LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
რომელი წამლის მიღებას უკრძალავს ექიმი კოვიდპაციენტებს

“აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვები სიმაღლეში იზრდებიან, ზოგმა 3 სანტიმეტრით, ზოგმა 4-ით, ზოგმა კი 2.5-ით მოიმატა”

დაპოსტა 2024/10/01-ში
A A
42
ნახვა
გაზიარება

აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების ნაწილმა, სამკურნალო პრეპარატის მიღების შედეგად, თითქმის ერთ წელიწადში, სიმაღლეში 2.5, 3 და 4 სანტიმეტრით მოიმატა, გაუმჯობესდა მათი ცხოვრების ხარისხიც.

როგორც “ინტერპრესნიუსს” იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს ამბულატორიული განყოფილების უფროსმა, ეკა კანდელაკმა განუცხადა, ამ ეტაპზე სამკურნალო პროგრამაში დიაგნოზის მქონე ბავშვების მე-3 ნაკადია ჩართული. ინექციის მისაღებად მე-4 ნაკადიც უკვე ემზადება.

„ამ ეტაპზე, ჩვენ აქონდროპლაზიის მქონე პაციენტების მესამე ნაკადი გვყავს და ამ დროისთვის, ჩვენთან 5 პაციენტი დადის. ამ მედიკამენტის [VOXZOGO-ს – „ვოსორიდიტის”] გამოყენება შარშან, 15 ნოემბერს დავიწყეთ და ეტაპობრივად სამი ჯგუფი ჩავრთეთ, ამ დროისთვის მე-4 ჯგუფი ემზადება ჩასართავად. ჩვენ ნოემბერში შედეგებს შევაჯამებთ, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ პერიოდული შემოწმების საფუძველზე, რასაც ჩვენ ვატარებთ 3 ან 6 თვეში ერთხელ, მედიკამენტის მოქმედების ძალიან კარგი, პოზიტიური შედეგებია – სხვადასხვა პაციენტთან სხვადასხვაგვარი, მაგრამ სიმაღლეში ზრდის მაჩვენებლები მიღებული გვაქვს. სიმაღლეში ზრდაზე მეტად უფრო მნიშვნელოვანია სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესება, რაც ამ ბავშვებთან მოხდა, იმიტომ, რომ მათთვის ყოველდღიური ცხოვრებისეული გარკვეული ამოცანების გადასაჭრელად 1-2 ან 3 სანტიმეტრი გადამწყვეტი იყო და მათი სიცოცხლის ხარისხი მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია. თუმცა ამ ჯგუფს (საკმაოდ სერიოზული ჯგუფია პაციენტების) ძალიან ბევრი თანმხლები სხვა მდგომარეობაც აქვთ, რომელიც მათი ძირითადი დიაგნოზით არის განპირობებული და ამ თანმხლები მდგომარეობების კვლევას და მართვასაც, ასევე, ჩვენს კლინიკაში ვცდილობთ.

ბავშვები იზრდებიან. ზოგმა 3 სანტიმეტრი, ზოგმა 4 სანტიმეტრი, ზოგმა კი 2.5 სანტიმეტრი მოიმატა. ის ეფექტი, რაც მედიკამენტს უნდა ჰქონოდა, ამ მედიკამენტმა გამოავლინა. ამ შემთხვევაში, ცალკეული მაგალითების მოყვანა სწორი არ იქნებოდა, ხოლო შედეგების შეჯამება ნოემბრის ბოლოს გვექნება.

