სამხრეთ ლიბანში დაღუპული ისრაელელი ჯარისკაცების რიცხვი გაიზარდა. ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, სახმელეთო ოპერაციის დაწყების შემდეგ ლიბანის ტერიტორიაზე 8 სამხედრო მოსამსახურეა დაღუპული.
დაღუპულთა ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა. ბენიამინ ნეთანიაჰუმ ქვეყნის მტრებზე გამარჯვების პირობა დადო.
მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია 1 დაღუპული ჯარისკაცის შესახებ.