,,მიდის სანახავად” – მსოფლიო ახალი ამბების დღის საერთაშორისო კამპანიის ფარგლებში ქუთაისში გაგოშას სტენსილი გამოჩნდა.
,,აირჩიე სიმართლე“ მსოფლიო ახალი ამბების დღის საერთაშორისო კამპანიის სლოგანია, რომელსაც მედიის ადვოკატირების კოალიცია ადგილობრივი კამპანიით შეუერთდა.
28 სექტემბრიდან 5 ოქტომბრამდე საქართველოში კამპანიის კვირეული ეწყობა და სამ ქალაქში – ბათუმში, ქუთაისსა და რუსთავში გიორგი გაგოშიძის (გაგოშა) სტენსილები გამოჩნდება, რომელიც ასახავს თავისუფალი მედიის როლს ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებაში.
თავისუფალი მედიის მნიშვნელობის ქუჩის მხატვრობით გადმოცემა მედიის ადვოკატირების კოალიციის და გიორგი გაგოშიძის საერთო ინიციატივაა.
კამპანიის მიზანია, საზოგადოების მხარდაჭერის გაზრდა მედიის მიმართ, რომელიც მოქალაქეების ინტერესს ემსახურება, რომ საზოგადოება სიმართლეს თავისუფალი მედიის მეშვეობით იგებს და ხალხის სატკივარს და ხმას სწორედ თავისუფალი მედია ახმოვანებს.










