დედოფლისწყაროში, სოფელ გამარჯვებაში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში 32 წლის მამაკაცის ცხედარი იპოვეს.
გარდაცვლილს სანადირო თოფიდან მიყენებული ცეცხლნასროლი ჭრილობა აქვს.
ახლობლების ინფორმაციით, მას იარაღი საკუთარ სახელზე ჰქონდა რეგისტრირებული და ის წმენდის დროს გაუვარდა.
გარდაცვალების რეალური მიზეზი, ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ გახდება ცნობილი. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115- ე მუხლით დაიწყო.