LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ზოდიაქოს 4 ყველაზე ქარიზმატული ნიშანი

როგორი იქნება მიმდინარე კვირა ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის

დაპოსტა 2024/09/30-ში
A A
429
ნახვა
გაზიარება

ვერძი

ჯობს, მიმდინარე კვირა რადიკალურ ცვლილებებს არ დაუთმოთ. განსაკუთრებით, უმჯობესია, თუ სამართლებრივ საკითხებთან გამკლავებას მომდევნო კვირისთვის გადადებთ. ასევე, მენეჯმენტთან, სამსახურთან დაკავშირებული თემებიც თუ შესაძლებელია, დროებით გადადეთ და ყურადღება საკუთარ ჯანმრთელობასა და ცხოვრების წესის ცვლილებას დაუთმეთ. შესაძლოა, ბოლო პერიოდში მომატებულ შფოთვასა და დაღლილობას გრძნობთ. ეს აშკარა ნიშანია იმისა, რომ ცხოვრების წესში რაღაც უნდა შეცვალოთ. განიტვირთეთ, დრო მეგობრებთან შეხვედრასა და გართობას დაუთმეთ. ასევე, როგორც ასტროლოგები ამბობენ, კვირის პირველ ნახევარში შესაძლოა, გაიცნოთ ადამიანი, რომელიც თქვენზე ძალიან დიდ გავლენას მოახდენს და ბედნიერ დღეებს მოგიტანთ. (ასევე დაგაინტერესებთ: ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომლებსაც 2024 წლის ოქტომბერი მნიშვნელოვან ცვლილებებს უმზადებს – ასტროლოგები ასახელებენ)

კურო

კუროს ნიშნის წარმომადგენლებს მიმდინარე კვირაში შეუძლიათ, სამსახურებრივ საკითხებს სრულიად თავდაჯერებულად გაუმკლავდნენ და სიახლეები დაგეგმონ. მათ ექნებათ ყველა შანსი, სასურველი პოზიცია დაიკავონ, შემოსავლის მიღების დამატებითი გზები აღმოაჩინონ და პერსპექტიულ გარემოში აღმოჩნდნენ. სტაბილური ფინანსური გარემოც გაგახარებთ, თუმცა, როგორც ასტროლოგები ამბობენ, ჯობს, ამ კვირაში დიდი შესყიდვები არ განახორციელოთ და შემდეგი პერიოდებისათვის გადადოთ. ამავე კვირაში კუროს ნიშნის წარმომადგენლებს შეუძლიათ, საყვარელ ადამიანებთან უთანხმოება საკმაოდ ეფექტურად მოაგვარონ და სასიამოვნო განწყობა შეიქმნან.

ტყუპები

როგორც ასტროლოგები ამბობენ, ტყუპები მიმდინარე კვირის განმავლობაში ემოციური ფონის მომატებას იგრძნობენ, რამაც შესაძლოა, კომუნიკაციის გართულება და კონფლიქტური სიტუაცია გამოიწვიოს. მეგობრებთან კამათსაც მოერიდეთ, განსაკუთრებით თუ თქვენი მეგობრები ვერძის, მორიელის ან თხის რქის ნიშნის წარმომადგენლები არიან. შესაძლოა, უმნიშვნელო კამათიც კი დიდ დაპირისპირებაში გადაიზარდოს და ერთმანეთს ძალიან აწყენინოთ. დაკავდით საყვარელი საქმიანობით, განიტვირთეთ, მოუსმინეთ სასურველ მუსიკას, დრო დაუთმეთ ჰობის. ასე შეძლებთ, შედარებით რთული დღეები მარტივად გაიაროთ და განაგრძოთ იმ საქმის გაკეთება, რომელიც გიყვართ და მოგწონთ.

კირჩხიბი

მზის დაბნელების დღეს კირჩხიბებს სტაბილურობისა და სიმშვიდის შენარჩუნება გაუჭირდებათ. ამას კი დაემატება ისიც, რომ ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლები შესაძლოა, ტყუილისა და მანიპულაციის მსხვერპლნი გახდნენ. ამიტომ, ყურადღებით იყავით და კონფლიქტურ სიტუაციებს მაქსიმალურად მოერიდეთ. კვირის მეორე ნახევარი ფინანსური სტაბილურობითა და მატერიალური კეთილდღეობით გაგახარებთ. შესაძლოა, შემოსავლის მიღების დამატებითი წყაროები აღმოაჩინოთ, განახორციელოთ თქვენი გეგმები ან არსებულ სამსახურში დაწინაურდეთ. რომანტიკულ სფეროში კვირის განმავლობაში სტაბილური და მშვიდი გარემო გელოდებათ. ხოლო, თუ მარტოხელა ხართ, შესაძლოა, სწორედ ახლა შეხვდეთ მას, ვისაც დიდი ხანია, ელოდებით.

