LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
არჩევნების შედეგად ჩვენ საკონსტიტუციო უმრავლესობის შესაბამისი პროცენტული მაჩვენებლის მოპოვების ობიექტური მოლოდინი გვაქვს

თავის დახრას, დირექტივებით მოქმედებას, ქვეყნის ინტერესების გვერდზე გაწევას ან ასკინკილით ევროპისკენ სიარულს არ ვაპირებთ! – ვაპირებთ, ორ ფეხზე მყარად, ამაყად ვიმოქმედოთ საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე – მამუკა მდინარაძე

დაპოსტა 2024/09/28-ში
A A
12
ნახვა
გაზიარება

ჩვენ თავის დახრას, დირექტივებით მოქმედებას, საკუთარი გარანტიების სანაცვლოდ ქვეყნის ინტერესების გვერდზე გაწევას ან ასკინკილით ევროპისკენ სიარულს ნამდვილად არ ვაპირებთ. ვაპირებთ, ორ ფეხზე მყარად, ამაყად ვიმოქმედოთ მხოლოდ საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე თელავში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, ყველამ კარგად უნდა გაათვიცნობიეროს, რომ „ქართული ოცნება“ და ქართველი ხალხი ამ ბრძოლაში უპირისპირდება არა ჩვენივე ეთნიკური წარმომავლობის, მაგრამ სინამდვილეში უსამშობლო აგენტურას და მათ უფროსებს, „რომლებსაც მიზნად აქვთ ჩვენი ქვეყანა შესაწირ პაიკად გამოიყენონ ძალიან დიდ, გლობალურ საჭადრაკო დაფაზე“.

„მოგესალმებით მეგობრებო, კახელებო მოგესალმებით უდიდესი პატივისცემით. გილოცავთ ალავერდობას. მივესალმები დავით სონღულაშვილს კიდევ ერთხელ, ბატონ ირაკლის, რომლებიც თქვენი წარმომადგენლები იქნებიან საქართველოს პარლამენტში.

ამ გასაოცარი კუთხის, კახეთის ისტორია არის სამშობლოსთვის ბრძოლის და გმირობის ისტორია. მამულის, ენის და სარწმუნოებისათვის ბრძოლის ისტორია. ალბათ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ თანამედროვე, ცივილიზებულ სამყაროშიც ამ გამოწვევის წინაშე ვიქნებოდით და ჩვენ ყველას ერთად ძალიან ხმამაღლა, გამოთქმით და ხაზგასმით, გამოკვეთილად ბევრჯერ გვექნებოდა გასამეორებელი, უდიდესი კახელი, ქართველი კაცის, ილია ჭავჭავაძის სიტყვები, როგორც ქართველი ერის დოქტრინა. სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა ჩვენ მამა-პაპათაგან: მამული, ენა, სარწმუნოება. თუ ამათ არ ვუპატრონეთ რა კაცები ვიქნებით, რა პასუხს გავცემთ შთამომავლობას. იმისთვის, რომ მართლები ვიყოთ საკუთარი ქვეყნის და შთამომავლობის წინაშე ვალდებულები ვართ დავიცვათ ეს ანდერძად ქცეული სიტყვები. ფასეულობები და მათ უზრუნველსაყოფად საკუთარი ქვეყნის ღირსება და მხოლოდ ამ ღირსებით მოვახდინოთ მშვიდობის შენარჩუნებაც, კეთილდღეობის უზრუნველყოფაც და ევროპული ოჯახისკენ სრულფასოვანი წევრობისკენ სვლაც.

