CNN-ის ცნობით, ბაიდენის ადმინისტრაციაში მიიჩნევენ, რომ ირანი შესაძლოა ისრაელს თავს დაესხას. მედიის ცნობით, „ცაჰალის“ მიერ „ჰეზბოლას“ ლიდერის, ჰასან ნასრალას ლიკვიდაციის შემდეგ ამერიკის შეერთებული შტატები და ისრაელი ერთობლივი თავდაცვისთვის ემზადებიან.
აშშ-ის მთავრობის წარმომადგენლებმა უარი თქვეს მედიასთან იმაზე საუბარზე, თუ რა ტიპის თავდასხმას ელოდებიან ირანისგან და რა ნაბიჯებს დგამენ ამერიკელი სამხედროები.
კვირას პენტაგონის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ „თუ ირანი, მისი პარტნიორები გამოიყენებენ ამ მომენტს რეგიონში ამერიკული პერსონალსა თუ ინტერესებზე თავდასხმისთვის, შეერთებული შტატები ჩვენი ხალხის დასაცავად ყველა საჭირო ზომას მიიღებს“.
თავის მხრივ, ამერიკის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ახლო აღმოსავლეთში ომის ესკალაციის თავიდან ასარიდებლად მოკავშირეებთან ერთად მუშაობს.