იმერეთი სტიქია ებრძვის. იმერეთის მხარის პრესსამსახურის ინფორმაციით რეგიონის მასშტაბით ელექტროენერგია არ მიეწოდება 7 000 აბონენტს.
“იმერეთში განვითარებული ძლიერი ქარის შედეგად დაზიანდა ინფრასტრუქტურა. კერძოდ, დაზიანებულია მრავალბინიანი და კერძო საცხოვრებელი სახლების სახურავები, ასევე 5 ავტომობილი. ამ ეტაპზე იმერეთის მასშტაბით ელექტროენერგია არ მიეწოდება 7 000 აბონენტს. საავარიო ბრიგადების მიერ მიმდინარეობს როგორც მაღალი ძაბვის გადამცემები ასევე ადგილობრივი ხაზების აღდგენითი სამუშაოები. იმერეთში ძლიერი ქარის შედეგად მიყენებული ზარალის დათვლა აქტიურად მიმდინარეობს. შესაბამისი კომისიები ადგილზე არიან გასულები და აღწერას ახორციელებენ.” – ნათქვამია იმერეთის მხარის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.










