავეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, სხვადასხვა დროს, უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე დააკავეს.  ...

დაწვრილებითDetails

რა ხდებოდა წუხელ მლეთაში, სადაც 12 წლის წინ გაუჩინარებული ბიჭის ძებნა დაიწყეს

by მეგა TV
აგვისტო 11, 2026
0
კახა, არ მიმატოვო, გეხვეწები – რა ვიდეო ვრცელდება გურამ დადიანიძის საქმეზე
მთავარი

გუ­რამ და­დი­ა­ნი­ძის გა­უ­ჩი­ნა­რე­ბის საქ­მე - გუშინ გვიან ღამით შსს-მ მლეთაში, იმ ტე­რი­ტო­რი­ის ხე­ლა­ხა­ლი შე­მოწ­მე­ბა და­ი­წყო, სა­ი­და­ნაც 2014 წელს და­კარ­გუ­ლი ბიჭის კვა­ლი გაქ­რა. საგამოძიებო მოქმედებების ადგილას იმყოფებოდა გურამ დადიანიძის დედა სოფო...

დაწვრილებითDetails

11 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
აგვისტო 11, 2026
0
შემოდგომის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
მთავარი

ვერძი   აქტიური დღე გელით. შესაძლოა მოულოდნელი საქმე ან ახალი შესაძლებლობა გამოჩნდეს. ემოციურ გადაწყვეტილებებს მოერიდეთ. სიყვარულში გულწრფელი საუბარი ბევრ რამეს გაარკვევს.   კურო   ფინანსურ საკითხებში სიფრთხილე გამოიჩინეთ. დაუგეგმავი ხარჯი...

დაწვრილებითDetails

11 აგვისტოს ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
აგვისტო 11, 2026
0
სამი დღის განმავლობაში ტემპერატურა 16 გრადუსამდე მოიმატებს
მთავარი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს საქართველოში ამინდი განპირობებული იქნება ამიერ კავკასიის ჩრდილოეთიდან მოქმედი შედარებით ცივი და სამხრეთით მდგარი ცხელი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით. საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტეს რაიონში ხანმოკლე...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"