ამ მედიკამენტს თანმხლები ეფექტები გააჩნია და რამდენიმე პაციენტთან გამოვლინდა თანმხლები მოვლენები, რაც მოსალოდნელი იყო, მაგრამ სხვა მხრივ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება, ამ მედიკამენტის გამოყენებას (არც იყო მოსალოდნელი, რომ მოჰყოლოდა) არ მოჰყოლია. აქონდროპლაზია არის მძიმე დაავადება, მას ახასიათებს სხვა გამოვლინებანიც, გარდა იმისა, რომ სიმაღლეში ზრდის პრობლემებია, აქ სხვა გამოვლინებებიც არის. კერძოდ, ხერხემლის და კიდურის დეფორმაციები, ჰიდროცეფალია, ძილის პრობლემები. რასაკვირველია, ეს პრობლემები ამ ბავშვებს აქვთ. მედიკამენტის ფონზე ერთი წელი ცოტაა იმისთვის, რომ გვეთქვა – „ეს კომორბიდობები გამოსწორებულია“, თუმცა წლის ბოლოს შეჯამება მოგვცემს უფრო მეტის თქმის საშუალებას. მედიკამენტის მწარმოებელიც ჯერჯერობით ბოლომდე ვერ გვეუბნება, რომ ეს კომორბიდობები, რაც არის, იქნება მთლიანად ალაგდეს, ამ მედიკამენტის გამოყენების შედეგად, ეს ასე არ გვაქვს და არც ასე იყო მოსალოდნელი. ყოველ შემთხვევაში ცხოვრების ხარისხი გაუმჯობესდა და სიმაღლეში ზრდა არის, ზოგან ნაკლები, ზოგან კი მეტი. მედიკამენტის შედეგები ინდივიდუალურია და ის დამოკიდებულია: ასაკზე, სქესზე, მკურნალობის დაწყების პერიოდზე და ა.შ.“, – განაცხადა იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს ამბულატორიული განყოფილების უფროსმა, ეკა კანდელაკმა.

შეგახსენებთ, რომ გასულ წელს აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მშობლები 24-საათიანი საპროტესტო რეჟიმით, დიაგნოზისთვის საჭირო მედიკამენტის „ვოსორიდიტის“ შემოტანას და ბავშვებისთვის მკურნალობის დაწყებას ითხოვდნენ. გასული წლის 24 მაისს იშვიათი დაავადებების სახელმწიფო პროგრამას აქონდროპლაზიის დიაგნოზი ოფიციალურად დაემატა, ხოლო 2023 წლის 26 ივლისს კი მშობლების და მოქალაქეების პროტესტის ფონზე საქართველოს მთავრობამ „ვოსორიდიტის“ საქართველოში შემოტანის გადაწყვეტილება მიიღო, ხოლო 15 ნოემბერს, იაშვილის სახელობის კლინიკაში აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების ნაწილმა სამკურნალო პრეპარატის პირველი ინიექცია გაიკეთა.

“ინტერპრესნიუსს”

გაზიარება17

დაკავშირებული -პოსტები

7 ოქტომბერს ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე დებატები გაიმართება

by მეგა TV
ოქტომბერი 5, 2026
0
“ყველა დაფიქსირებული დარღვევის გამოძიება და განხილვა დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს – ეს საქართველოსთვის გარდამტეხი მომენტია”-ევროპარლამენტარები არჩევნებზე
მთავარი

ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე დებატები და რეზოლუციის კენჭისყრა გაიმართება, - ინფორმაცია ევროპარლამენტის ვებგვერდზეა განთავსებული. ევროპარლამენტის დღის წესრიგის თანახმად, დებატები სახელწოდებით - „მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ მცდელობები საქართველოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ“...

დაწვრილებითDetails

„სამართლიანობის აღდგენა ჩემი ერთადერთი იმედია…”- მოკლული დავით ნარიმანიძის დედა ემოციურ პოსტს აქვეყნებს

by მეგა TV
ოქტომბერი 5, 2026
0
„სამართლიანობის აღდგენა ჩემი ერთადერთი იმედია…”- მოკლული დავით ნარიმანიძის დედა ემოციურ პოსტს აქვეყნებს
მთავარი

ლოტკინის დასახლებაში 10 სექტემბერს გამთენიისას მოკლული 17 წლის დავით ნარიმანიძის დედა სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს. „დღეს ჩემი შვილის დავით ნარიმანიძის ქალაქის გამოცდა უნდა ყოფილიყო, დღე, რომელიც მისთვის ძალიან  მნიშვნელოვანი...

დაწვრილებითDetails

ქუთაისში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების არალეგალური რეალიზაციის ფაქტი გამოვლინდა

by მეგა TV
ოქტომბერი 5, 2026
0
ქუთაისში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების არალეგალური რეალიზაციის ფაქტი გამოვლინდა
მთავარი

 ქუთაისში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების არალეგალური რეალიზაციის ფაქტი გამოვლინდა- ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს .  სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, ქუთაისში ინდივიდუალური მეწარმე რ. გ.-ის (მისამართი: ქუთაისი, ჭავჭავაძის...

დაწვრილებითDetails

ვალუტის განახლებული კურსი

by მეგა TV
ოქტომბერი 5, 2026
0
რა ეღირება დოლარი და ევრო 9 აგვისტოს?
ეკონომიკა

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6032 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6032 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6039 ლარი იყო....

