UFC-ის ჩემპიონი, მერაბ დვალიშვილი მოკრივე ავთანდილ ხურციძეს პასუხობს, რომელმაც რამდენიმე დღის წინ ვიდეო მიმართვა გაავრცელა, რომელშიც აღნიშნა, რომ დვალიშვილთან ბრძოლა სურს. ის დვალიშვილს კისრის მოტეხითაც დაემუქრა.
“მეგობრებო რასაც ავთანდილ ხურციძე კადრულობს “ტი კტოკ“ ვიდეო მიმართვებით ჩემს წინააღმდეგ, ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ ეს ადამიანი არ არის სრულ ჭკუაზე. ეს პიროვნება არის ჩვენი ქვეყნის, სპორტისა და კაცობის სირცხვილი…
ადამიანი რომელიც მსგავს რამეს იკადრებს, კარგად იცით რისი ღირსია და რასაც იმსახურებს!
მოვუწოდებ მისი ოჯახის წევრებს, ახლობლებს და მეგობრებს, მიაქციონ ყურადღება, უმკურნალონ და დაეხმარონ ამ ადამიანს! მას სჭირდება სერიოზული დახმარება. მე არ მინდა ის პირადად ვნახო და ფიზიკურად გავუსწორდე, მითუმეტეს სამართლებრივად მივხედო ამ საქმეს, ცილისწამებისთვის, ჩემი ღირსების და რეპუტაციის შელახვისთვის. ეს არ ჯდება ჩემი ცხოვრების წესში. მე მეცოდება მისი პატარა შვილი და მშობლები, რომლებსაც პირადად ვიცნობ…“ – წერს დვალიშვილი.
- როგორც უკვე აღვნიშნეთ მანამდე მოკრივე ავთანდილ ხურციძემ ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც ამბობდა:
“ტელევიზია რომაა საქართველოში, მოჩხუბარი პარტნიორი რომ ჰყავთ, მოდი, თქვენ პარტნიორს ვეჩხუბები, “ვებოქსავები” ოღონდ, ისე არა. “ვებოქსავები”, გამოიყვანეთ თქვენი დვალიშვილი და “ვებოქსავები”, ბებერი ავთანდილა ხურციძე და დავცხოთ. მაგრამ ეს დღეს და ხვალ კი არ მოხდება. ამას დრო დასჭირდება, ერთი წელი მაინც. ამ ერთ წელიწადში კიდევ რაღაცებს გავაკეთებ და სარეიტინგო ბრძოლას….
არც მაგის ქამარი მინდა და არაფერი, ერთ ათ რაუნდიან ბრძოლაში ვეჩხუბები, თუ გინდა, 12 იყოს. კი არ მივა მანამდე ჩხუბი, მანამდე მოტეხავ მაგას კისერს. გავთიშავ, ოღონდ კრივში, გპირდებით, რომ გავთიშავ და ქართველ გულშემატკივრებს ექნებათ საყურებელი.
კი, მართალია ჩემს ჩხუბს არ აჩვენებენ საქართველოში, მაგრამ მერაბს ხომ აჩვენებენ საქართველოში და გამოვჩნდები მეც”, – ამბობს ხურციძე.