2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემა დასრულდა.
ქუთაისში ყველა საარჩევნო უბანი დაიხურა.
ბოლო მონაცემებით, ქუთაისში არჩევანზე 81 242 ადამიანი მივიდა, რაც ქუთაისში რეგისტრირებული ამომრჩევლების 53,27% პროცენტს შეადგენს. 2020 წლის არჩევნებზე 74 236 ადამიანი მივიდა.
პოლიტიკური პარტიებისა და სადამკვირვებლო, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ, საარჩევნო პროცესში გამოვლენილ დარღვევებზე, ქუთაისის საოლქოში 33 საჩივარი შევიდა, რომლებზეც საოლქო კომისია იმსჯელებს.
ქუთაისში 72 საარჩევნო უბანი და 152 506 ამომრჩეველი იყიორეგისტრირებული. ქვეყნის მასშტაბით, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 508 294-ს შეადგენდა. ამომრჩევლებს, ჯამში, 3 111 საარჩევნო უბანი ემსახურებოდა. საარჩევნო პროცესს აკვირდებოდა 76 საერთაშორისო და 111 ადგილობრივი ორგანიზაციის დამკვირვებელი, ჯამში 25 000 – მდე პირი. პროცესს აშუქებდა 199 მედია ორგანიზაციის 2800-ზე მეტი წარმომადგენელი.