როგორ დაიცავენ პროდასავლური პარტიები ხმებს – კონსულტაციები დასრულებულია. ოპოზიცია ქუჩაში გადის.
შევიკრიბებით ორშაბათს, საღამოს 19:00 საათზე რუსთაველზე და იქ მოგახსენებთ სამოქმედო გეგმას დეტალურად თუ როგორ, შინ თუ გარეთ, კანონის მიხედვით, სამართლებრივად, მშვიდობიანად, მაგრამ ორგანიზებულად და შედეგიანად გაგრძელდება ჩვენი პროტესტი – განაცხადა ანა დოლიძემ ოპოზიციის გაერთიანებულ ბრიფინგზე.
არავინ აპირებს რამდენიმე ჩანჩურას და ჭინკას გაატანოს არჩევანი – თქვა “ძლიერი საქართველოს” ლიდერმა.