ლომი

ასტროლოგების მთავარი რჩევაა, რომ მიმდინარე კვირის განმავლობაში თქვენს თითოეულ სიტყვას დააკვირდეთ და გააკონტროლოთ, მაქსიმალურად მოერიდოთ კონფლიქტურ სიტუაციას და შეეცადოთ, სპონტანური შესყიდვები თავიდან აირიდოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, საკმაოდ დაძაბულ გარემოში აღმოჩნდეთ. ამავდროულად, კრეატიულ ლომებს კვირის განმავლობაში ექნებათ შესაძლებლობა, თავიანთი ნიჭი და შესაძლებლობები სრულად გამოავლინონ, მიიღონ შექება, მოიპოვონ პოპულარობა და ხელსაყრელი შეთავაზებები.

ქალწული

ქალწულები მნიშვნელოვან გარდაქმნას გეგმავენ და სურთ, ცნობიერების ახალ დონეს მიაღწიონ. შინაგან ცვლილებებს კონკრეტული ქმედითი ნაბიჯებიც მოჰყვება როგორც კარიერული და საგანმანათლებლო, ასევე რომანტიკული ურთიერთობების მიმართულებით. ბევრი ქალწული სამომავლო გეგმებს განაახლებს და იქ გარკვეულ ცვლილებებს შეიტანს. ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლები დიდი ცვლილებებისათვის ემზადებიან და ეს კვირა საკუთარ თავთან საუბრისა და ჩამოყალიბებისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

სასწორი

მზის დაბნელების დროს სასწორებს განსაკუთრებით რთული პერიოდი ექნებათ, ამიტომ საკუთარ თავს დრო აუცილებლად დაუთმეთ. შეეცადეთ, მშვიდად იყოთ, მედიტაციას მიმართოთ, გაისეირნოთ, საყვარელი საქმით დაკავდეთ და გონება ნეგატიური ფიქრებისაგან გაათავისუფლოთ. შესაძლოა, კვირის განმავლობაში აგრესია ხშირად გამოავლინოთ და საყვარელ ადამიანებს აწყენინოთ. ამიტომ, ყურადღებით იყავით და პირველ რიგში, შეეცადეთ, საკუთარი თავის სიამოვნებისათვის რაიმე გააკეთოთ. ეს მოტივაციასაც მოგცემთ და რთული დღეების გადატანაში დაგეხმარებათ. პარასკევიდან თქვენი ფინანსური მდგომარეობა გაუმჯობესდება და ემოციური ფონიც დასტაბილურდება.

მორიელი

მორიელებისათვის მიმდინარე კვირა, ძირითადად, მშვიდად წარიმართება. როგორც ასტროლოგები ამბობენ, ოთხშაბათ-ხუთშაბათს ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და კარიერული განვითარების დიდი შანსი გექნებათ, რაც ახალ ინიციატივებთან ან არსებულ საქმეში გამართლებასთან იქნება დაკავშირებული. თუმცა, კვირის ბოლოს ყურადღება გამოიჩინეთ. შესაძლოა, კონფლიქტურ სიტუაციაში აღმოჩნდეთ. ამიტომაც, შეეცადეთ, ემოციები გააკონტროლოთ , არ მიიღოთ სპონტანური გადაწყვეტილებები და არ უთხრათ ადამიანებს ისეთი რამ, რაზეც მომდევნო დღეებში განსაკუთრებით ინერვიულებთ.

მშვილდოსანი

მშვილდოსნებს ასტროლოგები მიმდინარე კვირაში პროფესიულ საქმეებსა და პირად შემოსავალზე ზრუნვას ურჩევენ. მნიშვნელოვანია, საკუთარ ხარჯებს გადახედოთ და პრიორიტეტები ჩამოაყალიბოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, გარკვეული სირთულეები შეგხვდეთ. იგივე ეხება პროფესიულ მიმართულებასაც. ჯობს, კიდევ ერთხელ გაიაზროთ, სად ხართ, რას აკეთებთ და ხომ არ არის რაიმე, რისი შეცვლაც გინდათ. მიმდინარე კვირა ძალიან საინტერესო ადამიანს გაგაცნობთ, რომელიც თქვენს ცხოვრებაში დამატებით მოტივაციასა და ბედნიერ დღეებს შემოიტანს.

