ჩინურმა კომპანია Betavolt-მა მობილურებისთვის მსოფლიოში პირველი “ბირთვული ბატარეა” შექმნა. მონეტის ზომის ბატარეას ენერგიის გამომუშავება 50 წლის განმავლობაში შეუძლია და დატენას არ საჭიროებს. იგი ელექტროენერგიას ნიკელის იზოტოპების დაშლის შედეგად გამოთავისუფლებული ენერგიის გამოყენებით გამოიმუშავებს.
კომპანია ირწმუნება, რომ ელექტროენერგიის ასეთი წყარო უსაფრთხოა როგორც ადამიანისთვის, ასევე გარემოსთვის: არ არის რადიაციის საშიშროება, ვადის გასვლის შემდეგ კი ბირთვული ელემენტები დაიშლება.
მანამდე ბაზარზე ყველაზე “გამძლე” ბატარეის მქონე Android სმარტფონი გამოჩნდა. მწარმოებლების თქმით, ბატარეა 4-წლიანი აქტიური მუშაობს შემდეგაც შეუფერხებლად იმუშავებს.