ყველამ კარგად უნდა გაათვიცნობიეროს, რომ ჩვენ, „ქართული ოცნება“ და ქართველი ხალხი ამ ბრძოლაში ვუპირისპირდებით არა ჩვენივე ეთნიკური წარმომავლობის, მაგრამ სინამდვილეში უსამშობლო აგენტურას, დღეს რომ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებად გვევლინებიან, არამედ მათ უფროსებს, რომლებსაც მიზნად აქვთ ჩვენი ქვეყანა შესაწირ პაიკად გამოიყენონ ძალიან დიდ, გლობალურ საჭადრაკო დაფაზე. აი, ამ ბრძოლაში მოუწოდებენ ხალხს სხვისი ანუ საკუთარი თავის საწინააღმდეგო მხარეს დადგომისაკენ. მართლაც პარადოქსული სიტუაციაა. წარმოიდგინეთ ერთი წამით, საქართველოს ეროვნული ნაკრების და უცხოელების გუნდის დაპირისპირებაში საქართველოს მოქალაქე სხვისკენ რომ იყოს. ამომრჩეველთა მინიმუმ 20-25 პროცენტს ამ ქვეყანაში სიცრუის პროპაგანდით, მძიმე ფსიქოლოგიური ტერორით აიძულებენ უცხოელებსა და საქართველოში მათ წარმომადგენლებს უგულშემატკივრონ და მხარი დაუჭირონ. ამ ხალხს სამწუხაროდ მთელი სერიოზულობით სჯერა, რომ ნებისმიერი ქართული, ეროვნული საქმე სინამდვილეში იმ სახელმწიფოს ინტერესებს ემსახურება, რომელსაც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების 20 პროცენტამდე აქვს ოკუპირებული. არადა, ამ დროს გულშემატკივრობენ ადამიანებს, რომლებიც ითხოვენ ომს. საკუთარ სამხედროებს რუსეთის წინააღმდეგ ომის დანაშაულში ადანაშაულებენ. ამ საფუძვლით უჩივიან სტრასბურგში თავის სამშობლოს. მათი პროპაგანდის წარმომადგენლები, ჟურნალისტები თუ პოლიტიკოსები აფხაზებს და ოსებს უწოდებენ მტრებს. ჩვენ ნახეთ ეს ყველაფერი წინა დღეებში. და რა გახდა, რით ვერ გაარჩიეს მხარეები ურთიერთმიტევების და მობოდიშებისას, რით ვეღარ გაარჩიეს ოკუპანტი, სეპარატისტი და მკვლელი საკუთარი აფხაზი და ოსი დებისგან და ძმებისგან. ასე რატომ წვალობენ პასუხი არის ძალიან მარტივი. მათი დავალება არ არის შერიგება, ერთიანობა და მშვიდობა და კეთილდღეობა, მათი დავალებაა გაყიდონ და სხვის ინტერესებს შესწირონ საკუთარი სამშობლო, რის საშუალებას არასდროს მივცემთ.

ჩვენ თავის დახრას, დირექტივებით მოქმედებსა, საკუთარი გარანტიების სანაცვლოდ ქვეყნის ინტერესების გვერდზე გაწევას ან ასკინკილით ევროპისკენ სიარულს ნამდვილად არ ვაპირებთ. ვაპირებთ, ორ ფეხზე მყარად, ამაყად ვიმოქმედოთ მხოლოდ საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე და არანაირი სხვა ინტერესები. და ამას კიდევ უფრო მაღალი ლეგიტიმაციით, 26 ოქტომბერს დაგვავალებს კახეთი, კახელები და ქართველი ხალხი, მთლიანად საქართველო და საქართველო გაიმარჯვებს ყველაზე, ვინც მისი ინტერესების საპირისპიროდ მოქმედებს. ამიტომ, ჩემო კახელებო, ჩემო ძალიან მაგარო ხალხო ტრადიციებით, ჩვენი იდენტობის შენარჩუნებით ევროპისკენ. მხოლოდ მშვიდობით, მხოლოდ ღირსებით და მხოლოდ კეთილდღეობით. ჩვენ კახეთს, ჩვენ მებრძოლ, ჟინიან, ქართველ ხალხს გაუმარჯოს და კიდევ ერთხელ, ჩვენს საქართველოს, ქართულ ოცნებას და მის ახდენას გაუმარჯოს.

გაზიარება5

დაკავშირებული -პოსტები

7 ოქტომბერს ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე დებატები გაიმართება

by მეგა TV
ოქტომბერი 5, 2026
0
“ყველა დაფიქსირებული დარღვევის გამოძიება და განხილვა დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს – ეს საქართველოსთვის გარდამტეხი მომენტია”-ევროპარლამენტარები არჩევნებზე
მთავარი

ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე დებატები და რეზოლუციის კენჭისყრა გაიმართება, - ინფორმაცია ევროპარლამენტის ვებგვერდზეა განთავსებული. ევროპარლამენტის დღის წესრიგის თანახმად, დებატები სახელწოდებით - „მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ მცდელობები საქართველოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ“...

დაწვრილებითDetails

„სამართლიანობის აღდგენა ჩემი ერთადერთი იმედია…”- მოკლული დავით ნარიმანიძის დედა ემოციურ პოსტს აქვეყნებს

by მეგა TV
ოქტომბერი 5, 2026
0
„სამართლიანობის აღდგენა ჩემი ერთადერთი იმედია…”- მოკლული დავით ნარიმანიძის დედა ემოციურ პოსტს აქვეყნებს
მთავარი

ლოტკინის დასახლებაში 10 სექტემბერს გამთენიისას მოკლული 17 წლის დავით ნარიმანიძის დედა სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს. „დღეს ჩემი შვილის დავით ნარიმანიძის ქალაქის გამოცდა უნდა ყოფილიყო, დღე, რომელიც მისთვის ძალიან  მნიშვნელოვანი...

დაწვრილებითDetails

ქუთაისში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების არალეგალური რეალიზაციის ფაქტი გამოვლინდა

by მეგა TV
ოქტომბერი 5, 2026
0
ქუთაისში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების არალეგალური რეალიზაციის ფაქტი გამოვლინდა
მთავარი

 ქუთაისში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების არალეგალური რეალიზაციის ფაქტი გამოვლინდა- ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს .  სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, ქუთაისში ინდივიდუალური მეწარმე რ. გ.-ის (მისამართი: ქუთაისი, ჭავჭავაძის...

