“ჩვენ ეს ერთად შევძელით, ფესტივალი ტარდება!
კინოსეანსებზე დასწრება თავისუფალია!” – ინფორმაციას სოციალურ ქსელში ქუთაისის საერთაშორისო მოკლეტრაჟიანი ფილმების ოფიციალური გვერდი ავრცელებს.
რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა რომ, ქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალის ქალაქის მერია აღარ დააფინანსებს. ქალაქისთვის უმნიშვნელოვანესი ფესტივალი საზოგადოების დახმარებას ითხოვდა. სოციალურ ქსელში დონაციისთვის ანგარიშის ნომრები გავრცელდა.
ქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი მეოთხე წელია ტარდება. სამი წლის განმავლობაში ფესტივალის ერთ -ერთი მთავარი სპონსორი ქუთაისის მერია გახლდათ.
აქვე უნდა აღინიშნოს რომ, მას შემდეგ რაც ქუთაისის მერიამ ფესტივალს დაფინანსებაზე უარი უთხრა, ქალაქში “ახალგაზრდული კინოფესტივალი” გაიმართა.