თხის რქა

მიმდინარე კვირაში თხის რქის ნიშნის წარმომადგენლებისათვის კვალიფიკაციის ამაღლება, ახალი ცოდნისა და გამოცდილების მიღება და კარიერული განვითარება განსაკუთრებით აქტუალური იქნება. შესაძლოა, კვირის მეორე ნახევარში სრულიად მოულოდნელად თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი შეთავაზება მიიღოთ, რაც კარიერულ წინსვლაშიც დაგეხმარებათ და თვითგანვითარებაშიც. თუ ჯანმრთელობის რაიმე პრობლემა გაქვთ ან ამ კუთხით რომელიმე პროცედურის ჩატარება გსურთ, აღარ გადადოთ და შაბათ-კვირა საკუთარ თავს დაუთმეთ.

მერწყული

მიმდინარე კვირა მერწყულებისათვის საკმაოდ საინტერესო და ნაყოფიერი იქნება, იმიტომ, რომ მათ აქვთ შანსი, საკუთარ იდეაზე მუშაობა დაიწყონ, შემოიერთონ თანამოაზრეები და სიახლეები დაგეგმონ. გარდა ამისა, შესაძლოა, რაიმე ტიპის საქველმოქმედო აქციასა და აქტივობაში ჩაერთოთ, რაც თავადაც ძალიან დიდ ბედნიერებასა და დადებით ემოციებს მოგიტანთ. ამავდროულად, ნუ უგულებელყოფთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ საყურადღებო ნიშნებს და ექიმთან ვიზიტი აღარ გადადოთ. ზოდიაქოს ამ ნიშნის მარტოხელა წარმომადგენლებს რომანტიკულ სფეროში სიახლეები და სასიამოვნო თავგადასავლები ელოდება.

თევზები

მიმდინარე კვირის განმავლობაში თევზებს საშუალება ექნებათ, იმ ადამიანებთან, რომლებთანაც კონფლიქტი აქვთ, საერთო ენა გამონახონ და ამ კონფლიქტის მოგვარების გზები აღმოაჩინონ. კვირის მეორე ნახევარში ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება გელოდებათ და გექნებათ შანსი, თანხა თქვენთვის სასურველ ნივთებსა და მომსახურებებზე დახარჯოთ. სასიამოვნო შაბათ-კვირა გელით. რომანტიკული ურთიერთობის თვალსაზრისით კი კვირა სტაბილურობითა და ჰარმონიით გაგახარებთ.

წყარო:

გაზიარება172

დაკავშირებული -პოსტები

მძიმე ავარია ხობში – არიან დაშავებულები

by მეგა TV
სექტემბერი 4, 2026
0
ავტოსაგზაო შემთხვევებს 442, ხოლო ხანძრებს 48 ადამიანი ემსხვერპლა – საქსტატი
მთავარი

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. ავარიის შედეგად, ერთ ავტომობილში მყოფი 2, ხოლო მეორე ავტომობილში მყოფი 4 ადამიანი დაშავდა....

დაწვრილებითDetails

თამაზ ელიზბარაშვილი ყვება რა მოხდა რესტორნში

by მეგა TV
სექტემბერი 4, 2026
0
თამაზ ელიზბარაშვილი ბრალს არ აღიარებს – ადვოკატი
მთავარი

მე ვარ უდანაშაულო. ბრალდება, რაც პროკურატურამ წამიყენა, არის თითიდან გამოწოვილი. ციხით რომ მაშინებს პროკურორი, ციხეშიც შევალ და იქიდან ორჯერ უფრო ვაჟკაცურად გამოვალ! მე დანაშაული არ ჩამიდენია, ბატონო მოსამართლევ,- ეს განცხადება მუქარის...

დაწვრილებითDetails

თამაზ ელიზბარაშვილს პატიმრობა შეეფარდა

by მეგა TV
სექტემბერი 4, 2026
0
თამაზ ელიზბარაშვილი ბრალს არ აღიარებს – ადვოკატი
მთავარი

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბიზნესმენ თამაზ ელიზბარაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. სხდომას თამაზ ელიზბარაშვილიც ესწრებოდა, რომელიც სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარის ფაქტზეა ბრალდებული. დაცვის მხარე ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიების გარეშე...

