სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი ვერ შეიკრიბება, – ამის შესახებ კონსტიტუციონალისტი, ვახუშტი მენაბდე სოციალურ ქსელში წერს, რითაც გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომ 19 ნოემბერს საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სარჩელს შეიტანს.
ვახუშტი მენაბდის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ სარჩელი რომც არ დაკმაყოფილდეს, პროცესი დაახლოებით ერთი თვე მაინც გაგრძელდება.
„პრეზიდენტს სარჩელი შეაქვს საკონსტიტუციო სასამართლოში. რას იწვევს ეს? სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი ვერ შეიკრიბება. როგორ?
პრეზიდენტმა ასევე ახსენა არჩევნების საყოველთაობის პრინციპი, ემიგრანტების ხმის უფლების კონტექსტში.
ნაბიჯი 2️: პარლამენტის პირველ სხდომაზე იქმნება დროებითი სამანდატო კომისია, რომელიც ცესკოს მიერ გადაცემული დოკუმენტაციის საფუძველზე მოხსენებას წარუდგენს პარლამენტს, რაზე დაყრდნობითაც დგება იმ დეპუტატების სია, რომელთა უფლებამოსილებაც უნდა ცნოს უმაღლესმა წარმომადგენლობითმა ორგანომ. სიაში არ შეიტანება ის, ვისი დეპუტატად არჩევის კანონიერება გასაჩივრებულია საკონსტიტუციო ან საერთო სასამართლოში. იმისთვის, რომ პარლამენტმა საკუთარი უფლებამოსილება ცნოს, საჭიროა ამ სიაში 100 პირი მაინც იყოს. თუ უფლებამოსილება ცნობილ დეპუტატთა რაოდენობა 100-ზე ნაკლებია, პლენარული სხდომა წყდება და ხელახლა მოიწვევა მას შემდეგ, რაც შესაძლებელი გახდება ამ რიცხვის შევსება.
ვადები და შეჯამება:
პრეზიდენტი სარჩელს ხვალ შეიტანს. საკონსტიტუციო სასამართლოში განხილვის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 30 დღეს. სარჩელი რომც არ დაკმაყოფილდეს (ამის მოლოდინი არ მაქვს, საკონსტიტუციო სასამართლო კონტროლდება ოცნების მიერ), პროცესმა დაახლოებით ერთი თვე შეიძლება მოიგოს, რადგან პარლამენტის შეკრების დროისთვის საკონსტიტუციო სასამართლოში წამოწყებული დავა, სავარაუდოდ, დასრულებული არ იქნება. პარლამენტის შეკრებისას სარჩელის შეტანიდან დაახლოებით ერთი კვირა იქნება გასული. ერთ კვირაში კი სასამართლო ვერ შეძლებს სარჩელის საქმის ჯერ დასაშვებობის, შემდეგ კი არსებითი განხილვასა და გადაწყვეტას. ამას რამდენიმე კვირა დასჭირდება. სანამ საქმე საკონსტიტუციოში იქნება, პარლამენტი ვერ ცნობს საკუთარ უფლებამოსილებას. რეგლამენტის მიხედვით, მას არავითარი დისკრეცია არ აქვს. უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს არ შეუძლია ცნოს იმ დეპუტატების უფლებამოსილება, ვისი არჩევის კანონიერება გასაჩივრებულია სასამართლოში, ხოლო თუ მათი რაოდენობა 51-ზე მეტია, საკანონმდებლო ორგანო სრულ უფლებამოსილებას ვერ იძენს. ზემოთ აღწერილი სარჩელის შემთხვევაში კი 150-ვე დეპუტატის არჩევის კანონიერებაა გასაჩივრებული“, – წერს ვახუშტი მენაბდე.