არსებული ინფორმაციით, სამხატვრო აკადემიის აივნიდან გოგო გადავარდა და დაიღუპა. როგორც თვითმხილველი palitravideo-ს უყვება, აკადემიაში “welcome party” მიმდინარეობდა.
“ეზოში ისხდნენ და უცებ ატყდა ამბავი. გოგონა მე-2 სართულის აივნიდან გადავარდნილა. სასწარფო 5 წუთში მისულა ცოცხალი იყო, თუმცა კლინიკაში მისვლამდე გარდაიცვალა,” – უყვება წყარო palitravideo-ს.
შსს-ში განაცხადეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.