დაწვრილებითDetails

12 000-ს აბონენტს გაზმომარაგება შეუწყდება

by მეგა TV
ოქტომბერი 5, 2026
0
2024 წელს ბოლოს ჩვენი მოსახლეობის დაახლოებით 93%-ს ექნება წვდომა ბუნებრივ გაზზე – ირაკლი ღარიბაშვილი
მთავარი

„თბილისი ენერჯი“ განცხადებას ავრცელებს: „ზამთრის მოსამზადებელ სამუშაოებთან დაკავშირებით, ხვალ - 6 ოქტომბრის 11:00 სთ-დან 7 ოქტომბრის 11:00 სთ-მდე გაზმომარაგება დროებით შეუწყდება ისანი-სამგორის რაიონში 12 000-ს აბონენტს გაზმომარაგების აღდგენა დაიწყება ოთხშაბათს...

დაწვრილებითDetails

ამინდი იცვლება

by მეგა TV
ოქტომბერი 5, 2026
0
15 სექტემბერს საქართველოში ამინდი იცვლება
ამინდი

საქართველოში მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში ამინდი პერიოდულად შეიცვლება. სინოპტიკოსების პროგნოზით, 5–7 ოქტომბერს ქვეყნის ტერიტორიის ნაწილში ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი, ზოგან კი შესაძლებელია ელჭექიც. 6 ოქტომბერს ქვეყნის ზოგიერთ რაიონში დღის განმავლობაში ხანმოკლე...

დაწვრილებითDetails

რატომ ჩაიყვანეს 3 პირი დეესკალაციის საკანში – პენიტენციური უხმო კადრებს ავრცველებს

by თამარა ქავთარაძე
ოქტომბერი 5, 2026
0
რატომ ჩაიყვანეს 3 პირი დეესკალაციის საკანში – პენიტენციური უხმო კადრებს ავრცველებს
მთავარი

მე-6 დაწესებულებაში მსჯავრდებულების დეესკალაციის საკნებში გადაყვანა არ ყოფილა დაკავშირებული გიორგი დავითაძის მიმართ სოლიდარობის გამოხატვასთან - ამის შესახებ სპეციალური პენიტენციური სამსახური დღეს გავრცელებულ განცხადებაში წერს. უწყება ეხმიანება მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის დედის მიერ...

დაწვრილებითDetails

გარდაიცვალა ლე­გენ­და­რუ­ლი სპორ­ტსმენი ვლა­დი­მერ გო­გო­ლა­ძე

by თამარა ქავთარაძე
ოქტომბერი 5, 2026
0
გარდაიცვალა ლე­გენ­და­რუ­ლი სპორ­ტსმენი ვლა­დი­მერ გო­გო­ლა­ძე
მთავარი

60 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა ლე­გენ­და­რუ­ლი სპორ­ტუ­ლი ტან­მო­ვარ­ჯი­შე ვლა­დი­მერ გო­გო­ლა­ძე. ინ­ფორ­მა­ცი­ას ტან­ვარ­ჯი­შის გან­ვი­თა­რე­ბის სპორ­ტუ­ლი ცენ­ტრი აქ­ვეყ­ნებს. "1988 წელს სე­უ­ლის ოლიმ­პი­ურ თა­მა­შებ­ზე ვლა­დი­მერ გო­გო­ლა­ძემ ოლიმ­პი­უ­რი ოქრო მო­ი­პო­ვა სპორ­ტულ ტან­ვარ­ჯიშ­ში (გუნ­დუ­რი).1984 წელს ახალ­გაზ­რდებს...

დაწვრილებითDetails

მოქალაქე დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა – დაკავებულია 1 პირი

by თამარა ქავთარაძე
ოქტომბერი 5, 2026
0
ავტომობილი ქალსა და ბავშვს დაეჯახა
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის რაიონულისამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად, განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ძებნილი, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს....

დაწვრილებითDetails

ინტოქსიკაციის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს – კავკასიის უნივერსიტეტი

by თამარა ქავთარაძე
ოქტომბერი 5, 2026
0
ინტოქსიკაციის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს – კავკასიის უნივერსიტეტი
მთავარი

გვინდა, მკაფიოდ განვაცხადოთ, რომ უნივერსიტეტის ტერიტორიაზე სტუდენტების სავარაუდო მოწამვლის ან სხვა სახის მასობრივი ინტოქსიკაციის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს, - ამის შესახებ ნათქვამია კავკასიის უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში....

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"