გარემოს ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს მოსალოდნელი ამინდის შესახებ.
სააგენტოს ცნობით, 3 ნოემბერს, დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ქარის გაძლიერება.
ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვაა მოსალოდნელი.
„მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. საფრთხის დონე საშუალოა“ – იუწყება სააგენტო.
აჭარის მაღალმთიანეთში თოვაა მოსალოდნელი.