დაწვრილებითDetails

ვალუტის განახლებული კურსი

by მეგა TV
ოქტომბერი 5, 2026
0
რა ეღირება დოლარი და ევრო 9 აგვისტოს?
ეკონომიკა

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6032 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6032 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6039 ლარი იყო....

დაწვრილებითDetails

12 000-ს აბონენტს გაზმომარაგება შეუწყდება

by მეგა TV
ოქტომბერი 5, 2026
0
2024 წელს ბოლოს ჩვენი მოსახლეობის დაახლოებით 93%-ს ექნება წვდომა ბუნებრივ გაზზე – ირაკლი ღარიბაშვილი
მთავარი

„თბილისი ენერჯი“ განცხადებას ავრცელებს: „ზამთრის მოსამზადებელ სამუშაოებთან დაკავშირებით, ხვალ - 6 ოქტომბრის 11:00 სთ-დან 7 ოქტომბრის 11:00 სთ-მდე გაზმომარაგება დროებით შეუწყდება ისანი-სამგორის რაიონში 12 000-ს აბონენტს გაზმომარაგების აღდგენა დაიწყება ოთხშაბათს...

დაწვრილებითDetails

ამინდი იცვლება

by მეგა TV
ოქტომბერი 5, 2026
0
15 სექტემბერს საქართველოში ამინდი იცვლება
ამინდი

საქართველოში მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში ამინდი პერიოდულად შეიცვლება. სინოპტიკოსების პროგნოზით, 5–7 ოქტომბერს ქვეყნის ტერიტორიის ნაწილში ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი, ზოგან კი შესაძლებელია ელჭექიც. 6 ოქტომბერს ქვეყნის ზოგიერთ რაიონში დღის განმავლობაში ხანმოკლე...

დაწვრილებითDetails

რატომ ჩაიყვანეს 3 პირი დეესკალაციის საკანში – პენიტენციური უხმო კადრებს ავრცველებს

by თამარა ქავთარაძე
ოქტომბერი 5, 2026
0
რატომ ჩაიყვანეს 3 პირი დეესკალაციის საკანში – პენიტენციური უხმო კადრებს ავრცველებს
მთავარი

მე-6 დაწესებულებაში მსჯავრდებულების დეესკალაციის საკნებში გადაყვანა არ ყოფილა დაკავშირებული გიორგი დავითაძის მიმართ სოლიდარობის გამოხატვასთან - ამის შესახებ სპეციალური პენიტენციური სამსახური დღეს გავრცელებულ განცხადებაში წერს. უწყება ეხმიანება მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის დედის მიერ...

დაწვრილებითDetails

გარდაიცვალა ლე­გენ­და­რუ­ლი სპორ­ტსმენი ვლა­დი­მერ გო­გო­ლა­ძე

by თამარა ქავთარაძე
ოქტომბერი 5, 2026
0
გარდაიცვალა ლე­გენ­და­რუ­ლი სპორ­ტსმენი ვლა­დი­მერ გო­გო­ლა­ძე
მთავარი

60 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა ლე­გენ­და­რუ­ლი სპორ­ტუ­ლი ტან­მო­ვარ­ჯი­შე ვლა­დი­მერ გო­გო­ლა­ძე. ინ­ფორ­მა­ცი­ას ტან­ვარ­ჯი­შის გან­ვი­თა­რე­ბის სპორ­ტუ­ლი ცენ­ტრი აქ­ვეყ­ნებს. "1988 წელს სე­უ­ლის ოლიმ­პი­ურ თა­მა­შებ­ზე ვლა­დი­მერ გო­გო­ლა­ძემ ოლიმ­პი­უ­რი ოქრო მო­ი­პო­ვა სპორ­ტულ ტან­ვარ­ჯიშ­ში (გუნ­დუ­რი).1984 წელს ახალ­გაზ­რდებს...

დაწვრილებითDetails

მოქალაქე დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა – დაკავებულია 1 პირი

by თამარა ქავთარაძე
ოქტომბერი 5, 2026
0
ავტომობილი ქალსა და ბავშვს დაეჯახა
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის რაიონულისამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად, განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ძებნილი, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს....

დაწვრილებითDetails

ინტოქსიკაციის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს – კავკასიის უნივერსიტეტი

by თამარა ქავთარაძე
ოქტომბერი 5, 2026
0
ინტოქსიკაციის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს – კავკასიის უნივერსიტეტი
მთავარი

გვინდა, მკაფიოდ განვაცხადოთ, რომ უნივერსიტეტის ტერიტორიაზე სტუდენტების სავარაუდო მოწამვლის ან სხვა სახის მასობრივი ინტოქსიკაციის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს, - ამის შესახებ ნათქვამია კავკასიის უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში....

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"