დაწვრილებითDetails

ქონების გადასახადის 40 000 ლარიანი ზღვარი შეიცვლება – რას უნდა ელოდონ მოქალაქეები

by მეგა TV
სექტემბერი 4, 2026
0
როგორ დავიხსნათ თავი ვალებისგან
მთავარი

ორშაბათს-სამშაბათს საბოლოო განხილვები გვექნება და ამის შემდეგ, სავარაუდოდ, პარლამენტის კომიტეტი დააინიცირებს აღნიშნულ საკითხს - ამ ეტაპზე ცვლილებები იქნება მხოლოდ ფიზიკურ პირებზე და არ იქნება კომერციული სუბიექტების მიმართ, რაზედაც გაგრძელდება რეფორმა...

დაწვრილებითDetails

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტი “ჯივინოსტატი” მომდევნო კვირის დასაწყისში თბილისში იქნება

by მეგა TV
სექტემბერი 4, 2026
0
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად 1 000 000 ლარი შეგროვდა
მთავარი

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტი "ჯივინოსტატი" მომდევნო კვირის დასაწყისში თბილისში იქნება. "ამ წლის 31 ივლისს ხელშეკრულება დაიდო იტალიურ კომპანია "იტალფარმაკოსთან" - მედიკამენტ "ჯივინოსტატის" მწარმოებელ...

დაწვრილებითDetails

ყაზახეთში შესვლა ფასიანი ხდება

by მეგა TV
სექტემბერი 4, 2026
0
ყაზახეთში შესვლა ფასიანი ხდება
მთავარი

2026 წლის 1-ელი ნოემბრიდან ყაზახეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე შესვლა ფასიანი ხდება. ინფორმაცას "ბიზნესპრესნიუსი" ავრცელებს.  ამასთან, ამავე პერიოდიდან უცხოელებს ქვეყანაში შესვლისას ელექტრონული ნებართვის (ETA) მიღება დასჭირდებათ. ახალი სისტემა, სახელწოდებით QazETA, ქვეყანაში სატესტო...

დაწვრილებითDetails

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

by მეგა TV
სექტემბერი 4, 2026
0
საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა
მთავარი

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 3.1 მაგნიტუდის მიწისძვრა თბილისიდან 53კმ-ში, ქალაქ გორში მოხდა. მათივე ცნობით, ბიძგები თბილისის დროით, 11:55-ზე დაფიქსირდა.

დაწვრილებითDetails

ე.წ. „სამშობიარო ტურიზმს“ აკრძალვა – რა გადაწყვეტილება მიიღო აშშ-ის სასამართლომ

by მეგა TV
სექტემბერი 4, 2026
0
ე.წ. „სამშობიარო ტურიზმს“ აკრძალვა – რა გადაწყვეტილება მიიღო აშშ-ის სასამართლომ
მთავარი

მერილენდის შტატის ფედერალურმა რაიონულმა სასამართლომ გადაწყვიტა, შეაჩეროს ტრამპის ადმინისტრაციის მცდელობა, ე.წ. „სამშობიარო ტურიზმის“ აკრძალვასთან დაკავშირებით. ამის შესახებ CBS News-ი წერს. 2 სექტემბერს, აშშ-ის რაიონული სასამართლოს მოსამართლე დებორა ბორდმანმა დროებით დაბლოკა...

დაწვრილებითDetails

რომელი პროდუქტები გაიაფდა აგვისტოში

by მეგა TV
სექტემბერი 4, 2026
0
იმერეთზე სუპერმარკეტების შემოსავალების მხოლოდ 7.4% მოდის – რომელი რეგიონია ლიდერი
ეკონომიკა

საქსტატის მიხედვით, 2026 წლის აგვისტოში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.4%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 5.6% შეადგინა. რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, საქსტატის ცნობით, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2026 წლის აგვისტოში, გასული...

დაწვრილებითDetails

ქუთაისში ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვის დადგენილ ნორმებთან შეუსაბამობის 3 366 ფაქტი გამოვლინდა

by მეგა TV
სექტემბერი 4, 2026
0
გამონაბოლქვის დადგენილ ნორმებთან შეუსაბამობისთვის 3243 სამართალდამრღვევი დააჯარიმეს
მთავარი

მონიტორინგის დაწყებიდან 3 წელში, ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვის დადგენილ ნორმებთან შეუსაბამობის 20 727 ფაქტი გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს. ცნობისთვის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი,...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"