გელათის რეაბილიტაციის კომიტეტის განცხადება სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ცრუ ინფორმაციასთან დაკავშირებით :
გვსურს გამოვეხმაუროთ სოციალურ ქსელებში, გელათის მონასტრის სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით გავრცელებულ მორიგ დეზინფორმაციას. ცილისწამების ახალი ფაზა ეხება ე.წ. დაზიანებებს თითქოს, ყრმა იესოს სახეზე ბზარი მძიმე ისტორიული წარსულის შედეგი კი არა,ახლად მიღებული დაზიანებაა. ეს არაპროფესიული და არაეთიკური ქმედებები ემსახურება გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტის მიერ გელათის კომპლექსში მიმდინარე საკვლევ-საკონსერვაციო ქმედებების დისკრედიტაციას.
სამწუხაროა, რომ ამგვარი დეზინფორმაციის გავრცელებაში მონაწილეობას იღებენ კულტურული მემკვიდრეობის სფეროში გათვითცნობიერებული პირებიც, რომელთაც უნდა იცოდნენ, რომ გელათის მოზაიკური კომპოზიცია მნიშვნელოვნად იყო დაზიანებული ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის 80-იან წლებშიც, რასაც დიდწილად განაპირობებდა მონასტრის სიახლოვეს მიმდინარე კარიერული აფეთქებები. აღნიშნული მძიმე გარემოებიდან გამომდინარე, მიღებული იქნა გადაწყვეტილება და გამოჩენილმა ქართველმა კონსერვატორმა, აწ განსვენებულმა კარლო ბაკურაძემ, მოზაიკური კომპოზიციის გადასარჩენად ფასდაუდებელი საკონსერვაციო პროექტი განახორციელა. ბატონმა კარლომ მოახდინა 85% საფუძველს მოცილებული მოზაიკური კომპოზიციის ფიქსაცია და გამაგრება. სწორედ ამ საკონსერვაციო პროექტის განხორციელების შემდეგ, 1991 წელს, მოხდა ფოტო-გადაღება და აღნიშნული მასალა დღესდღეობით ინახება გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრის არქივში.
ფართო საზოგადოებას გვინდა გავაცნოთ სოციალურ ქსელებში გავრცელებული ფოტოების ანალოგი, რომელიც 1991 წელს არის გადაღებული და რომელიც გამოთხოვილ იქნა გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრის არქივიდან: იხილეთ შედარებითი ვიზუალიზაცია:
აღნიშნული მასალა ცხადად აჩვენებს, რომ არსებული დაზიანებები მაშინაც აღენიშნებოდა მოზაიკას და ამის დაბრალება დღეს მიმდინარე პროცესზე ან ამორალურობაა ან სრული უმეცრება!
დეზინფორმაციის გამავრცელებლებს გვსურს ასევე შევახსენოთ, რომ მე-20 საუკუნის 90-იანი წლების შემდეგ, კულტურული მემკვიდრეობის სფეროს მესვეურთა მხრიდან, ათწლეულების განმავლობაში, არ დამდგარა საკითხი მოზაიკური კომპოზიციის მდგომარეობის შეფასებისა და შემდგომი კვლევისა, ვიდრე, გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტის მიერ არ იქნა მოწვეული მოზაიკის კონსერვაციის მიმართულებით მსოფლიოში წამყვანი სპეციალისტი – პროფესორი რობერტო ნარდი. მისი დიდი ძალისხმევითა და უაღრესად ფრთხილი მიდგომით, ამ ეტაპზე, მიმდინარეობს მოზაიკის მდგომარეობისა და მასალების სპეციფიკაციის კვლევა, რათა ზუსტად და უსაფრთხოდ დაიგეგმოს მომავალი საკონსერვაციო მიდგომები და მეთოდოლოგია. – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში .
მეგა ტვ -ის ინფორმაციით ქუთაისში რუსთაველის ხიდთან ავარია მოხდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, ერთ-ერთი მანქანა ტაქსია. შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა. ადგილზე პოლიცია და სასწრაფო დახმარებაა მობილიზებული.
სამტრედიაში, სოფელ იანეთში სამგზავრო მიკროავტობუსი აფეთქდა. როგორც თვითმხილველი "მეგა ტვ"-ს უყვება შემთხვევა ცოტა ხნის წინ ერთ-ერთ გაზგასამართ სადგურზე მოხდა. მისივე თქმით შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. "მარშრუტკა შუაზე იყო გაგლეჯილი, ალბათ...
ბრიტანეთის ქალაქ ბედფორდის მიმდებარედ ორი სამგზავრო მატარებლის შეჯახების შედეგად ერთი მემანქანე დაიღუპა, ხოლო 89 ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, შემთხვევის ადგილზე საგანგებო სამსახურები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ. აღმოსავლეთ...
ეზოტერიკოსი გოგა მანია სოციალურ ქსელში უახლეს წინასწარმეტყველებას ავრცელებს: „19.06.2026 წლის ჩანაწერი - ახალი წინასწარმეტყველება; ეს არის მცირე ჩამონათვალი, ჩემი ჩანაწერებიდან და ყოველთვის ინახება ის საგულდაგულოდ დაცულ ადგილას. ჩემი ხილვების 100-დან...
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის 2026 წლის პირველი კვარტლის შესახებ მონაცემებს აქვეყნებს. „საქსტატის“ ინფორმაციით, 2026 წლის I კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა მიმდინარე ფასებში 24 774.6 მლნ....
პირველი ივლისიდან მილიონ ლარამდე სესხები მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში გაიცემა. ეს შეზღუდვა ეხებათ იმ პირებს, რომლებსაც შემოსავალი ლარში აქვთ. ახალი რეგულაცია არ ვრცელდება იმ ადამიანებზე, რომლებიც შემოსავალს უცხოურ ვალუტაში იღებენ –...
ექიმი გიორგი ღოღობერიძე საუბრობს, რატომაა ღამით ნერწყვდენა საყურადღებო და რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ პრობლემა მოვაგვაროთ: „დილით როცა გაიღვიძებთ, თუ შენიშნავთ, რომ ბალიში, რომელზეც თავი გედოთ, რაღაც ადგილზე სველია და...
2026-2027 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლების დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმებს შპს „საგანმანათლებლო რესურსები“ კომპანია შპს „გლორი ტექსტილი ინდასთრისგან“ შეიძენს - ამის შესახებ ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს. აღსანიშნავია, რომ „გლორი ტექსტილი...
2026 წლის ივნისში ყველაზე იღბლიან ნიშნებად ხშირად სახელდება: ტყუპები – ახალი შესაძლებლობები, კარიერული წინსვლა, ფინანსური ზრდა და წარმატებული კომუნიკაცია. ბევრ ასტროლოგიურ პროგნოზში სწორედ ეს ნიშანი ლიდერობს. კირჩხიბი – პიროვნული განახლება,...
ზუგდიდში ცნობილ ექიმს გლოვობენ. ზუგდიდელების გამორჩეულ ექიმს ნარგიზა ვეკუას, ბოლო დროს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა. მას გული აწუხებდა. გულისხმიერი და თავისი საქმის პროფესიონალი ექიმის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში ეხმიანებიან: „საოცრად გულისხმიერი ნარგიზა...